x
image
ვიზა კოხაძე
კაცი, რომელსაც 20 წელია, საქართველოში ღვთიური ცეცხლი ჩამოაქვს

imageწელს საქართველოში ღვთიური ცეცხლი იერუსალიმიდან მეოცედ ჩამოდის. კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ რომელიახლაც იერუსალიმშია, პილიგრიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება და ისინი მოუთმენლად ელოდებიან ამ სასწაულს.

სწორედ ლაშა ჟვანიას სახელს უკავშირდება აგერ უკვე 20 წელია ამ ღვთიური ცეცხლის ჩამობრძანება საქართველოში.

ღვთიური ცეცხლი პირველად აქ 1995 წელს ჩამობრძანდა, როდესაც მეუფე დანიელის ხელმძღვანელობით იქ ჯგუფი გაემგზავრა, რომლის შემადგელობაშიც იყვნენ დედები: ანასტასია გელაშვილი, ეფემია მახარაძე, თეოდორა მახვილაძე და ლაშა ჟვანია. 1999 წლიდან სპეციალური რეისი სრულდება და უკვე 15 წელია, რაც წმინდა ცეცხლი ამ რეისით ჩამოაქვთ აღდგომის ღამეს. ადრეულ წლებში ისტორიას არც აქვს შემონახული, თუ როდის ჩამობრძანდა 1995 წლამდე საქართველოში ცეცხლი.მაშინ კომუნიკაციაც ნაკლები იყო, ამიტომ, გემით, ფეხით მოსიარულე პილიგრიმებს გაუჭირდებოდათ ცეცხლის ჩამოტანა. მხოლოდ კომუნიკაციების განვითარების შემდეგ მოგვარდა ეს საკითხი, ანუ რეალურად აღდგომის ღამეს ქვეყანაში ცეცხლის ჩამოტანა.imageimageწელს საპატრიარქოდან იერუსალიმში 60-მდე მომლოცველი გაემგზავრა. უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები წელს ცეცხლის გადმოსვლას 11 აპრილს ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ წმინდა ცეცხლს საქართველოში მომლოცველთა ჯგუფი დღეს, გვიან ღამით, ლიტანიობისთვის ჩამოაბრძანებს და ტაძრებში განაწილდება.imageP.S. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო!

0
168
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0