x
მედტრონიკი 2015 წლის „მსოფლიო გმირის" მარათონისთვის სამედიცინო ტექნოლოგიის მქონე მორბენლებს ეძებს
image

აპლიკაციის მიღება დაიწყო: შერჩეული კანდიდატები რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ მედტრონიკის Twin Cities Marathon ან Medtronic TC 10 Mile მარათონში.


დღეიდან უკვე ქართველ მოყვარულ მორბენლებსაც შეუძლიათ მარათონ „მსოფლიოს გმირის" მონაწილეები გახდნენ. კომპანია მედტრონიკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიებით სარგებლობს. (მნიშვნელობა არ აქვს რომელი კომპანიის ტრანსპლანტანტით მოსარგებლეა).
9 წლის განმავლობაში 28 ქვეყნის 209 წარმომადგენელმა, სხვადასხვა დაავადებით, უკვე მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ მარათონში, რომელიც ტრადიციულად მინეაპოლისის და სენტ პაულის ტბებით გარშემორტყმულ ულამაზეს ბუნებაში იმართება.
წლევანდელ მარათონზე 25-ზე მეტი მონაწილის შერჩევა იგეგმება. შერჩეული მარათონელი თავის სტუმართან ერთად უფასოდ მიიღებს მონაწილეობას Medtronic Twin Cities Marathon ან მარათონში the Medtronic TC 10 Mile. მათ საჩუქრად ასევე გადაეცემათ სამოგზაურო პაკეტი, რომელიც მოიცავს ორი ადამიანისთვის განკუთვნილ ავიაბილეთს, სასტუმროს და VIP ღონისძიებებზე დასწრების მოსაწვევს. „მსოფლიო გმირები" Medtronic Philanthropy და Twin Cities In Motion -ის ერთობლივი პროექტია.

Medtronic Twin Cities მარათონი გაიმართება 2015 წლის 2-4 ოქტომბერს. სრული ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა ხელმისაწვდომია საიტზე: medtronic.com/globalheroes. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 მაისი. მარათონში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი უნდა გადიოდეს სამედიცინო მოწყობილობის თერაპიის კურსს შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გულის დაავადება, დიაბეტი, ქრონიკული ტკივილი, ხერხემლის დაავადება, ნევროლოგიური, გასტროენტეროლოგიური და უროლოგიური დარღვევები. მარათონის მონაწილეებს შეარჩევს Twin Cities In Motion-ის კომისია. პირობების მიხედვით, მონაწილეობის მსურველები ვალდებული არიან წარმოადგინონ დოკუმენტაცია/თანხმობა მკურნალი ექიმისგან.


0
24
შეფასება არ არის
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0