x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე შეარჩია

image

საქართველოსოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას წარუდგენს.

პრეზიდენტს გვენეტაძის კანდიდატურა შემდეგმა პირებმა შესთავაზეს:

არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - ალეკო ცქიტიშვილი, „საზოგადოებრივი დამცველი“ - ირინა ფუტკარაძე, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“ - თამარ გაბიანი, „მედიის ინსტიტუტი“ - ირმა მამასახლისი, „იურისტ ქალთა კავშირი“ - ნუკა კობალავა;

აიპ „გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, თამარ კუჭავა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი;

თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე;

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ - ლია მუხაშავრია;

„იურისტ ქალთა კავშირის“ გამგეობის წევრი - ელენე ქაიხოსროშვილი.

პრეზიდენტმა არჩევანი მისთვის შეთავაზებული 28 კანდიდატურიდან გააკეთა:

დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, არანაკლებ 10 წლის ვადით.image

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0