x
ქართველი გოგონას კიდევ ერთი წარმატება ბუქარესტის საერთაშორისო კონკურსზე
რუმინეთში გამართულ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული დემირელის კოლეჯის მოსწავლე ირინა ხეჩანოვი გახდა.

ქართველი მონაწილე 2011 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფ "ქენდის" წევრია.

წლევანდელ კონკურსზე ირინამ 150 ქვეყნის კონკურსანტს შორის საპატიო ოქროს მედალი მოიპოვა. 13 წლის მონაწილემ მეორე პრემია, როგორც "ხალხის რჩეულმა" დაიმსახურა.

კონკურსი, რომელიც წელს მეთორმეტედ ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური იყო. ღონისძიებას დაესწრნენ რუმინეთის ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, რუმინეთის საზოგადოება „დიალოგი“-ს თავმჯდომარე აურელია კრისტეა, ბუქარესტის მერი პაულ ნიკოლას პეტროვანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი მიჰაი რაზვანი, ევროკავშირის წარმომადგენელი კლოდია ტაფარდელი, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია.


0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0