x
სოციალური მედიის გავლენა

სოციალური მედიის გავლენები

სოციალური მედია (ბოლო დროს უფრო ხშირად მოხსენიებული, როგორც ახალი მედია) არის ინფორმაცია, რომელიც იქმნება და გადაიცემა ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, ინტერნეტით. ახალი მედია ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, გაავრცელოს ის ინფორმაცია რაც მას სურს, გააშუქოს ნიუსი იმ კუთხით, როგორც მას უნდა.
სოციალურ მედიაში უპირველეს ყოვლისა ბლოგები მოიაზრება. ყველასთვის
ხელმისაწვდომი, უფასო ინფორმაციის მიღების წყარო, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში. ფიქრის წარმართვის ხელოვნება რომ რთული და მყიფე პროცესია, ეს ჯერ კიდევ სოკრატემ და პლატონმა აღნიშნეს. ისინი საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე მახასიათებელს გამოყოფენ:
საზოგადოებრივი აზრი მუდმივი არ არის ხშირად იცვლება;
საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება არა ლოგიკაზე, არამედ ემოციაზე დაყრდნობით; საზოგადოება ადვილად ტყუვდება. ლოგიკა ასეთია - თუ საზოგადოებრივი
აზრი მუდმივი არაა და ხშირად იცვლება, თუ ემოციებს ეფუძნება და საზოგადოების მოტყუება ადვილადაა შესაძლებელი, ე.ი ამისთვის მრავალი ფაქტორი არსებობს. ადამიანი ხშირად ზარმაცია და განსაკუთრებით ძალისხმევას არ იჩენს ინფორმაციის მოპოვებისათვის. მეტადრე თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული ტემპის პირობებში.

სოციალური მედია აქტიური „იარაღი“ გახდა ადამიანების ხელში. აქ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მილიონობით ადამიანის მობილიზებაა შესაძლებელი. როდესაც ვსაუბრობთ ამ საკითხზე არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, არაბეთის რევოლუცია, რომელიც მთლიანად სოციალური ქსელებით იყო ორგანიზებული. რევოლუცია რომელიც “FACEBOOK”-მა მოახდინა, მას ხშირად ასეც მოიხსენიებენ. TWITTER-ისა და FACEBOOK-ის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ, ავტორები ქმნიდნენ ემოციურ ფონს რათა, თითოეული არაბი თანამოქალაქეს დადგომოდა გვერდით, შედეგიც მალევე იქნა მიღწეული და ერთ-ერთი პირველი,
მნიშვნელოვანი მაგალითიც შედგა, თუ როგორ შეიძლება მოახდინოს გავლენა სოციალურმა მედიამ საზოგადოებაზე. შემდეგი ასეთი მაგალითია რუსეთში გამართული აქციები გახლავთ. მოქალაქეთა ინფორმირება აქაც იმავე ქსელების საშუალებით ხდებოდა, ინფორმაცია ვრცელდებოდა ბლოგების საშუალებით. შედეგი
არაბეთისგან განსხვავებული, თუმცა საგულისხმო გახლდათ.
საინტრესო ფაქტია, რომ რადიოს 50 წელი დასჭირდა რათა პოპულარული გამხდარიყო, ტელევიზიას ცამეტი, აიპოდს სამი, ხოლო “facebook“-ს 9 თვეში ერთი მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ის რომ ქვეყანა იყოს, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იქნებოდა მოსახლეობის რაოდენობით.

ექსპერტთა აზრით, საკმაოდ დიდი სხვაობაა სწორედ პიროვნული მახასიათებლების ფლობის მხრივ, მაგალითად, ციფრული ეპოქის წარმომადგენლისთვის იგივე არის სოციალურ ქსელში გაცნობილი ადამიანი, რაც რეალურ ცხოვრებაში, ამ ადამიანს შეუძლია ერთდროულად აკეთოს რამდენიმე საქმე, მაგრამ რაღაც დოზით შეიძლება უჭირს კიდეც ერთზე კონცენტრაცია იმიტომ, რომ კომპიუტერზე ერთდროულად რამდენიმე რაღაც აქვს ჩართული. მეორე კატეგორიის ადამიანებს რაღაც ბარიერები აქვთ. მაგ: ის, თუ პირადად არ იცნობს ადამიანს, მასთან კომუნიკაცია გაუჭირდება
ექსპერტების აზრით, სწორედ ვირტუალობა ანიჭებს ადამიანებს მეტი თავისუფლების შეგრძნებას და ისინი სოციალურ მედიაში ახალ თვისებებს ავლენენ, ან უბრალოდ ისეთ რამეზე საუბრობენ, რაზეც ცხოვრებაში საუბარი გაუჭირდებოდათ. ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რამხელა გავლენას ახდენს მომხმარებლის ცხოვრებაზე სოციალური მედია, საკუეთესო შემთხვევაში მისი მეშვეობით ადამიანები ოჯახებს ქმნიან.
მართალია, სოციალური ქსელების მეშვეობით, ადამიანები სამსახურებსაც პოულობენ და ქორწინდებიან კიდეც, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რეალობაში ხშირად ნეგატიურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. სოციალურ ქსელში შეიძლება ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდეთ თქვენს ვირტუალურ მეგობართან, მაგრამ რეალური ურთიერთობისას გაუგებრობაში აღმოჩნდეთ.
სოციალური მედია ხელსაყრელ გარემოს ქმნის ცალკეული პიროვნებებისთვის თავის
დასამკვიდრებლად და სხვებზე გავლენის მოსახდენად. სოციალური მედია თვითრეალიზაციის მოსახერხებელი საშუალებაა იმ პირებისთვის, რომლებმაც სხვაგვარად ვერ მოახდინეს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და ავტორიტეტის მოპოვება. სოციალური მედიით ეფექტური თვითპრეზენტაციის შემთხვევაში, შესაბამისი სოციალური კაპიტალის არმქონე პირებსაც კი საშუალება ეძლევათ, აზრთა ლიდერები თუ ცნობადი სახეები გახდნენ.

“ესაა ის სივრცე, სადაც ვიღაცეებმა შეჭრა მოასწრეს და ნიშა დაიკავეს.“
დღეს სოციალური მედია ერთადერთი სფეროა, სადაც შეუძლიათ სოციალური კაპიტალის არმქონე პირებს შეჭრა, შეიძლება არ ჰქონდეთ განსაკუთრებული
განათლება ან სხვა ნიშნები, მაგრამ გახდნენ ავტორიტეტები, ცნობადი სახეები.” (ჯ.ო.
მდედრ. ბლოგერი)

სოციალური მედია ქმნის შესაბამის სადისკუსიო სივრცეს, რომელშიც ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ ისეთ საკითხებზე იმსჯელონ, რასაც ტრადიციული მედია თავს არიდებს, როგორიცაა, ვთქვათ, რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობების პრობლემები. უფრო მეტიც, სოციალური მედია გახდა ერთადერთი მედია საშუალებაა, რომელიც დისკუსიის ფორმატს სთავაზობს მოსახლეობას
და იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მეტად ჩაერთოს, თუნდაც სახლიდან გაუსვლელად თანამოაზრეების გამონახვის და გარკვეული აქციების ერთობლივად დაგეგმვის გზით. გარდა ამისა, შეინიშნება ტენდენცია, რომ განსხვავებით წინა პერიოდის ონლაინ–დისკუსიებისგან
რომლებიც უმეტესად ანონიმური იყო, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი
მათში ღიად ერთვება და აღარც საჯარო პირები ერიდებიან შეკითხვებზე პასუხების გაცემას.


სოციალური მედიის გავლენა პიროვნულ მახასიათებლებსა და ურთიერთობებზე


თანამედროვე ეპოქაში, სოციალურ მედიაში აქტიურობისთვის, ადამიანს უწევს ადრე არარსებული უნარების გავარჯიშება და აქტუალიზაცია. ახალი უნარების განვითარება კი ბუნებრივად იწვევს ადამიანის პიროვნული მახასითებლების ცვლილებას, რის ნიმუშადაც გამოდგება ე. წ. ციფრული ეპოქის „აბორიგენებისა“ და „იმიგრანტების“ ცხოვრების სტილის შედარება (Prensky, 2011, გვ.3). სწორედ იმის გამო, რომ დღეს ქსელში ჩართული კომპიუტერებით ხდება ოპერირება, ციფრული ეპოქის აბორიგენებს, ანუ მათ, ვისაც დაბადებისთანავე სახლში კომპიუტერი დახვდათ, სულ სხვა შეხედულება აქვთ სამყაროზე და, საერთოდ, სხვანაირად აზროვნებენ, ვიდრე შედარებით „გვიან მოსული“ უფროსი თაობა, ანუ ციფრული ეპოქის იმიგრანტები. მათ შორის, ექსპერტთა აზრით, საკმაოდ დიდი სხვაობაა სწორედ პიროვნული მახასიათებლების ფლობის მხრივ.


„ციფრული ეპოქის აბორიგენისთვის იგივე არის სოციალურ მედიაში გაცნობილი ადამიანი, რაც რეალური ადამიანი. ამ დროს იმიგრანტისთვის, თუ ადამიანს პირადად არ იცნობს, რაღაცა ბარიერი აქვს და იმისთვის იგივენაირი ნაცნობი არ არის... ამ აბორიგენმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს და რაღაცა დოზით
შეიძლება უჭირს კიდეც ერთზე კონცენტრაცია იმიტომ, რომ კომპიუტერზე ყველაფერს ერთად აკეთებს. ამ დროს იმიგრანტს, ვთქვათ, ელემენტარულად ფსიქოლოგიური ნიშნების გამო, ურჩევნია რაღაცა ერთზე იყოს კონცენტრირებული.” (ტ.ბ. მამრ. მედია–ანალიტიკოსი) ექსპერტები სოციალური მედიით გაშუალებული ურთიერთობების სიმსუბუქეს, თავისუფალი კომუნიკაციის, ანონიმურობისა და დაცულობის შესაძლებლობას უსვამენ ხაზს. თითქოსდა, სოციალური მედია თავისებური ალტერ–ეგოს ფუნქციებს ითავსებს. სწორედ ვირტუალობა ანიჭებს ადამიანებს მეტი თავისუფლების შეგრძნებას და ისინი სოციალურ მედიაში ახალ თვისებებს ავლენენ, ან უბრალოდ ისეთ რამეზე საუბრობენ, რაზეც რეალურ ცხოვრებაში საუბარი გაუჭირდებოდათ.

“ვირტუალურ სამყაროში როცა ხარ, ბევრი რამ შეიძლება დაწერო. თავისუფალი ხარ,
ხარ შენ, შენს წინ ეკრანი, მერე კედელი და მერე მთელი სამყარო. ის, რაც შეიძლება არ
თქვა რეალურ ცხოვრებაში, შეიძლება მარტივად თქვა ვირტუალურში. ეს გლობალური რამეები იჭრება ცხოვრებაში და გვინდა თუ არ გვინდა, ცხოვრება მაინც იცვლება.” (ი.ლ. მდედრ. ბლოგერი)

ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სოციალური მედია დღეს იმდენად დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ცხოვრებაზე, რომ მისი მეშვეობით ადამიანები ოჯახებსაც ქმნიან. თუმცა, ზოგიერთის მოსაზრებით, სოციალური მედია და, განსაკუთრებით, სოციალური ქსელები, ვთქვათ, ფეისბუქი, მომხმარებელში უფრო ეგოისტური მსოფლმხედველობის განვითარებას უწყობს ხელს, ვინაიდან თავად სოციალური ქსელებია ეგოისტურ პრინციპებზე აგებული, რაც განკერძოებულობისა
და სხვაზე აღმატებულობის გრძნობის გაძლიერებას იწვევს. თუ ფორუმზე ერთმანეთთან ურთიერთობაა მთავარი მიზანი, მაშინ ფეისბუქზე საკუთარი აზრის უპირატესობის დასაბუთება და სხვების აყოლიებაა მთავარი. ეს სპეციფიკური მოსაზრებაა, რომელიც არა საზოგადოდ სოციალური მედიის, არამედ მისი ერთი სახეობის, კერძოდ, ფეისბუქის გავლენაზე მეტყველებს, თანაც უარყოფითი
გაგებით. თუმცა, ფორუმსა და ფეისბუქს შორის არსებულ განსხვავებაზე სხვა ექპერტებიც საუბრობენ, ოღონდ არა კოლექტიურობის (ჯგუფი) და ეგოისტურობის (ინდივიდუალიზმი) დაპირისპირების თვალსაზრისით, არამედ გახსნილობა–ღიაობის თვალსაზრისით. მაგალითად, ფორუმი, რომელზეც მომხმარებლები კონკრეტული “ნიკის” საშუალებით არიან დარეგისტრირებულნი ისე, რომ პიროვნების
იდენტიფიცირება შეუძლებელია, საშუალებას იძლევა, ქართულ საზოგადოებაში ტაბუირებულ თემებზეც კი უფრო გახსნილად ისაუბრონ. ფეისბუქზე წარმოდგენილ თემებთან დაკავშირებით კი, თურმე, მომხმარებლები შედარებით მეტ თავშეკავებულობას იჩენენ. თუმცა, მთლიანობაში, სოციალური ქსელები ადამიანებში მეტ პიროვნულ და შემოქმედებით თავისუფლებას უზრუნველყოფს. შედეგად
კი, არა მარტო ცალკეული მომხმარებელი, არამედ მთელი საზოგადოება უფრო ღია და ტოლერანტული ხდება. მაგრამ ეს თავისუფლება, რომელიც ადამიანთა შორის პიროვნული ურთიერთობის სიადვილესა და სიმსუბუქეს უწყობს ხელს, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის წარმატებული ურთიერთობების საწინდარი არ არის. მართალია, სოციალური ქსელების მეშვეობით, ადამიანები სამსახურებსაც
პოულობენ და ქორწინდებიან კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რეალობაში ხშირად ნეგატიურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. სოციალურ ქსელში შეიძლება ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდეთ თქვენს ვირტუალურ მეგობართან, მაგრამ რეალური ურთიერთობისას გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. რეალობაში, შესაძლოა, წარუმატებელი აღმოჩნდეს ის სახე თუ იმიჯი, რომელიც თქვენ და თქვენს მეგობარს სოციალურ ქსელებში გულწრფელი ურთიერთობის საშუალებას
გაძლევდათ. ეს იმით აიხსნება, რომ სოციალური ქსელები ადამიანებს საშუალებას აძლევს, თითქმის იდეალური სახით წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ადამიანი რეალურად და ის იმიჯი, რომლის დამკვიდრებაც მას სურს, შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელები მეტ თავისუფლებას, მეტ შემოქმედებითობას გვძენს საკუთარი თავის იმიჯის ჩამოყალიბებაში, ამიტომ მასში მეტია თამაშის ელემენტები, პასუხისმგებლობის
ელემენტები კი – ძალიან ცოტა. ალბათ ესაა პიროვნულ თვისებებთან მიმართებაში სოციალური მედიის და, საერთოდ, ვირტუალური სამყაროს სპეციფიკური ნიშანი: ადამიანში ძლიერდება თავისუფლების გრძნობა, შესატყვისი პასუხიმგებლობის გრძნობის გარეშე.
ასევე, სოციალური ქსელების გავლენა იმაშიც აისახება, რომ მომხმარებელს რაღაც
გლობალურის მონაწილის, დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრირებულის განცდა უჩნდება. ამ განცდას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მომხმარებელი იმ ვირტუალურ სივრცეშია ჩართული, რომელშიც ბევრი განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი. ეს არის განცდა, რომ მარტო არა ხარ ამ სამყაროში, რასაც ტრადიციული მედია ვერ ქმნის.
მართალია, ექსპერტთა ნაწილი მიუთითებს, რომ სოციალურ მედიაში ჩართულობა მსოფლიო პროცესების მონაწილის განცდას გიჩენს, მაგრამ ნაკლებად ახდენენ რეფლექსიას იმაზე, რომ ფიზიკურად ღია საზღვრები იმავდროულად კულტურულად ღია საზღვრებს არ ნიშნავს. თუ სოციალური ქსელების მსოფლიო რუკას გადავხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ იგი არ არის უნიფიცირებული, ერთიანი სივრცე; ის უფრო კულტურული ნიშნით დაყოფილი გაერთიანებების კონგლომერატს წარმოადგენს.























0
727
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე გეთია
ბარბარე გეთია
727
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0