x
image
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
ქუოკები - სელფის ახალი ტრენდი მსოფლიოში

image უკანასკნელ პერიოდამდე, ავსტრალიის მაცხოვრებლების გარდა, ცოტამ თუ იცოდა ქუოკას შესახებ. ქუოკა, იგივე მოკლეკუდიანი კენგურუ, კენგურუსებრთა ოჯახის წარმომადგენელია, რომელმაც ინტერნეტის და სელფის მოყვარულების ყურადღება უსაყვარლესი ღიმილის გამო მიიპყრო.
ბოლო ერთი კვირაა, ინტერნეტი აფეთქდა ახალი სელფებით, რომლებიც ქუოკებთან - "მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ცხოველებთან" ერთადაა გადაღებული.
image
National Geographic-ის მიხედვით, ქუოკებს სქელი მცენარეები უყვართ და ჭაობებში, ევკალიპტის ტყეებში და მდინარის ნაპირებზე ბინადრობენ. ისინი ძალიან სოციალური არსებები არიან, ჯგუფებად გადაადგილდებიან, ცხიმს "შავი დღისთვის" კუდში ინახავენ, სამალავად და დასაძინებლად ხვრელებს თხრიან და კენგურუებივით დახტიან.

image
როტნესტის კუნძული ერთადერთი ადგილია, სადაც ქუოკები დიდი რაოდენობით შემორჩნენ. მსოფლიოში სულ 14 ათასი ქუოკაა, მათგან 12 ათასი კი სწორედ ამ კუნძულზე ცხოვრობს. ადამიანების ჩარევის და საცხოვრებელი ლანდშაფტის ცვლილებების გამო, ისინი ბუნების გადარჩენის საერთაშორისო კავშირის მიერ, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ჯიშად მიიჩნევიან.

imageკუნძულის სახელი - როტნესტი - სიტყვების შეთანხმება "ვირთხების ბუდიდან" (rats' nest) წამოვიდა. სწორედ ასე უწოდა ამ ადგილს ჰოლანდიელმა კაპიტანმა 1700-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მასზე მობინადრე "კატის ხელა ვირთხების მსგავსი" ცხოველები დაინახა.

imageროგორც უამრავი ფოტოდან ჩანს, ქუოკები საერთოდ არ არიან სელფის გადაღების წინააღმდეგი. სულ რაღაც 18 კმ2 ფართობის კუნძულს ყოველწლიურად 500 ათასი ტურისტი აკითხავს. ეს არსებებიც შეჩვეულები არიან ადამიანებს, თამამად დადიან ქუჩებში, იქექებიან ნაგავში და ფოტოებშიც პოზიორობენ.










1
37
32-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
37
  
2016, 18 თებერვალი, 18:00
ქუოკები :დ
0 1 1