x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
არასრულწლოვანთა უფლებები
image

ბოლო პერიოდში სულ უფრო გახშირდა არასრულწლოვანთა მიერ ჩადინილი დანაშაულებები. მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური ძალადობა. გაუპატიურებისა და მორალური ზეწოლის პრეცედნეტები იშვიათობას აღარ წარმოადგენს. რამდენად იცავს მოზარდებს სახელმწიფო, რა უფლებები აქვთ და როდის აკითხავენ ისინი ადვოკატებს ამ საკითხებზე საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვის და პენიტენციალური სისიტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზედენტს ვესაუბრეთ.

-ბატონო ემზარ, რამდენად არის დაცული საქართველოში ბავშვთა უფლებები?

-ბავშვთა უფლებები კი დაცულია, მაგრამ ბავშვებმა არ იციან რისი უფლებები აქვთ. ამაში მედია და ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან დამნაშავე, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობენ. ყველაზე ხშირად ბავშვების შემთხვევაში ირღვევა მათი თავისუფალი მოქმედებისა და გადაადგილების უფლება, ის უფლება რაც მას კანონით აქვს მინიჭებული და მშობელი უზღუდავს. ხშირია ძალადობის ფაქტები. ხდება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური და მორალური ძალადობაც.ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები ბავშვის მეურვეობაზე დავობენ და ამ დროს ბავშვს არ ჰყავს წარმომადგენელი, ვინც მის უფლებებს სამართლებრივად დაიცავს. ბავშვების უმეტესობამ არ იცის თუ რა უფლებები აქვთ და ვის უნდა მიმართონ. სამწუხაროდ ადვოკატი მაშინ ახსენედებათ, როდესაც აკავებენ.


-არასრულწოლოვანთა კოლონიებში თუ იცავენ მათ უფლებებს?

-ყველაფერი შედარებითია, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, მეტ-ნაკლებად არიან დაცულნი. არასრულწოვანთა მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკა ლმობიერია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის კუთხით უნდა შევხედოთ ბავშვთა უფლებებს. მათი უფლებები ირღვევა ყოველდღე, როგორც სკოლაში, ასევე საზოგადოებაში, ოჯახში. სამართალდამცავი ორგანოები იცავენ მათ უფლებებს, რადგან იციან თუ კი არასრულწლოვნის უფლება არ იქნა დაცული, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს მოზარდის გამამართლებელი განაჩენით. აქედან გამომდინარე, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ.

-საგანმანათლებლო სტრუქტურებში რამდენად ხშირადა ირღვევა კანონი ამ კუთხით?

-გასულ წლებთან შედარებით, ამ მხრივ ცოტა უკეთესობაა. კონტროლი გამკაცრებულია და მასწავლებლებს ეშინიათ და თავს იკავებენ ძალდობისაგან.

-ბავშვთა სახლებში როგორი მდგომარეობაა?

-ბავშვთა სახლებს სახელმწიფო აკონტროლებს. იქ უფრო მეტად არიან დაცულები. ხშირად ტარდება მონიტორინგები და ამიტომ მათი უფლებები ნაკლებად ირღვევა.

0
234
შეფასება არ არის
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0