x
გელა გურალია: "მეც ყველანი მიყვარხართ"
ქართველმა მომღერალმა თბილისში ვიზიტი დაასრულა

თბილისში თითქმის ერთ თვიანი ვიზიტის შემდეგ რუსული მუსიკალური კონკურს "ვოისის" ფინალისტი ქართველი მომღერალი გელა გურალია მოსკოვში გაემგზავრა. სწორედ რუსეთში აგრძელებს გელა მოღვაწეობას და მისი პირველი გასტროლებიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი. 8 მარტს კი გელას პირველი კონცერტი კრასნოდარში გაიმართება.

imageსაქართველოში მომღერალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწვევით იმყოფებოდა. მისი ვიზიტი საკმაოდ დატვირთული და ემოციური გამოდგა. იგი შეხვდა საქართველოს პატრიარქს, ქართველ გულშემატკვირებს, ჰქონდა არაერთი სატელევიზიო თუ ოფიციალური მიწვევა.


დედაქალაქში ყოფნისას იგი შემოქმედებით პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული და ბრავო რეკორდსში ახალი სიმღერაც ჩაწერა.


იანვრის დასაწყისში მისმა გულშემატკვირებმა გელა გურალიას ქართული ფან-კლუბიც დაარსეს, რომლის მიზანია გელას შემოქმდების პოპულარიზაცია და ფართო მასებამდე მიტანა.


image

ნიშანდობლივია, რომ სწორედ მათი აქტიურობის შედეგად გელას შემოქმედება კიდევ უფრო მეტმა მსმენელმა შეიყვარა, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

24 იანვარს გელა გურალიას ქართველმა გულშემატკივრებმა გულთბილი გაცილება მოუწყვეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. იყო ბევრი ცრემლი, თბილი ემოცია და დიდი სიყვარული.



image


"მეც ყველანი ძალიან მიყვარხართ" - ამ სიტყვებით გელა გურალია საქართველოსა და გულშემატკივრებს მომავალ ვიზიტამდე დაემშვიდობა...

image
ემოციური დამშვიდობება ვარსკვლავთან

2
141
4-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
141
  
2014, 25 იანვარი, 10:13
როგორ გავს ჯარედ ლეტოოს
2014, 24 იანვარი, 21:31
სუპე გულშემატკივარი! ულამაზესი ფოტოა!
0 1 2