x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
პარაფილიის ტიპები და ფსიქოლოგიური მახასიათებლები
imageპარაფილიები ესაა აშლილობები, რომლის დროსაც ინდივიდებს აღენიშნებათ განმეორებითი ინტენსიური სექსუალური ხასიათის ფანტაზიები ან სექსუალური ქცევები, რომლებიც მოიცავს უსულო საგნებს, ბავშვებს და ასევე დამამცირებელ და ტანჯვის, წამების შემცველ გამოცდილებებს. პარაფილიით დაავადებული ბევრი ადამიანი განიცდის სექსუალურ აგზნებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა აგზნების გამომწვევი სტიმულები, ან ხდება ასეთ სტიმულებზე ფიქრი და ფანტაზიები ან გათამაშება. ხოლო ამ აშლილობის მქონე ადამიანთა მეორე ნაწილს კი სჭირდება ეს სტიმულები მხოლოდ სტრესულ სიტუაციებში ან რაიმე განსაკუთრებულ სიტუაციებში.

სექსუალური უპირატესობების აშლილობის შესწავლის ისტორია


წარსულში, Richard von Krafft-Ebingსაუკუნეების განმავლობაში, სექსუალური პრეფერენციების ანომალიები განიხილებოდა, უფრო რელიგიის კანონების შეურაცხყოფად, ვიდრე იმ ადამიანის მდგომარეობად, რომელიც ექიმებს უნდა გამოეკვლიათ და ემკურნალათ. ამ აშლილობის სისტემურიschrenck-notzing კვლევა 1870-იან წლებში დაიწყო. კრაფტ-ებინგმა (Krafft-Ebing, 1840-1902) ვენაში მოღვაწე ფსიქიატრიის პროფესორმა, მოგვცა პარაფილიების სისტემური აღწერა თავის წიგნში Psychopathia sexualis (სექსუალური ფსიქოპათიები), რომელიც, პირველად, 1886 წელს გამოქვეყნდა. ამის შემდეგ, შრენკ-ნოტცინგმა (Schrenck-Notzing, 1895) შეიმუშავა ამ ანომალიების მკურნალობის წარმატებული თერაპიული მეთოდი სუგესტიის (შთაგონების) გამოყენებით.



ანომალიური სექსუალური უპირატესობების კონცეფცია

მოცემულ კონცეფციას სამი ასპექტი გააჩნია:

1. სოციალური ქცევა არ ექვემდებარება გავრცელებულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა ითვლება ნორმალურად. მიღებული თვალსაზრისი ნორმის შესახებ არ არის იგივე
ყველა საზოგადოებაში და ყველა ისტორიულ პერიოდში. მაგალითად, რეგულარული მასტურბაცია განიხილებოდა ნორმიდან გადახრად ბევრი მედიკოსის მიერ ვიქტორიანულ ინგლისში.

2. ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს სექსუალურ ურთიერთობაში მყოფ
მეორე ადამიანს. ამის მაგალითებია სექსუალური ურთიერთობა ბავშვებტან ან სექსუალური სადიზმის უკიდურესი ფორმა.


3. თავად ადამიანის მიერ განცდილი ტანჯვა, გამოწვეული საზოგადოების დამოკიდებულებით მისი ცხოვრების წესის მიმართ (მაგალითად, დამოკიდებულება ტრანსვესტიზმის მიმართ), კონფლიქტით პიროვნების სექსუალურ სურვილებსა და მის მორალურ სტანდარტებს შორის, და სხვებისადმი მიყენებული ზიანის ან დისტრესის გაცნობიერებით.


DSM-IV-TR-ის მიხედვით პარაფილიის დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ მაშინ, თუკი ლტოლვები, ფანტაზიები ან ქცევები გრძელდება არაუმცირეს 6 თვისა. იმისათვის, რომ დაისვას პარაფილიის დიაგნოზი, უმეტეს შემთხვევებში, ლტოლვები, ფანტაზიები და ქცევები უნდა იწვევდეს პიროვნებაში მძიმე დისტრესს, უხეშად ერეოდეს და ხელს უშლიდეს ადამიანს სოციალურ ცხოვრებაში და ასევე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაში. თუმცა გარკვეული ტიპის პარაფილიების შემთხვევაში, სექსუალური ხასიათის ქცევები მიუთითებს აშლილობაზე იმისგან დამოუკიდებლად, ინდივიდი განიცდის თუ არა დისტრესს ან სოციალურ ცხოვრებაში ეშლება თუ არა ხელი. მაგალითად, ის ადამიანები, ვინც ამყარებენ სექსუალურ კავშირებს ბავშვებთან, აქვთ პედოფილიის დიაგნოზი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოების მიუხედავად.

ადამიანთა ნაწილს აღენიშნება რამდენიმე ტიპის პარაფილია ერთდროულად. ადამიანთა მცირე ნაწილს უსვამენ პარაფილიის დიაგნოზს ფორმალურად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პარაფილიური ხასიათის პორნოგრაფია ფართო მოხმარებაშია ინტერნეტში და სამომხმარებლო ბაზარზე, კლინიცისტები ვარაუდობენ, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული ქცევის პატერნია დღესდღეობით. ადამიანები, რომელთა პარაფილიაც დაკავშირებულია ბავშვებთან კლინიცისტების ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როდესაც კანონთან ექმნებათ პრობლემები. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდა ასეთი ტიპის პარაფილიებისა, პარაფილიური ქცევები არ უნდა იყოს მიჩნეული აშლილობად, თუკი ეს არაა სექსუალური აგზნებისა და ორგაზმის განცდისა ერთადერთი ან უპირატესი გზა.


მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა თეორიები პარაფილიებს სხვადასხვაგვარად ხსნიან, არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები მათ გასამყარებლად. უფრო მეტიც, პარაფილიების მკურნალობის არცერთმა ტიპმა არ გამოავლინა რაიმე დიდი ეფექტი და პროგრესი. დიდი ხნის მანძილზე გამოიყენებოდა ფსიქოლოგიური და სოციოკულტურული მკურნალობა, თუმცა დღესდღეობით პროფესიონალები ახორციელებენ ბიოლოგიურ ჩარევებსაც. ზოგიერთი პრაქტიკოსი ექიმი იყენებს წამლებს, რომელთაც ეწოდებათ ანტიანდროგენები, ეს პრეპარატი აფერხებს ტესტოსტერონის - მამაკაცის სასქესო ჰორმონის წარმოქმნას, რაც ამცირებს სექსუალურ აქტივობას. მიუხედავად იმისა, რომ ანტიანდროგენები რეალურად ამცირებენ პარაფილიურ პატერნებს, ზოგიერთი მათგანი აქვეითებს ნორმალ;ურ სექსუალურ შეგრძნებებსა და ქცევას. ამიტომ, ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდის მიერ განხორციელებული ქმედებები საშიშია სხვა ადამიანებისთვის ან თავად ინდივიდისთვის. კლინიცისტები ასევე აქტიურად იყენებენ SSRI-ს, სეროტონინის გაძლიერებულად შემცველ ანტიდეპრესანტულ მედიკამენტს.
ისინი მკურნალობენ პარაფილიით დაავადებულებს ამ მედიკამენტით იმ მოლოდინით, რომ ის შეამცირებს კომპულსიებისმაგვარ სექსუალური ხასიათის ქცევებს, რადგან მოცემული მედიკამენტი ეფექტურია სხვა ტიპის კომპულსიების მკურნალობისას. მაგრამ SSRI-ს ძირითადი ეფექტი, ანდიანდროგენული პრეპარატების მსგავსად, არის სექსულური აგზნების დაქვეითება.




პარაფილიის სახეები

პარაფილიის სახეები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს:

1. პიროვნების სექსუალური ინტერესის ობიექტთან დაკავშირებული
ანომალიები (ფეტიშიზმი, პედოფილია, ფეტიშისტური ტრანსვესტიზმი, ზოოფილია და ნეკროფილია).

2. სექსუალური აქტის უპირატესობების ანომალიები (ექსჰიბიციონიზმი, ვუაერიზმი, სადიზმი, მაზოხიზმი და აუტოეროტიკული ასფიქსია).




ფეტიშიზმი


image32 წლის მარტოხელა მამაკაცი აღნიშნავს, რომ, მართალია, მას გარკვეულწილად იზიდავდნენ ქალები, მაგრამ მაზე ბევრად უფრო მეტად მოქმედებდა მათი საცვლები. პაციენტი ყვება მის ყველაზე ადრეულ მოგონებებს ამ კუთხით.
იგი იყო 7 წლის, როდესაც იგი წააწყდა პორნოგრაფიულ ჟურნალს და იგრძნო სტიმულაცია, როდესაც
დაინახა მასზე გამოსახული საცვლებში გამოწყობილი, თითქმის შიშველი ქალი. მისი პირველი ეაკულაცია განხორციელდა 13 წლის ასაკში, მასტურბაციის შედეგად, რომლის დროსაც იგი ფიქრობდა საცვლებში გამოწყობილ ქალზე. მასტურბაციის დროს მას ეცვა მისი უფროსი დის საცვლები, რომლების მის დაუკითხავად მოიპარა. შემდგომში, იგი პარავდა საცვლებს მეგობრებს და ქალებს, რომლებსაც ეცნობოდა. შეხვედრების დროს, იგი პოულობდა საბაბს, რათა შეპარულიყო ქალების საძინებლებში, სწრაფად ქექავდა მათ ნივთებს და პოულობდა საცვლებს, რაც მის კმაყოფილებას იწვევდა. ამის შემდეგ, იგი მასტურბირებდა მათში, რის შემდგომაც ინახავდა მათ, როგორც ფარულ კოლექციას. ქალების საცვლებში მასტურბაცია იყო მისი უპირატესი მეთოდი სექსუალური აგზნების და შემდგომ ორგაზმის მისაღწევად, რაც დაიწყო მოზარდობიდან და გრძელდებოდა აწმყომდე.



ფეტიშიზმის ძირითადი მახასიათებლები მოიცავს რეციდიულ/განმეორებით ინტენსიურ სექსუალურ ლტოლვებს, სექსუალური აგზნების გამომწვევ ფანტაზიებს ან ქცევებს,
რომლებიც დაკავშირებულია უსულო ობიექტებთან და ხშირად გამორიცხულია ამ ობიექტების გარდა სხვა სტიმულების არსებობა. ეს აშლილობა უფრო მეტად გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და იწყება მოზარდობის ასაკიდან. თითქმის ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ფეტიშის ობიექტი: ქალის საცვალი, ფეხსაცმელები და ა.შ. ზოგიერთი ადამიანი ქურდობს, იმისთვის, რომ მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი მისთვის სასურველი ობიექტი. ადამიანი შეიძლება ეხებოდეს, ყნოსავდეს, ატარებდეს ან სხვა გზით იყენებდეს ამ ობიექტებს მასტურბაციის პროცესის პარალელურად ან შესაძლოა ინდივიდმა პარტნიორს სთხოვოს ფეტიშის ობიექტების ტარება სექსუალური აქტის
პროცესში.

კვლევების შედეგად ვერ გამოიყო ფეტიშიზმის გამომწვევი მიზეზები. ფსიქოდინამიკური მიდგომის მიხედვით ფეტიშიზმი განიხილება, როგორც დაცვის მექანიზმი, რომელიც ეხმარება ადამიანებს ნორმალურ სექსუალურ კონტაქტებთან დაკავშირებული შფოთვის თავიდან აცილებაში. თუმცა ამ პრობლემის ფსიქოდინამიკურმა მკურნალობამ მიაღწია გარკვეულ წარმატებებს.

ბიჰევიორისტები მიიჩნევენ, რომ ფეტიში არის კლასიკური განპირობებულობის შედეგად შეძენილი ქცევა. ადრეულ ბიჰევიორალურ კვლევებში, მამაკაცებს აჩვენებდნენ სლაიდებს, სადაც შიშველი ქალის სურათების პარალელურად მათ მიეწოდებოდათ ფეხსაცმელების სურათებსაც. ბევრი ცდების შედეგად, ცდის პირები განიცდიდნენ სექსუალურ აგზნებას მაშინ, როდესაც მაც მიეწოდებოდათ მხოლოდ ფეხსაცმელების სურათები. თუკი ინდივიდის ადრეული სექსუალური გამოცდილება იყო რაიმე ობიექტების გარემოცვაში, შესაძლოა ეს იყოს ზუსტად ის მომენტი, როდესაც არის ფეტიშიზმის განვითარების ალბათობა.

ბიჰევიორისტები ფეტიშიზმს მკურნალობენ რამდენიმე მეთოდით და ერთ-ერთი არის ავერსიული თერაპია. ერთ-ერთ ცდაში პაციენტებს უკეთებდნენ ელექტრო შოკს კიდურებზე იმის პარალელურად, როდესაც ისინი ოცნებობდა იმ ობიექტებზე, რომლებიც მათში იწვევდნენ სექსუალურ აგზნებას. ორ კვირიანი თერაპიული კურსის შედეგად კვლევაში მონაწილე ყველა მამაკაცმა აჩვენა მცირედი პროგრესი მაინც. სხვა ავერსიული ტექნიკის დროს, როგორიცაა ფარული დესენსიტიზაცია, ფეტიშიზმით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა წარმოიდგინონ ის ობიექტები, რომლებიც მათში იწვევს სექსუალურ აგზნებას და ამის განმეორებითად დააწყვილონ ისინი ავერსიული სტიმულების წარმოსახვით სურათებთან, მანამ, სანამ არ გაქრება მათ წარმოსახვებში ფეტიშის ობიექტების წარმოსახვითი სურათები.

ფეტიშიზმის ბიჰევიორალური მკურნალობის კიდევ ერთი სახე არის masturbatory satiation (მასტურბაციული მოყირჭება). ეს მეთოდი გულისხმობს შემდეგ პროცედურას: კლიენტი მასტურბირებს ორგაზმის განცდამდე და ამ პროცესში ფიქრობს მისთვის სექსუალურ ობიექტებზე, შემდეგ კონცენტრირდება ფეტიშის ობიექტის დეტალებზე და აგრძელებს
მასტურბაციას და ფიქრს ერთი საათის განმავლობაში. ამ პროცედურის მიზანია ის, რომ ადამიანში გამოიწვიოს მოწყენილობის გრძნობა, რაც დაუკავშირდება ფეტიშის ობიექტებს.

ფეტიშიზმის მკურნალობის სხვა ბიჰევიორალური მიდგომა - orgasmic reorientation (ორგაზმის რეორიენტაცია/განახლება), გამოიყენება ასევე პარაფილიის სხვა ტიპების მკურნალობის დროსაც. ეს მეთოდი ინდივიდებს ასწავლის უფრო მოსახერხებელი
სექსუალური სტიმულაციის გამოყენებას. კლიენტს აჩვენებენ სტანდარტულ სტიმულებს მაშინ, როდესაც ისინი ახორციელებენ საპასუხო რეაქციას არასტანდარტული სტიმულის მიმართ. მაგალითად, პიროვნებას, ვისაც აქვს ფეხსაცმლის ფეტიში, აძლევენ ინსტრუქციას, რომ ფეხსაცმლის სურათების ყურებისას ჰქონდეს ერექცია, რის შემდეგაც მან უნდა დაიწყოს მასტურბაცია შიშველი ქალის სურათებზე ყურებისას. თუკი კლიენტი ამ მომენტში ვეღარ ახერხებს ერექციას, იგი უნდა დაუბრუნდეს ისევ ფეხსაცმლის სურათებს მანამ სანამ არ მიაღწევს ეფექტურ მასტურბაციას, ამის შემდეგ მან ფეხსაცმლის სურათი უნდა შეცვალოს შიშველი ქალის სურათით. ორგაზმის მოახლოების დროს მანდ მთელი კონცენტრაცია უნდა მომართოს სტანდარტულ, ამ შემთხვევაში შიშველი ქალის სურათზე.



ფეტიშისტური ტრანსვესტიზმი

image42 წლის დაქორწინებული მამა აღწერს მისი ქცევის პატერნს:
მითხრეს, რომ როდესაც ვიცვამ drag-ს, ვემსგავსები ვისლერის დედას. საერთოდ, ძალიან დეტალებზე ორიენტირებული ვარ და ყოველთვის, როდესაც ვიცვამ, როგორც ქალი, ყურადღებას ვაქცევ, რომ ფრჩხილები წესრიგში მქონდეს და ტანსაცმლის ფერები ერთიმეორეს ეხამებოდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, ძნელია ზუსტი თარიღის
გახსენება, როდესაც დავიწყე საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა (cross dressing).
ეს დაახლოებით მაშინ დაიწყო, როდესაც 10 წლის ვიყავი და გასართობად დედაჩემის ტანსაცმელს ვიცვამდი. ყოველთვის ზუსტად იმ ადგილას ვაბრუნებდი ხოლმე ტანსაცმელს, საიდანაც ვიღებდი. 18 წლის მანძილზე ვახორციელებდი ამ ქცევას მის სახლში ისე, რომ დედას არასოდეს უეჭვია ან უკითხავს ჩემთვის იმის შესახებ, რომ ვიცვამდი მის ტანსაცმელს. მე ჩართული ვარ ტრანსვესტიტთა მხარდამჭერ ჯგუფში. ესაა იმ კაცებისთვის შექმნილი ჯგუფი, ვინც იცვამს საპიორისპირო სქესის ტანისამოსს. ამ ჯგუფის ზოგიერთი წევრი ჰომოსექსუალია, თუმცა უმეტესი ნაწილი არა. ნამდვილი ტრანსვესტიტი - ისეთი, როგორიც ვარ მე - არ არის ჰომოსექსუალი. ჩვენ არ ვახორციელებთ მათ მიმართ დისკრიმინაციულ ქცევებს, ისინი მშვენიერი ბიჭები არიან. ჯგუფის წევრების უმეტესობამ უთხრა თავის ოჯახს ჩაცმულობასთან დაკავშირებული მიდრეკილების შესახებ, თუმცა ისინი, ვინც უკვე დაოჯახებულები არიან, ასე ცალსახად არაა საქმე. ზოგიერთის ცოლმა იცის, ხოლო ზოგიერთისა კი მხოლოდ ვარაუდობს ამ ამბავს. მე გულახდილობის მომხრე ვარ და ჩემს ცოლს ამის შესახებ მანამდე ვუთხარი, სანამ დავქორწინდებოდით. მართალია ახლა დაშორებულები ვართ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ჩემი ჩაცმულობასთან დაკავშირებული მიდრეკილებების ბრალია. რამდენიმე მეგობარმა ფსიქოთერაპევტთან მისვლა მირჩია, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემა მაქვს. თუკი ეს ვინმეს აწუხებს, მათ აქვთ პრობლემა. მე მაქვს არაჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება ჩემს მეუღლესთან, ნორმალურად ვფუნქციონირებ, თუმცა მას დასჭირდა რაღაც პერიოდი იმისთვის, რომ შეგუებოდა იმას, რომ ვატარებ ქალის საცვლებს. დიახ, ხანდახან სექსუალური აქტის დროს ვატარებ საცვლებს, ეს უფრო ამაღელვებელს ხდის პროცესს.


ფეტიშისტური ტრანსვესტიზმი, ასევე ცნობილია როგორც ტრანსვესტიტიზმი
ან cross dressing-ი, არის რეკურენტული/განმეორებითი საჭიროება და სურვილი საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისა სექსუალური აგზნების მიზნით. ტიპური ფეტიშისტური ტრანსვესტიზმის მქონე პიროვნება, თითქმის ყოველთვის ჰეტეროსექსუალი მამაკაცი იწყებს საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმას ბავშვობის ან მოზარდობის ასაკიდან. ასეთი ადამიანები არიან მასკულინურები ყოველდღიურ ცხოვრებაში და მარტონი არიან ტანსაცმლის ჩაცმის პროცესში. ასეთი მამაკაცების ძალიან მცირე ნაწილი მიდის ბარებში ან კლუბებში გადაცმულ მდგომარეობაში. ზოგიერთი მათგანი ატარებს ქალის ტანსაცმლიდან მხოლოდ ერთ რომელიმე ატრიბუტს, მაგალითად საცვლებს ან გეტრებს და კოლგოტებს, მათი მასკულინური ტანისამოსის ქვეშ. სხვები ატარებენ მაკიაჟსაც და მთლიანად აცვიათ როგორც ქალებს. ზოგიერთი დაოჯახებული ტრანსვესტიტი კაცი თავის ცოლსაც რთავს ტანსაცმლის შეცვლის პროცესში. მოცემული აშლილობის დროს დიფერენციალური დიაგნოზი გასავლებია გენდერის იდენტობის აშლილობასთან, მაგრამ რეალურად ესაა ორი განსხვავებული პატერნი, რომელიც შესაძლოა ურთიერთგადამფარავი იყოს და იკვეთებოდეს ერთი კონკრეტული პიროვნების შიგნით.


ფეტიშისტური ტრანსვესტიზმის ჩამოყალიბება ხანდახან იმეორებს ოპერანტული განპირობებულობის ბიჰევიორალურ პრინციპებს. ასეთ შემთხვევებში, მშობლები ან სხვა ზრდასრულები ღიად ახალისებენ ინდივიდებს ამ კუთხით და შესაძლოა აჯილდოებდნენ კიდეც ამ საქციელისთვის. ერთ შემთხვევაში, ქალი აღფრთოვანდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი დისშვილი ბიჭი სიამოვნებას განიცდიდა გოგოს ტანსაცმლის ჩაცმისას. მას ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა გოგო დისშვილი და იგი განაგრძობდა ბიჭისთვის კაბების და სამკაულების ყიდვას, ხანდახან კი თავად აცმევდა მას როგორც გოგოს და დაყავდა მაღაზიებში საყიდლებზე.



ექსჰიბიციონიზმი

imageექსჰიბიციონიზმის შემთხვევაში ინდივიდს აღენიშნება რეკურენტული
სურვილები იმისა, რომ მოახდინოს საკუთარი გენეტალიების ვინმეს წინაშე ექსპოზიცია, თითქმის
ყოველთვის ეს ადამიანი არის საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი, ან აქვს ფანტაზიები
ამის გაკეთების შესახებ, რაც იწვევს ინდივიდის სექსუალურ აგზნებას. ინდივიდმა შესაძლოა განახორციელოს ეს სურვილები, თუმცა იშვიათად ცდილობს დაამყაროს სექსუალური კონტაქტი იმ ადამიანთან, ვის წინაშეც ახდენს ექსპოზიციას. უფრო ხშირად ასეთ ადამიანს სურს სხვებში შოკის ან გაოცების გამოწვევა. ხანდახან ექსჰიბიციონისტები ახორციელებენ ასეთ ქცევას კონკრეტულ ადგილებში კონკრეტულ საათებზე. 2800 მამაკაცზე ჩატარებული კვლევის შედეგად მათმა 4.3%-მა აღნიშნა, რომ მათ განუხორციელებიათ ექსჰიბიციონისტური ქცევა. ყველა ქალის დაახლოებით 1/3-დან ნახევრამდე აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნახავს ან
პირდაპირი შეხება ჰქონია ექსჰიბიცინისტთან. „გამოფენის“ სურვილი ადამიანს ხშირ შემთხვევაში მაშინ უძლიერდება, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს ან ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფება.
ძირითადად ეს აშლილობა იწყება 18 წლამდე და უფრო მეტად დამახასიათებელია მამაკაცებისთვის, ვიდრე ქალებისთვის. ზოგიერთმა კვლევის თანახმად ის ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ ექსჰიბიციონიზმი, ხშირ შემთხვევაში, არიან მოუმწიფებლები საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში და აწყდებიან სიძნელეებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. ასეთი ადამიანების დაახლოებით 30% დაქორწინებულია, 30% განქორწინებული ან დაშორებული. მათი სექსუალური ურთიერთობები ცოლებთან ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია. ბევრ მათგანს აქვს ეჭვები და შიშები საკუთარ მასკულინურობასთან დაკავშირებით და ზოგიერთი ავლენს ძლიერ მიჯაჭვულობას მესაკუთრე დედის მიმართ. როგორც სხვა პარაფილიების მკურნალობის დროს,
ამ შემთხვევაშიც მკურნალობა ძირითადად მოიცავს ავერსიულ თერაპიასა და „მასტურბაციულ მოყირჭებას, “ შესაძლოა კომბინირებულს ორგაზმის რეორიენტაციის, სოციალური უნარების ტრენინგის ან კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიებთან.


ვუაიერიზმი


imageპირი, რომელიც ეწევა ვუაიერიზმს აქვს რეკურენტული და ინტენსიური სურვილი, რომ ფარულად შეისწავლოს ეჭვმიუტანელი ადამიანები როდესაც ისინი იხდიან ტანსაცმელს ან იმყოფებიან სექსუალური აქტის პროცესში. ვუაიერიზმით დაავადებული ადამიანი შესაძლოა მასტურბირებდეს სხვების თვალთვალის ან ამაზე ფიქრის პროცესში, თუმცა ასეთი ადამიანები არ მიისწრაფიან ჰქონდეთ რაიმე ტიპის სექსუალური კონტაქტი მათი თვალთვალის სუბიექტებთან. ეს აშლილობა, როგორც წესი, იწყება 15 წლამდე და ხასიათდება შენარჩუნების
ტენდენციით.

ინდივიდის სიამოვნების ერთ-ერთი ნაწილია იმის გააზრება, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი ადამიანები იგრძნობენ თავს დაუცველად და დამცირებულად ამ ამბის გაგების შედეგად. თვალთვალის დროს შემჩნევის რისკი ამ პროცესს მატებს ამაღელვებლობას.

შიშველი მეგობარი გოგოს ყურება არაა ისეთი ამაღელვებელი და საინტერესო, როგორც მისი ჯაშუშურად ყურება. ეს არაა მხოლოდ შიშველი სხეულის ყურება, ესაა იმის დანახვა, რასაც წესით არ უნდა ხედავდე. იმის რისკი, რომ შესაძლოა დაგიჭირონ ამ პროცესს ძალიან ამაღელვებელს ხდის. მე არ მინდა რომ დამიჭირონ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც სათვალთვალოდ მივდივარ, ცეცხლს ვეთამაშები.

ვუაიერიზმი, ექსჰიბიციონიზმის მსგავსად, ხშირად სექსუალური აგზნების წყაროა ფანტაზიებში. ეს შეიძლება იყოს ნორმალური სექსუალური ცხოვრების რაღაც
ნაწილიც, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ის დაკავშირებულია პარტნიორის გაგებასთან და თანხმობასთან. ვუაიერიზმის კლინიკური აშლილობა გულისხმობს სხვა ადამიანების ხელშეუხებელ ცხოვრებაში განმეორებითად შეჭრას. ამ აშლილობით დაავადებულ ადამიანთა ნაწილს შეუძლია, ხოლო ნაწილს კი არ შეუძლია ჰქონდეს ნორმალური სექსუალური ცხოვრება.

ბევრი ფსიქოდინამიკოსი კლინიცისტი თვლის, რომ ვუაიერიზმით დაავადებული ადამიანები თავიანთი ქმედებებით მიისწრაფიან სხვებზე ძალაუფლების მოპოვებისკენ, შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი თავს გრძნობენ არაადეკვატურად ან სოციალური და სექსუალური კუთხით არიან მორცხვები. ბიჰევიორისტები ამ აშლილობას ხსნიან, როგორც დასწავლილ ქცევას. თუკი ადამიანს ჰქონდა ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც შეეძლო ფარულად ეწარმოებინა დაკვირვება მისთვის სექსუალურად აღმგზნებ სცენაზე და ეს რამოდენიმეჯერ მოხდა მასტურბაციის პარალელურად, ქცევა შესაძლოა განმტკიცდეს და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ვუაიერიზმად.




ფროტერიზმი

imageფროტერიზმი, მეორენაირად თაჩერიზმი ფსიქიატრიაში კლინიკური დაავადების აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც გულისხმობს პარაფილიის ერთ-ერთ სახეობას, რომლის დროსაც სექსუალური აღგზნება სხვა ადამიანებთან ცალმხრივი შეხებისას ან ხახუნისას
მიიღწევა. ამგვარი კონტაქტი ხელების ან გენიტალიების შეხებისას დგება. ასეთი პაციენტები მამაკაცები არიან და მათი მსხვერპლები, ხშირ შემთხვევაში, ქალები არიან. თუმცა არის ფროტერისტი ქალების და მამაკაცებით გატაცებული მამაკაცი ფროტერისტების შემთხვევებიც. ტიპურად, ფროტერისტული ქცევების განხორციელებისას ინდივიდი ფანტაზიორობს იმაზე, რომ აქვს მზრუნველობითი დამოკიდებულება მის მსხვერპლთან. პარაფილიის ეს სახე ტიპურად იწყება თინეიჯერობის დროს ან უფრო ადრეულ პერიოდში, იმის შემდეგ რაც ადამიანი აღმოაჩენს, რომ სხვები ახორციელებენ ფროტერისტულ ქცევას. იმის შემდეგ რაც ინდივიდი მიაღწევს 25 წელს, ამ ქცევის გამოვლენა ნელ-ნელა მცირდება და ხშირად საერთოდ ქრება. უფროსი ასაკის ადამიანის ბავშვისადმი ფროტერისტული მიდრეკილება კი, ძირითადად ბავშვზე სექსუალური ძალადობის ადრეული სტადიაა. ამგვარი ცალმხრივი ქმედება შეუმჩნევლად ხორციელდება ისე, რომ მსხვერპლი ამ დროს საპასუხო რეაქციას ვერ ახერხებს. ასეთი სახის ქმედებები ხშირია საზოგადოებრივ ადგილებში - გადაჭედილ ტრანსპორტში ან კონცერტებზე.


არსებობს ფროტერიზმის სხვადასხვა სახეები: პირველი, როდესაც ესაა სექსუალური კმაყოფილების მიღების მთავარი და ძირითადი ფორმა და მეორე, როდესაც ის იღებს ეპიზოდურ ხასიათს, მაგალითად ფროტერი შეიძლება იყოს სექსის მხრივ დაუკმაყოფილებელი კაცი, ამ მოზარდი, რომელიც ქალთან შეხებისას ადვილად აღიგზნება. მეორე შემთხვევა შეიძლება იყოს ძლიერი და დასრულდეს ეაკულაციით.



პედოფილია

imageადამიანი, რომელიც დაავადებულია პედოფილიით, სექსუალურ დაკმაყოფილებას განიცდის პრეპუბერტატულ სტადიაზე (13 და ნაკლები წლის) მყოფი ბავშვის ყურებით, შეხებით ან მასთან სექსუალური აქტის დამყარების შედეგად. ამ აშლილობის მქონე ინდივიდთა ნაწილი სიამოვნებას იღებს ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებით, ან ისეთი უწყინარი საგნების საშუალებით, როგორიცაა მაგალითად ბავშვის საცვლები. ხოლო სხვა ნაწილი კი სიამოვნებას იღებს უშუალოდ
ბავშვის ყურებით, მისი მოფერებით ან მასთან სექსუალური აქტის დამყარების შედეგად. პედოფილიით დაავადებულთა ზოგიერთ ნაწილს მხოლოდ ბავშვები იზიდავს, ხოლო ზოგიერთს კი ბავშვების პარალელურად ზრდასრულებიც. პედოფილიის მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც ბიჭი, ასევე გოგონა, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ მსხვერპლთა 2/3 გოგონაა.

პედოფილიის აშლილობის მქონე ინდივიდებს ეს დაავადება ხშირად უვითარდებათ ზრდასრულობის პერიოდში. მათი ნაწილი თავად იყო დამცირების, მიუღებლობის,
ზედმეტი დასჯის, დეპრივაციისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვობის პერიოდში. არ არის იშვიათი, რომ პედოფილიით დაავადებული ადამიანი იყოს დაქორწინებული და ჰქონდეს სექსუალური სიძნელეები ან განიცდიდეს ფრუსტრაციებს ცხოვრებაში, სწორედ ამ პრობლემების შედეგად იღწვიან ეს ადამიანები იმ სფეროებისკენ, სადაც თავს თავდაჯერებულად და პროფესიონალად გრძნობენ. ხშირად ასეთი ინდივიდები არიან მოუმწიფებლები: მათი სოციალური და სექსუალური უნარები შესაძლოა არ იყოს საკმარისად განვითარებული და ნორმალურ სექსუალურ კონტაქტებზე ფიქრი მათში შფოთვას იწვევდეს.

პედოფილიით დაავადებულ პირებს შესაძლოა ახასიათებდეთ დამახინჯებული აზრები და საკუთარი საქციელების ასე გამართლება: „არაფერია ბავშვთან სექსში ცუდი იქამდე, სანამ ის ამაზე თანახმაა.“ ამის მსგავსად, არაა უჩვეულო, რომ პედოფილიით დაავადებული ადამიანები ადანაშაულებდნენ ბავშვებს ამ კონტაქტებში და ამტკიცებენ, რომ
ბავშვები იღებენ სარგებელს გამოცდილების შეძენის შედეგად.

პედოფილიით დაავადებულ ადამიანთა ნაწილს სჯერა, რომ მატი გრძნობები რეალურად არასწორი და ნორმიდან გადახრილია, ხოლო ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზრდასრულების ბავშვებთან სექსუალური კონტაქტი მისაღები და ნორმალურია. ზოგიერთი მათგანი კი შეუერთდა პედოფილთა ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ იმ კანონების გაუქმებას, სადაც საუბარია შერაცხადობასთან დაკავშირებით (age of consent laws). ინტერნეტმა უფრო გააიოლა ასეთი ადამიანების ერთმანეთთან კავშირი. დღესდღეობით არსებობს უამრავი საიტი, ჯგუფები, ფორუმები, ჩატები და ა.შ. ვებ სივრცეში, რომლებიც კონცენტრირებულია პედოფილიაზე და ზრდასრულსა და ბავშვს შორის სექსის საკითხებზე.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ იმ მამაკაცების უმეტესი ნაწილი, ვისაც აღენიშნება პედოფილია, პარალელურად ავლენენ სხვა სახის ფსიქოლოგიურ აშლილობებს, როგორებიცაა, მაგალითად, შფოთვითი, გუნება-განწყობის, ნივთიერებებზე დამოკიდებულების, სხვა ტიპის პარაფილიის ან პიროვნული აშლილობები. ზოგიერთი თეორიტიკოსი ვარაუდობს, რომ პედოფილია შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბიოქიმიურ ან თავის ტვინის სტრუქტურულ დარღვევებთან, მაგრამ ნათელი და მყარი კავშირი ამ ფაქტორებსა და პედოფილიას შორის ჯერ არ გამოვლენილა.


პედოფილიის ფაქტზე დაჭერილი თითქმის ყველა დამნაშავეს აპატიმრებენ ან ძალდატანებით უშვებენ მკურნალობის კურსზე. ყოველივე ამის შემდეგ, ითვლება,
რომ ისინი ჩადიან ბავშვის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, თუკი გადადგამენ რაიმე ტიპის ნაბიჯს იმისთვის, რომ დაამყარონ რაიმე ტიპის სექსუალური კონტაქტი ბავშვთან. გარდა ამისა, დღესდღეობით არსებობს უამრავი საცხოვრებელი ადგილის სარეგისტრაციო და საზოგადოებისთვის შეტყობინების კანონები მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, რაც ეხმარება სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გააკონტროლონ დამნაშავის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები.


პედოფილიის მკურნალობა მოიცავს იმ მეთოდებს, რაც უკვე განვიხილეთ სხვა პარაფილიების შემთხვევებში, როგორებიცაა, მაგალითად, ავერსიული თერაპია,
„მასტურბაციული მოყირჭება, “ ორგაზმის რეორიენტაცია, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია და ანტიანდროგენული პრეპარატები. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახეობა, რომელიც გამოიყენება პედოფილიის მკურნალობისას, არის რეციდივის პრევენციის ტრენინგი (relapse-prevention training), რომელიც ასევე გამოიყენება ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობის დროსაც. ამ მიდგომის თანახმად, კლიენტი ახდენს იმ სიტუაციების იდენტიფიკაციას, რომლებიც მასში იწვევს პედოფილიური ფანტაზიებისა და ქცევების აქტივაციას
(მაგალითად დეპრესიული ხასიათი ან დამახინჯებული ფიქრები). სიტუაციების იდენტიფიკაციის შემდეგ ამ ადამიანებს ასწავლიან იმ სტრატეგიებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ მსგავსი სიტუაციებისთვის თავის არიდებაში ან მათთან ეფექტურად გამკლავებაში. ეს მეთოდი ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურია და მუშაობს, თუმცა არა ყველა და ყველა პარაფილიის შემთხვევაში.



სექსუალური
მაზოხიზმი

imageპიროვნება, ვისაც აქვს სექსუალური მაზოხიზმი, ინტენსიურ სექსუალურ აგზნებას განიცდის იმაზე ფიქრით ან ქმედებით, რომ იყოს ვინმეს მიერ დამცირებული, შეურაცხყოფილი, ნაცემი, დაბმული ან სხვა მხრივ განიცდიდეს ტანჯვას. ტერმინი მაზოხიზმი, ავსტრიელი რომანისტის - ლეოპოლდ ფონ ზახერ მაზოხის (1836-1905) სახელს უკავშირდება, რომელმაც აღწერა ტკივილის განცდით გამოწვეული სექსუალური სიამოვნება. ბევრ ადამიანს აქვს ფანტაზიები იმის შესახებ, რომ ვინმემ მისი სურვილის წინააღმდეგ დააძალოს მას სექსუალურ აქტში მონაწილეობა, მაგრამ სექსუალური მაზოხიზმის დიაგნოზი ისმება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი განიცდის დისტრესს ან ერღვევა ნორმალური ცხოვრების რიტმი ასეთი შინაარსის ფანტაზიების შედეგად. ამ აშლილობის მქონე ზოგიერთი ადამიანი ახორციელებს ისეთ თვითდესტრუქციულ ქცევებს, როგორიცაა, მაგალითად, ქინძისთავების კანში შერჭობა, გაჭრა და ა.შ. ხოლო უმეტესი ნაწილი კი თავიანთ სექსუალურ პარტნიორებს მოუწოდებენ თავშეუკავებელი ქცევების განხორციელებისკე, როგორიცაა, მაგალითად, ჯაჭვით, თოკით დაბმა, ცემა, გაროზგვა, ფეხით გადავლა, ელექტრო შოკი და ა.შ.

სამრეწველო და სამომხმარებლო ინდუსტრიამ ფეხი აუწყო და აკმაყოფილებს მაზოხიზმით დაავადებული ადამიანების სურვილებს.

მაზოხიზმის ერთ-ერთი ფორმაა ჰიპოქსიფილია, რომლის დროსაც ადამიანები სუნთქვას იკავებენ ან ყელზე იჭერენ რაიმეს, ან პარტნიორს სთხოვენ ანალოგიური ქცევის განხორციელებას, სექსუალური აგზნების მიზნით. გამოვლინდა აუტოეროტიკული ასფიქსიის კლინიკური შემთხვევების შემაშფოთებელი რაოდენობა, რომლის დროსაც, ინდივიდები, უფრო ხშირად მამაკაცები, ისეთი ახალგაზრდებიც კი, როგორიცაა მაგალითად 10 წელი, იწვევენ ცერებრულ ანოქსიას (ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა ან არარსებობა) სექსუალური აგზნების გასაძლიერებლად მასტურბაციის
პროცესში, რაც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

მაზოხისტური ხასიათის ფანტაზიები, ხშირად, იწყება ბავშვობის ასაკიდან. თუმცა ინდივიდი არ იწყებს ასეთი ხასიათის სურვილების დაკმაყოფილებას ადრეულ
მოზარდობამდე. ეს აშლილობა, როგორც წესი, გრძელდება წლების მანძილზე. ზოგიერთი ადამიანი დროდადრო უფრო და უფრო სახიფათო ქმედებებს მიმართავს, ხანდახან ეს სახიფათო ქმედებები მხოლოდ მაშინ ხორციელდება, როდესაც პიროვნება განიცდის ძლიერ სტრესს.

ბევრ შემთხვევაში ჩანს, რომ სექსუალური მაზოხიზმი ჩამოყალიბდა ისეთი ბიჰევიორალური პროცესის შედეგად, როგორიცაა კლასიკური განპირობებულობა. კლასიკური კლასიკური შემთხვევა გვეუბნება, რომ თინეიჯერ ბიჭს, რომელმაც მოიტეხა ხელი და საავადმყოფოში მის მიმართ ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინა მომხიბვლელმა მედდამ, არ დასჭირდა ანესთეზია სათანადო პროცედურების ჩასატარებლად. ტკივილისა და სექსუალური აგზნების კომბინაციის შედეგად მომავალში შესაძლოა ინდივიდს ჩამოუყალიბდეს ისეთი პარაფილია, როგორიცაა სექსუალური
მაზოხიზმი.


სექსუალური სადიზმი

imageტერმინი „სადიზმი“ მარკიზ დე სადის (1740-1814) სახელიდან
მომდინარეობს, რომელიც სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევის მიზნით ქალების მიმართ უკიდურეს სისასტიკეს იჩენდა. სექსუალური სადიზმის მქონე ადამიანი, უმეტესად მამაკაცი, განიცდის ინტენსიურ სექსუალურ აგზნებას სხვების ტანჯვის, მათზე დომინირების, თვალების ახვევის, გაჭრის, დახრჩობის, დასახიჩრების და მოკვლის წარმოდგენით ან განხორციელებით. იმ ადამიანებს, რომლებსაც ახასიათებთ სადისტური ხასიათის ფანტაზიები, უმეტესად წარმოიდგენენ, რომ აქვთ სრული ძალაუფლება და კონტროლი მათ მსხვერპლზე, რომელიც შეშინებულია ამ სადისტური აქტების განხორციელების შედეგად. ბევრი მათგანი ასეთ აქტებს ახორციელებს ისეთი პარტნიორის მიმართ, ვინც თანახმაა მსგავს ქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე, მაგალითად მაზოხიზმით დაავადებული პიროვნება. თუმცა ზოგიერთი მათგანი ახორციელებს ამგვარ ქცევებს ისეთ პარტნიორებთან, ვინც არაა თანახმა. სექსუალურ მანიაკებს და გაუპატიურებაში მონაწილეთა ნაწილს აღენიშნება სადიზმის სექსუალური აშლილობა.
სექსუალური სადიზმის ფანტაზიები, მაზოხიზმის მსგავსად, შესაძლოა დაიწყოს ბავშვობაში ან ადრეულ მოზარდობაში. სადისტური აქტები ყალიბდება ადრეულ
მოზრდილობაში და ისინი ხასიათდება გრძელვადიანობით. სადისტური აქტები ხანდახან სისასტიკის ერთსა და იმავე დონეს ინარჩუნებს, მაგრამ ხანდახან ისინი უფრო და უფრო დაუნდობელი ხდება წლების გასვლასთან ერთად. სადიზმის განსაკუთრებულად საშიში ფორმების შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს გარშემომყოფთათვის.
ზოგიერთი ბიჰევიორისტი მიიჩნევს, რომ კლასიკური განპირობებულობა წამყვანია სექსუალური სადიზმის დროს. ადამიანისთვის ან ცხოველისთვის, თუნდაც უნებლიე, ტკივილის მიყენების დროს თინეიჯერმა შესაძლოა იგრძნოს ინტენსიური ემოციური და სექსუალური აგზნება. ტკივილის გამოწვევასა და სექსუალურ აგზნებას შორის ასოციაციის გაჩენამ შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს მომავალში სექსუალური სადიზმის განვითარებას. ბიჰევიორისტები ასევე მიიჩნევენ, რომ აშლილობა შეიძლება გამოწვეული იყოს მოდელირების გზითაც, როდესაც მოზარდი ხედავს, რომ სხვა ადამიანი იღებს სექსუალურ სიამოვნებას სხვისთვის ტკივილის მიყენების შედეგად. დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში არსებული ბევრი ადვილად მისაწვდომი ინტერნეტ სექს საიტები, სექსუალური ხასიათის ვიდეოები, ჟურნალები, და წიგნები შესაძლოა გახდნენ მოდელირების ობიექტები.

ფსიქოდინამიკური და კოგნიტური თეორიების თანახმად ადამიანები სექსუალური სადიზმის აშლილობით სხვებში იწვევენ ტკივილს იმ მიზნით, რომ მიაღწიონ სხვებზე
ძალაუფლებისა კონტროლის მოპოვების განცდას. ძალაუფლების შეგრძნება იწვევს სექსუალურ აგზნებას. გარდა ამისა, სექსუალური სადიზმით დაავადებულ ადამიანებზე ჩატარებული გარკვეული ბიოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლინდა შესაძლო ჰორმონალური და თავის ტვინის დარღვევები. თუმცა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვარაუდი არ არის ბოლომდე გამოკვლეული და დადასტურებული.


სექსუალურ სადიზმს მკურნალობდნენ ავერსიული თერაპიით. საზოგადოების ხედვაზე და სიძულვილზე ამ თერაპიის მიმართ გავლენა იქონია ენტონი ბერჯესისრომანმა (შემდგომ უკვე ფილმმაც) „მექანიკური ფორთოხალი“. სადაც ნაჩვენებია სადისტური
შინაარსის სურათებისა პრეზენტაცია, რომელიც თანხვედრილია წამლებით გამოწვეული კუჭის სპაზმთან. ეს პროცედურა უტარდებოდა წიგნის მთავარ გმირს, ვინც სექსუალური სადიზმით იყო დაავადებული, იქამდე, სანამ ასეთი შინაარსის სურათების დანახვაზე გულისრევა არ დაეწყებოდა. არაა ზუსტად დადგენილი ავერსიული თერაპიის ეფექტურობა სადიზმის მკურნალობისას. თუმცა, რეციდივის პრევენციის ტრენინგის გამოყენებამ ზოგიერთ კრიმინალურ შემთხვევაში გამოიღო შედეგი.




გამოყენებული ლიტერატურა:


1. Abnormal Psychology, 8th edition by R.J. Comer.

2. ოქსფორდის კლინიკური ფსიქიატრიის სახელმძღვანელო.

0
630
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო მოსიძე
სოფო მოსიძე
630