x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
რომის იმპერიაში ქრისტიანობის გავრცელების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები

დღეს მსოფლიოს სამ რელიგიას შორის, ქრისტიანობა ერთ–ერთია, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმდივრებითაა წარმოდგენილი. საინტერესოა, რამ შეუწყო ხელი მის ასეთ გავრცელებას, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს 120 ქვეყანაში დღეს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობაა აღიერებული.[1] რა როლი ეკისრება პოლიტიკას და ეკონომიკას ამ მოვლენებში? რა არის ქრისტიანობის გავრცელების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები და რამ „აიძულა“ წარმართული რომის იმპერია, ქრსიტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიეღო?


საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური დაპირისპირებები ხშირად სარწმუნოებისთვის ბრძოლის საბურველში იყო გახვეული. ტერიტორიისა და რესურსებისთვის ბრძოლას რელიგიური წინასწარმეტყველებებით, მოციქულთა ხილვებითა და კონკრეტული სარწმუნოების მთავარი ღმერთის „მოწოდებით“ ამართლებდნენ. ხშირად სარწმუნოებით ხელისუფლების ლეგიტიმაციას ახდენდნენ (უფლის მიერ ხელდასმული, მოციქულის შთამომავალი და სხვა) ან შიდა დაპირისპირებებისა და კონფლიქტების მოსაგვარებლად იყენებდნენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სარწმუნოებას. ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში და ათასწლეულების მანძილზე რელიგია და სახელმწიფო პოლიტიკა გადაჯაჭვულ ურთიერთქმედებაში იყვნენ ერთმანეთთან.


რომის იმპერია IV საუკუნეში და ქრისტიანობის გავრცელების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები

რომის იმპერიას ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში რეალურად ევროპაში მეტოქე აღარ ყავდა. ერთადერთ მონიწააღმდეგეს წარმოადგენდა აღმოსავლეთით პართიის სამეფო, რომელიც რომს იბერიასა და სომხეთისათვის ეცილებოდა. უკვე IV საუკუნეში კი რომის იმპერია აღარ წარმოადგენდა ისეთ ძალას, როგორც ორი საუკუნის წინ. იმპერიისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა როგორც შიდა დაპირისპირებები (დაპყრობილი ტერიტორიების აჯანყებები) და კრიზისები, ასევე ჩრდილოეთიდან გერმანული ტომების თავდასხმების გახშრიება.[2] 284 წელს რომის იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაიყო, ხოლო 330 წელს კონსტანტინე დიდმა რომის დედაქალაქი რომიდან აღმოსავლეთით, ბოსფორის სრუტეზე ბიზანტიონში (კონსტანტინეპოლში) გადაიტანა. დედაქალაქის აღმოსავლეთში გადატანას თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები გააჩნდა. მეორე საუკუნის მიწურულს იტალიის მეურნეობა დაცემული იყო და იგი აღარ წარმოადგენდა იმპერიის სამეურნეო ცენტრს. ეს უკანასკნელი როლი უკვე აღმოსავლეთს ეკისრებოდა. როგორცთ. უსპენსკი აღნიშნავდა „მცირე აზია რჩებოდა სახელმწიფოს ბეღლად... ამგვარად, ცხადი ხდება, რომ მთავრობის დაწესებულებათა გადმოტანა აღმოსავლეთში და მის ახლოს თვით დედაქალაქის დაარსება ბოსფორზე, წარმოადგენდა მაღალსახელმწიფოებრივი სიბრძნის აქტს, რომელიც უზრუნველყოფდა ბიზანტინიზმის ხანგრძლივ ცხოველმყოფელობას“.[3] ამასთანავე იმპერიას ესაჭიროებოდა ახალი ძალა, რომელიც შეაკავშირებდა იდეურად დაქსაქსულ იმპერიას, ასეთი ძალა კი სარწმუნოება იყო–ქრისტიანობა, რომელსაც პროვინციები იყენებდნენ რომის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძლოველად. რეალურად ქრისტიანობა მიწისქვეშეთში განვითარებული ყველაზე ძლიერი მოძრაობა იყო, რომელიც ან საერთოდ დაანგრევდა იმპერიას, ან გადაარჩენდა მას. სწორედაც 325 წელს კონსტანტინეს მიერ მოწვეულ პირველ საეკლესიო კრებაზე კონსტანტინე დიდმა განაცხადა, რომ მას რელიგიური უთანხმოებები უფრო მეტად აწუხებდა, ვიდრე საგარეო ომი. (გოზალიშვილი, 1974) როგორც მეცნიერი გიორგი გოზალიშვილი აღნიშნავს, კონსტანტინემ ეკლესიას იმ მიზნით გაუწოდა ხელი, რათა იგი მოსახლეობის გასაერთიანებლად და სახელმწიფო მიზნებისათვის დასარაზმად გამოეყენებინა.[4]

ასევე მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილება. როგორც აღვნიშნეთ აღმოსავლეთი გადაიქცა იმპერიის ბეღლად. აღმოსავლეთ პროვინციებში შეინიშნებოდა
სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რამაც საშუალება მისცა პროვინციაში მცხოვრებ ელიტებს გაძლიერებულიყვნენ. იმპერიის დასაყრდენიც სწორედ ეს ეკონომიკურად გაძლიერებული ელიტა გახდა. ამდენად აუცილებელი იყო ამ ძლიერი პროვინციების რამენაირად გაერთიანება ერთი იდეოლოგიის–ერთი პოლიტიკის ქვეშ. ასეთი გამაერთიანებელი კი იმ დროისთვის ერთადერთი–მსოფლიო რელიგია იყო. და სწორედ ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ამგვარ „მსოფლიო რელიგიად“ ქრისტიანობა გამოცხადდა, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ განვითარებული იყო და ასევე მიმდევრების მრავალრიცხოვნობით გამოირჩეოდა. ამგვარად მთელმა რიგმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა რომის იმპერიაში, ხელი შეუწყო ქრისტიანობის, როგორც გამაერთაიენებელი იდეოლოგიის წინ წამოწევას და მის გავრცელებას იმპერიიაში შემავალ ქვეყნებსა და იმპერიის ვასალ სახელმწიფოებში.

ეს იყო იმის მცირე მაგალითი, როდესაც ხდება სარწმუნოების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებით გამოყენება. როდესაც რელიგია აიძულებს სახელმწიფოს (როგორც ეს რომის შემთხვევაში იყო) შეწყვიტოს მისი დევნა და აღიაროს ამ რელიგიის თავისუფლება. ამგვარად მოხდა ქრისტიანობის დომინანტ ძალად ქცევა, რომელიც თავიდან პროტესტის საშუალებას წარმოადგენდა დაპრყობილი პროვინციების მიერ, ხოლო შემდგომ თავად გახდა მათი გაერთიანების პოლიტიკური იარაღი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რელიგიას არ აქვს კავშირი მორალთან. რატომ მოახერხა მხოლოდ ქრისტიანობამ ბიზანტიის იმმპერიის რელიგიად ქცევა და არა რომელიმე სხვა სარწმუნოებამ? პასუხი მარტივია, ქრისტიანობამ ფეხი აუწყო განვითარების ტემპებს. იგი აკმაყოფილებდა ხალხის როგორც შინაგან– მორალურ მოთხოვნილებებს, ასევე სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს. შემდგომაც, არა მარტო ქრისტიანობა, არამედ სხვა რელიგიებიც აქტირუად გამოიყენებოდა ხალხთა კულტურული გაერთიანებისათვის და მათ შესაკავშირებლად სახელმწიფოს ინტერესებისთვის ბრძოლაში.


[1] LIST OF CHRISTIAN COUNTIRES . (2011). ნანახია 2014 წლის 14 12. ვებ. გვერდიდან Christian Countries: http://christiancountries.com/

[2] დავითაშვილი, ზ. (2001). მსოფლიოს ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია. (რედაქტორი: ი. სალუქვაძე, ) თბილისი: ზ.დავითაშვილი.

[3] გოზალიშვილი, გ. (1974). ქართლის მოქცევის პრობლემა და ბაკური. თბილისი: განათლება.


[4] გოზალიშვილი, გ. (1974). ქართლის მოქცევის პრობლემა და ბაკური. თბილისი: განათლება.




ავტორები: ნიკა ჩერქეზია, მერი ქაჯაია

0
1112
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა ჩერქეზია
ნიკა ჩერქეზია
1112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0