x
image
ინტერ-გოგონა
და მაინც რა არის ნამდვილი სიყვარული?! ნიჭია! რომელიც ყველას არ გააჩნია...
imageimage

მინდა მოგიყვეთ ისტორია რომელიც შეუძლებელია წაიკითხო უემოციოდ...

ბად კალდველი ყოველ დღე მიდის ერთ პარკში, ერთ სკამთან..სკამთან რომელიც მას საყვარელ მეუღლეს აგონებს და გვირილებს და მონეტას ტოვებს...

არ აქვს მნიშველობა თუ როგორი ამინდი იქნება, მიდის საყვარელ ადგილას და მეუღლეს დღის ამბებს უყვება..

ცოტა ხნის წინ უისკონსინში დიდი თოვლი მოვიდა რამაც პრობლემა შეუქმნა ბადს რომლის ცხოვრებაში ეს პროცესი დღის საუკეთესო მომენტია...ბაღის კარებთან მისულმა ბადიმ დიდი თოვლის გამო სკამამდე მისვლა ვერ შეძლო, ყვავილებით ხელში დაღონებული მანქანაში იჯდა როდესაც პარკის თანამშრომლებმა შეამჩნიეს...


მათ ნიჩბებით გზა გაუკვალეს სკამამდე რათა ბადის შეძლებოდა სკამამდე მისვლა...

და მაინც რა არის სიყვარული?

სიყვარულზე ყველას თავისი შეხედულება აქვს..არსებობს იმდენი მოსაზრება რამდენი ადამიანიც არის მსოფლიოში...

ზოგისთვის სიყვარული ძვირიანი საჩუქრებია ზოგისთვის ფანჯრის წინ შესრულებული სერენადა...მე კი ვთცლი რომ სიყვარული სწორედ ეს შემთხვევა...და მაინც ვრჩები იმ აზრზე რომ სიყვარული ნიჭია რომელიც ყველას არ გააჩნია...ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მოდის ერთხელ და სამუდამოდ რჩება ჩვენს გულში...

დანარჩენი სხვა უბრალოდ არ მწამს...

პ.ს მინდა ყველას გისურვოთ ესეთი ძლიერი სიყვარული...რა სჯობს ასი წლის შემდეგ როცა აღარ ვიქნებით ვახსოვდეთ და ვენატრებოდეთ...

სიყვარულით: ინტერ-გოგონა

0
235
11-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0