x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
16 წლის მოზარდმა ოჯახი ამოწყვიტა კომპიუტერული თამაშების გამო
imageტრაგედია დატრიალდა ამერიკის შტატ კენტუკიში.16 წლის მოზარდმა მოკლა მშობლები და უმცროსი და.


16 წლის ჯეისონ ჰენდრიქსი(Jason Hendrix) ცხოვრობდა ქალაქ კორბინში(შტატი კენტუკი) მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად.გასულ ოთხშაბათს მოზარდმა ცაცხლასროლი იარაღით დახოცა მშობლები და 12 წლის და, შემდეგ კბილებამდე შეიარაღებულმა გაიტაცა მშობლების ავტომობილი და გაემგზავრა აღმოსავლეთში ბალტიმორისკენ.


გზად ჯეისონი შეეჯახა სხვა ავტომობილს, ავტოავარიის შემდეგ მოზარდმა დაჭრა ავარიის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომელი.

საპასუხოდ ექვსმა პოლიცელმა გახსნა ცეცხლი.მოზარდი ადგილზე იქნა მოკლული.


ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში აღმოაჩინა 4 პისტოლეტი და საბრძოლო მასალებით სავსე ზურგჩანთა.


პოლიცია შემდეგ გაემგზავრა მოკლული მოზარდის სახლში, სადაც აღმოაჩინეს სამი გვამი.მისტერ კევინ და მისის სარა ჰენდრიქსი და 12 წლის გრეისი.

image

ამის შემდეგ პოლიციამ დაიწყო მკვლელობის მიზეზის დადგენა.როგორც გაირკვა მკვლელობამდე ორი დღით ადრე მშობლებმა ჯეისონს აუკრძალეს კომპიუტერით სარგებლობა ჯერჯერობით დაუდგენელი არასათანადო საქციელის გამო.


თინეიჯერმა ამოწყვიტა ოჯახი, შემდეგ კი სახლიდან გაიქცა.

image

4
349
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
349
  
2015, 17 თებერვალი, 15:25
თამაშების უარყოფითი შედეგზე არავინ კამათობს. თუმცა ამ ბიჭს, როგორც ჩანს ისედაც შერყეული ქონდა ფსიქიკა, თორემ მხოლოდ კომპიუტერული თამაშები ამას არ გამოიწვევდა.
2015, 17 თებერვალი, 14:26
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/48473-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A1-Gothic-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D/59/
2015, 17 თებერვალი, 14:22
არა ეგ არ ვიცი....
2015, 17 თებერვალი, 14:15
აქ წავიკიXთე შენი სტატია ხომ არ იყო?ბიჭმა მამა რო მოკლა თამასების გამო,და მერე პოლიციელს ეკითXებოდა ციხეში კომპიუტერი იქნებაო?

ისევ და ისევ მშობლების ბრალია
0 1 4