x
image
გიო თუთიაშვილი
კუჭი რომ არ გაზარმაცდეს! ხუთი საუკეთესო წვნიანი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის
image


წვნიანი – ეს თხევადი პირველი კერძია, რომელსაც ძირითადად სადილის დროს მიირთმევენ. სუპი, როგორც წესი, მინიმუმ 50% წყალს უნდა შეიცავდეს. საინტერესოა, რომ სუპები შედარებით ახალგაზრდა კერძია, რომელიც 400-500 წლის წინ ძლიერი, უჟანგო და ნეიტრალური ქიმიური ჭურჭლის გაჩენასთან ერთად გავრცელდა.



image



დღესდღეობით მსოფლიოში დაახლოებით 150 ძირითადი სახეობის წვნიანი არსებობს, რომლებიც თავის თავში ათასობით სახეობას მოიცავს. სასარგებლოა თუ არა წვნიანი? აუცილებელია მივირთვათ ყოველდღე? ბებიების თაობამ იცოდა, რომ წვნიანის გარეშე მისი შვილიშვილები ვერ იცოცხლებდნენ. ამასთან, ზოგიერთი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სუპების სასარგებლო თვისებები გადაჭარბებულია.




image


სუპები ნოყიერი, მაგრამ ამავდროულად მსუბუქია და ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ძალზედ მნიშვნელოვანია, სუპები მიირთვან ადამიანებმა, ვისაც ნაკლები წონა ან ცუდი მადა აქვს, აგრეთვე ავადმყოფობის შემდეგ. ქათმის ბულიონი, მაგ., შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გრიპის დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს.

ასეთ კერძში ნაკლები კალორიაა, ვიდრე შემწვარ და მოშუშულ კერძში, ხოლო მკვებავი თვისებებით მათ არ ჩამორჩება. ეს აქტუალური მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს.



image



გემრიელი წვნიანის რეცეპტები ყოველდღე

თუ წვნიანი გიყვართ და რამე ახალი რეცეპტით მისი მომზადება გსურთ - ეს სტატია თქვენთვის არის. "რჩევების" რედაქციამ სწორი კვებისთვის საუკეთესო წვნიანის რეცეპტები შეაგროვა.


გუფთების წვნიანი



image



ინგრედიენტები

  • 2 ლ წყალი

  • 200 გრ ხორცის ფარში

  • 100 გრ სტაფილო

  • 300 გრ კარტოფილი

  • 100 გრ ბრინჯი

  • 40 გრ მწვანე ხახვი

  • მარილი და პილპილი გემოვნებით

  • დაფნის ფოთოლი

  • მწვანილი გემოვნებით


მომზადება

  • წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ გახეხილი სტაფილო და კარტოფილი.

  • . როდესაც კარტოფილი ნახევრად მომზადდება, დაამატეთ ხორცის გუფთები და ბრინჯი, დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

  • მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ხახვი.

  • გემრიელად მიირთვით!



ყველის წვნიანი



image




ინგრედიენტები

  • 1, 5 ლ წყალი

  • 1/5 მდნარი ყველი

  • 1 პატარა სტაფილო

  • 1 პატარა ხახვი

  • 4 საშუალო ზომის კარტოფილი


მომზადება

  • გაასუფთავეთ კარტოფილი, პატარა ნაწილებად დაჭერით, დაასხით წყალი და აადუღეთ.

  • გახეხეთ სტაფილო, წვრილად დაჭერით ხახვი, მცენარეულ ზეთზე შეწვით.

  • კარტოფილს, სტაფილო ხახვით და დაჭრილი ყველი დაუმატეთ.

  • აურიეთ, სანამ ყველი მდუღარე წყალში ბოლომდე არ დადნება. წვნიანს მარილი გემოვნებით მოაყარეთ. ადუღეთ 30 წუთი. გემრიელად მიირთვით.

ყველის წვნიანი ქათმის ხორცით



image



ინგრედიენტები

  • 400 გრ ქათმის ფილე

  • 2 კარტოფილი

  • 1 დიდი ზომის სტაფილო

  • 180 გრ მდნარი ყველი

  • 2 ლ ბულიონი ან წყალი

  • მწვანილი

  • დაფნის ფოთლები, წიწაკა

  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადება

  • ქათმის ფილე საშუალო ზომის ოთხკუთხედებად დაჭერით.

  • დაჭერით კარტოფილი ოთხკუთხედად, სტაფილო ნახევრად მრგვლად.

  • ფილე ტაფაზე მცირე რაოდენობის ზეითუნის ზეთში შეწვით.

  • ბულიონი აადუღეთ, ჩადეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა, დაუმატეთ ქათმის ფილე.

  • ცეცხლი ცოტა მოამატეთ და 7-10 წუთი ადუღეთ.

  • დაუმატეთ ბოსტნეული და კიდევ 10-15 წუთი ადუღეთ.

  • წვნიანში ჩაამატეთ მდნარი ყველი, კარგად აურიეთ, რომ წყალში ბოლომდე გაიხსნას.

  • დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. აურიეთ და წვნიანი ცეცხლიდან გადმოდგით. გემრიელად მიირთვით!



ბოსტნეულის წვნიანი



image


ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო

  • 1 ხახვი

  • ერთი მუჭა თეთრი კომბოსტო

  • 1 ახალი კიტრი

  • 3-4 პომიდორი

  • 0.5 ბულგარული წიწაკა

  • მარილი გემოვნებით


მომზადება

  • წინასწარ ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და დაჭერით.

  • შემდეგ ქვაბში ბოსტნეული ფენების სახით ჩააწყვეთ: 1 ფენა - სტაფილო, მე-2 ფენა - ხახვი, მე-3 ფენა - კომბოსტო, მე-4 ფენა - კიტრი, მე-5 ფენა - პომიდორი, მე-6 ფენა - ბულგარული წიწაკა.

  • ქვაბს სახურავი დაახურეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 25-30 წუთით საკუთარ წვენში. თუ აუცილებელია, ცოტა წყალი დაუმატეთ. პერიოდულად ქვაბი შეანჟღრიეთ.

  • შემდეგ მდუღარე წყალი წყალი დაასხით, აადუღეთ და გამორთეთ.

  • წვნიანი მზადაა. სუფრაზე გატანის წინ ოხრახუში, კამა და არაჟანი დაუმატეთ. შეგიძლიათ გახეხილი ნიორი და წიწაკა დაუმატოთ. გემრიელად მიირთვით!



რძის წვნიანი ბოსტნეულით



image




ინგრედიენტები

  • 1 ლ რძე

  • 400 გრ წყალი

  • 400 გრ კარტოფილი

  • 400 გრ ყვავილოვანი კომბოსტო

  • 100 გრ სტაფილო

  • 300 გრ მწვანე ბარდა

  • 20 გრ კარაქი

  • მარილი გემოვნებით


მომზადება

  • სტაფილო წვრილად დაჭერით, შეწვით ნახევარ კარაქში.

  • ყვავილოვანი კომბოსტო ცალკე დაანაწევრეთ.

  • კარტოფილი წვრილ კუბიკებად დაჭერით.

  • აადუღეთ რძე, ქაფი მოაშორეთ.

  • წყალი აადუღეთ, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ კარტოფილი და კომბოსტო, შემდეგ გაყავისფრებული სტაფილო დაუმატეთ.

  • შემდეგ დაბალ ცეცხლზე ნახევარ მომზადებამდე ადუღეთ, შემდეგ ცხელი რძე დაასხით და მომზადებამდე მიიყვანეთ.

  • ბოლოს მწვანე ბარდა დაუმატეთ, აცადეთ ადუღება და გააჩერეთ 15 წუთით.

  • წვნიანის თეფშზე ზემოდან კარაქი დაადეთ. გემრიელად მიირთვით!


image


წვნიანების რეცეპტები განსხვავებულია, ამიტომ ყოველდღე შეგიძლიათ სხვადასხვა წვნიანი მოამზადოთ.

0
16717
7-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
16717
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0