x
რა არის კულტი







წარმოდგენები კულტის შესახებ:


მათი ამოცნობა ადვილია, ისინი ატარებენ უცნაურ ტანსაცმელს და ცხოვრობენ ჯგუფურად, იკვებებიან ერთმანეთის მსგავსად, მაგრამ ისინი არიან ჩვეულებრივი
ადამიანები, ცხოვრობენ ჩვეულებრივ სახლებში, იცმევენ როგორც ჩვენ და ჭამენ როგორც ჩვენ. თუმცა, კულტის ზოგიერთ ლიდერს არ სურს, რომ დამორჩილებულებმა თავი „დატყვევებულად“ იგრძნონ და სწორედ ამიტომ ავალდებულებს მის მიმდევრებს იყვნენ მსგავსები (სოციალური შემსუბუქების ფენომენი). გავრცელებულია მოსაზრება, რომ კულტის მიმდევრები არიან სუსტები, უცნაურები და არასტაბილურები, თუმცა მათ შორის არიან ასევე განათლებული, ინტელიგენტი, მიმზიდველი და ნიჭიერი ადამიანებიც. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ყველა მიმდევარი ჩათრეულია ძალაუნებურად. კულტი წარმოდგენილია, როგორც რელიგიური მიმდინარეობა - არც ეს არის სიმართლე, თანამედროვე დეფინიციით კულტად მოიაზრება ჯგუფები, რომელშიც გამოიყენება აზროვნების კონტროლი, ზეგავლენა. ქრისტიანები ყველა სხვა ჯგუფს ეძახიან კულტს - ქრისტიანები ამბობენ, რომ თუ ჯგუფი თავს ქრისტიანს უწოდებს და ამასთანავე ბიბლიისგან განსხვავებულ სწავლებას ქადაგებს, მაშინ ის არის კულტი.

რა არის კულტი?
თანამედროვე განმარტებით, კულტი არის ჯგუფი, რომელიც იყენებს ცნობიერების კონტროლს და ამისთვის სხვადასხვა ტექნიკები აქვს შემუშავებული. ისინი ადამიანებზე ახდენენ ზეწოლას, აიძულებენ გახდნენ მათი კულტის წევრი. ამ დეფინიციას ალბათ დაეთანხმება ადამიანების უმეტესობა, თვითონ კულტის წევრების გარდა.

კულტის კლასიკური განმარტება - კულტი ლათინური სიტყვაა და რელიგიურ სამსახურს ნიშნავს. რელიგიათმცოდნეობაში კი ამ ტერმინით სექტის ის სახეობა აღინიშნება, რომელიც ექსტრემიზმით და რადიკალურობით გამოირჩევა და
რომელსაც ხშირად ტოტალიტარულს ეძახიან. მისი არსებითი ნიშანი პიროვნების შთანთქმის, ინდივიდუალობის წარხოცვის და კოლექტიურ ცნობიერებაში გათქვეფის მცდელობაა.

კულტის სახეებია:

1) რელიგიური - კულტებს, რომლებიც იყენებენ რწმენის სისტემებს, საერთო საფუძველი აქვთ. მათი რწმენა შეიძლება იყოს სტანდარტული, მაგ. ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამი ან რომელიმე მსოფლიო რელიგია, ან შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი რელიგიური სისტემა. ის რაც მათ კულტად აქცევს არის mind control და არა რელიგიური რწმენა.

2) კომერციული - ასეთ კულტებს უწოდებენ „სიხარბის კულტებს“, ისინი გეუბნებიან, რომ თუ გახდები მათი წევრი, ძალიან მალე გამდიდრდები. იყენებენ თავიანთ ლიდერს ამის მაგალითად და გამცნობენ, რომ თუ დაემორჩილები მას, იქნები
წარმატებული. ასეთი კულტები გაიძულებენ, რომ იმუშაო მათთვის უფასოდ, იყო მოხალისე. გაყიდინებენ წიგნებს, ვიდეოებს, ჟურნალებს, რომელიც ემსახურება თქვენს „წარმატებას“, თუმცა რეალურად ემსახურება მათდამი სრულ დამონებას. სწორედ ეს არის მათი შემოსავლების ძირითადი წყარო.

3) თვითდახმარება და თვითკონსულტაცია - მსგავსი საფუძვლის მქონე კულტების ძირითადი სამიზნე არიან ბიზნესმენები და ბიზნეს კორპორაციები. ისინი გთავაზობენ ტრენინგებს და სემინარებს და გარწმუნებენ, რომ ამის შემდეგ თქვენ და თქვენი თანამშრომლები გახდებით წარმატებულები. ერთი კურსის შემდეგ გეუბნებიან, რომ კიდევ გჭირდებათ ერთი კურსი, რომელიც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე წინა. ესეთი კულტები შემდეგ გთხოვენ, რომ გაუწიოთ მათ სამსახური და შეატყობინოთ თქვენს
მეგობრებს, ოჯახის წევრებს ამ კურსების შესახებ. ისინი გიქმნიან ძლიერ ემოციურ ფონს, რომელიც არის წინაპირობა კულტში ჩათრევისა.

4) პოლიტიკური - კულტები, რომლებიც იყენებენ პოლიტიკურ იდეალებს თავიანთი მოძღვრების საფუძვლად, საკმაოდ ცნობილნი არიან ისტორიულად. ჰიტლერის ნაცისტური გერმანია და სტალინის კომუნისტური საბჭოთა კავშირი არის ძალიან
კარგი მაგალითი ფართო მასების კონტროლისა. მცირე მასებზე კონტროლის მაგალითია ტერორისტები, მეამბოხეები, რომლებიც ასევე აქტიურად იყენებენ ადამიანებზე ზეგავლენის მეთოდებს.

Mind control - ცნობიერების კონტროლი
ცნობიერების კონტროლი არის ადამინებზე ზეგავლენის მოხდენის და მათი დამორჩილების ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებენ ლიდერები მიმდევართა დასამონებლად. თუმცა ისინი ადამინებს არ ართმევენ თავისუფალ ნებას, არ აქცევენ მათ რობოტებად. როგორც ვხედავთ, ცნობიერების კონტროლი, გამოყენებული
კულტების მიერ, არის თაღლითური ზეგავლენა ადამიანებზე. ის გამოყენებულია, როგორც იარაღი, კულტის ლიდერი "დაუმიზნებს" წევრს ამ „იარაღს“ და ეუბნება „თუ შენ დატოვებ კულტს, დაკარგავ ოჯახს და მეგობრებს“, „თუ არ იქნები კონფორმული, ჯოჯოხეთში წახვალ“, „თუ ფულს არ მოგვცემ, ბიზნესში წარუმატებლობა გელის“.

ტექნიკები:


1) „ზეწოლით გაყიდვა“ - ისინი ძირითადად მოქმედებენ შემდეგნაირად
- გირეკავენ და გეუბნებიან, რომ სურთ ბიზნეს-შეხვედრა, არ გეუბნებიან ორგანიზაციის რეალურ დასახელებას, რადგან, როგორც წესი, ეს ორგანიზაციები ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. თუ დათანხმდით შეხვედრაზე, წარმოგიდგენენ პრეზენტაციას, რომელსაც გასდევს იდეა, რომ შეგიძლია იყო წარმტებული და იშოვო ბევრი ფული, თუ მიყვები მათ გეგმას.

2) არამართებულად რეკლამირებული შეხვედრები - იმის ნაცვლად, რომ აგიხსნან იდეა, რისთვისაც დაგიბარეს, გარწმუნებენ იმაში, რომ შენ თვითონ გაიგებ
ყველაფერს, თუ მიხვალ ჯგუფის შეხვედრაზე. თუ დაგითანხმათ მისვლაზე, იქ დაგხვდებიან ენთუზიაზმით სავსე, მოტივირებული კულტის მიმდევრები და შენ დაიწყებ ფიქრს, რომ რაღაც მთლად კარგად ვერ გაქვს თავს იგრძნობ არაკომფორტულად და ერთადერთი გზა, რომ შეამცირო ეს გრძნობა, არის შეუერთდე მათ.

3) „ინტენსიური უმოწყალო ზეწოლა“ - გირეკავენ გამუდმებით, გხვდებიან კამპუსებში, სამსახურში, ჯერ გითანხმდებიან ერთ საათიან შეხვედრაზე და მერე უკვე გრძლევადიან პაემნებს გინიშნავენ. მათი მიზანია, მუდმივად „შეგაწუხონ“, სხვა შემთხვევაში ხელიდან დაუსხლტებით.

4) „ჩვენ კულტი არ ვართ“ - ეს კარგი მეთოდია ოჯახისა და მეგობრების წინააღმდეგ, ადამიანს შთააგონებენ ამას, რადგან შემდეგ გაუმკლავდნენ ოჯახისა და მეგობრების შემოტევებს, რომელიც გარდაუვალია კულტში შევლის დროს. ზოგერთი ისე კადნიერდება, რომ ახალს აუბნება, სატანა ეცდება შენს გადათქმევინებას შენი ოჯახისა
და მეგობრების საშუალებით. როდესაც ეს მეთოდი მუშაობს, „მსხვერპლს“ ექმნება სქემა, რომ „სატანის აგენტები“ მოვლენ და მეტყვიან რომ მე კულტში ვარ გაწევრიანებული. შემდეგ, როცა ეს ყველაფერი მოხდება, მსხვერპლი ფიქრობს, რომ, რადგან ამ ჯგუფმა ეს იწინასწარმეტყველა და სიმართლე აღმოჩნდა, ჯგუფიც მართალია.


0
315
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე გეთია
ბარბარე გეთია
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0