x
image
ვიზა კოხაძე
როგორ შეხვდნენ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში

ი, ს, ი.image

6 მაისს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს.დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით იმერეთში, კერძოდ კი თერჯოლის რაიონის ერთ პატარა სოფელ გოგნში აღინიშნება, სადაც წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი არსებობს.

image
image
ეკლესია, რომელიც VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და "კარუგდებელის" სახელით მოიხსენიებენ, თერჯოლიდან 10 კილომეტრის დაშორებით გოგნის მთაზე მდებარეობს.ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმინდა გიორგი გამოეცხადა.წმინდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა.დავრდომილი მართლაც ადგა და ჩიტს გაჰყვა, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა.მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა.სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს.სანამ დააგნრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ.სოფლის მცხოვრებნი ჩაუსაფრდნენ და ნახეს, რომ კარი თავისით ვარდებოდა.ამიტომაც უწოდეს სალოცავს "კარუგდებელი".

ეს ფოტოები სალოცავში და ეზოშია გადაღებული 2013 წლის 6 მაისის ღამეს.

image
image

სოფლის ხუთმა მკვიდრმა კლდიდან გადაგდებული ქვები კვლავ ზემოთ ამოზიდა და ახალი, ცოტა უფრო დიდი სალოცვი ააშენეს.გადმოცემის თანახმად, როცა წმინდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამოდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არ კლავდა.

image
image
image
უკვე ორი ათეული წელია აქ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უწყვეტი ნაკადი მიემართება ხოლმე ყოველი წლის გიორგობის წინა ღამეს და მათი უმეტესობა ცდილობს, რომ ღამის 12 საათზე ამ წმინდა ადგილზე იზეიმონ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.მორწმუნეთა უმეტესობას წმინდანის სახელზე შესაწირიც კი მიჰყავს, აქ ნახავთ ფეხშიშველა მორწმუნე მრევლს, აქ ნახავთ ბატკნებითა და მამლებით მიმავალ ქართველ ერს, რომლებიც გზიდან 3-4 კილომეტრს ფეხით ადიან .ეს ადგილი მართლაც სასწაული სანახავია.ეკლესია ძალიან პატარაა მოცულობით, ამიტომ პატრიარქის ლოცვა - კურთხევით იქვე ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უახლოეს დროში ექნება ქართველ ხალხს კიდევ ერთი წმინდა სალოცავი.

11
287
31-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
287
  
2013, 15 მაისი, 21:33
მე ერთი აზრი მრჩება მხოლოდ, ალბათ უღმერთოა ან ურწმუნო.:(
2013, 15 მაისი, 20:55
ამ სტატიაზე რომ ანლაიქს გააკეთებს კაცი ,ხომ იცით რაც ეკუთვნის მას?რამხელა ძალა აქვს მერე გოგნს.
2013, 15 მაისი, 20:18
ჩემი მშობლიური რაიონია..ადრე ხშირად დავდიოდი გოგნში, ამ ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ. მართლაც საოცარი სანახავია ყოველ 6 მაისს ეს პატარა, თითქმის უცნობი სოფლის სალოცავი.:)
2013, 15 მაისი, 17:56
მაგარია :))
2013, 10 მაისი, 18:15
წელს სად წავიდოდი და ისე ყოველ წელს დავდივართ.ჩემი ყველაზე საყვარელი და უწმინდესი ადგილია.:)
2013, 9 მაისი, 15:09
ამაზეც რო დისლაიქს დაგიწერენ... ეჰ:)
2013, 8 მაისი, 21:16
ტქვენ იყავით აქ? წელს მეორედ ვიყავი გოგონში.
2013, 6 მაისი, 19:57
გაიხარე:)
2013, 6 მაისი, 19:50
შეგეწიოს,დაგიფაროს, გაგახაროს და გაგაძლიეროს წმინდა გიორგის მადლმა.გაიხარეთ და საერთოდ დიდი მადლობა ყველაფრისათვის,
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10