x
image
ინტერ-გოგონა
მე, შენი მარადიული სიყვარული...
image
მოდი დავიწყოთ სულ თავიდან...

ზაფხულის ერთ ძალიან ცხელ დღეს რუსა მის საყვარელ პარკში იჯდა არასასურველი პაემნის მოლოდინში და როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა...სწორედ ამ დროს რეზი მეგობრებთან ერთად გამოვიდა ბაღის კუთხეში მდებარე კაფიდან...

მან გამოსვლისთანავე შეამჩნია ბაღში მარტო მჯდარი თეთრ კაბიანი გოგონა..

რა ბანალური და მოსაწყენი დასაწყისია არა?იცოდე არ გაბედოთ და არ შეწყვიტოთ კითხვა თორემ აუცილებლად ინანებთ..(აი აქ კი ზედმეტი მომივიდა)


რეზი სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობრებს და ბაღში მჯდარი თეთრ კაბიანი გოგოსკენ გაეშურა ...გოგონა ჩაფიქრებული იჯდა და რეზის მისვლა არც შეუმჩნევია

- გამარჯობა...შეიძლება დავჯდე?

-და სხვა თავისუფალი ადგილი ვერ დაინახე აქ...არ შეიძლება...

-კარგი დავჯდები რადგანაც ასე დაჟინებით მთხოვთ...

-მე გთხოვეთ?რაღაც არ მახსენდება...

-დიახ..მე რეზი მქვია

-რა საინტერესოა..ეხლა კი დამტოვეთ...

-და შენ არ მეტყვი რა გქვია?

-კარგი მაშინ მე დაგტოვებ ...

-არა, ერთი წამით დაჯექი..რუსას ხელი ჩასჭიდა და ისევ ადგილზე დააბრუნა...

-ხელი გამიშვი..

-ბოდიში მაპატიეთ..წავალ, ოღონდ ერთი პირობით...

-რა გინდა?

–სახელს მეტყი და ტელეფონს მომცემ და მეც გავქრები...

-არც იოცნებო...

-ხოდა აქ ვიჯდები..

-იჯექი...

-არ იეჭვიანებს?

-შენნაირებზე ეჭვიანობენ საერთოდ?...

-გააჩნია რას ილაპარაკებენ ჩემნაირები...

მერე ორივე გაჩუმდენ....

იმედია გახსოვთ თავიდანვე ავღნიშნე რუსა არასასურველ პაემანზე იმყოფებოდა.უკვე ძალიან დაიღალა მერამდენედ უხსნის რომ არაფერი გამოვა დათო კი ისევ ჯიუტად იბრძვის..

დათოც გამოჩნდა რუსას მაშინვე გაუნათდა გონება....

–რუსა გამარჯობა, ბევრი გალოდინე..ეს ვინ არის ხელი რეზისკენ გაიშვირა დათომ...

რეზი ფეხზე წამოდგა მაგრამ რუსამ დაასწრო...

-ეს ჩემი მეგობარია უფრო სწორედ მეგობარზე მეტი...უბრალოდ შენს მოტყუებას არ ვაპირებ..

-დავიბენი, მე რატომ არაფერი არ ვიცოდი ...

-უკვე ორი წელია ვცდილობ რომ აგიხსნა რომ ჩვენ შორის არაფერი არ გამოვიდოდა..სხვა გზა არ დამიტოვე ეხლა ხომ იცი რომ აღარაფერი გამოვა?აქ და ეხლავე დავშორდეთ ერთმანეთს სამუდამოდ...

-გამარჯობა..რუსას უნდოდა თავად დაგლაპარაკებოდა სწორედ ამიტომ არ ჩავერიე აქამდე იმედია არც აწი გახდება ჩემი ჩარევა საჭირო და გაუგებთ ერთმანეთს...

მართაალია რუსამ გამოიყენა მაგრამ ეს სულაც არ წყენია რუსას წელზე მოხვია ხელი და ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა...

-დათო ბოდიში არ მინდოდა ასე გაგეგო იმედია შენც იპოვი სასურველ ადამიანს....

-კარგი ჩემო ლამაზო“ბედნიერებას გისურვებ...

-შენც..

-კარგი მე წავალ..რუსას გაუფრთხილდი..

-დარწმუნებული იყავი...

ორივენი გაშეშებულები იდგნენ და გაყურებდნენ როგორ მოეფარა თვალს დათო...

-იდიოტო, ხელი გამიშვი..როგორ გაბედე?

-შენ თავად რატომ არ მშორდები?

-იდიოტო...არ შეგრჩება?

-რა? შენი კოცნა...ეგეთი კიდევ ბევრი იქნება...

-როგორ არა...

-იქნება, იქნება...

-თუ კიდევ მიპოვი ოდესმე....

რუსა ჩქარი ნაბიჯით გაეცალა რეზის...

-რუსა, შეყვარებულს ნომერს არ მისცემ?

-იოცნებე...რომ შენ ჩემი შეყვარებული გახდები...

- მე შენი მარადიული სიყვარული ვიქნები...

მეორე დღეს რუსა მეგობართან ერთად სახლში მიდიოდა როცა რეზის და მის ძმაკაცს შეხვდა...

-ხომ გითხარი ისევ შევხვდებითქო..წინ გადაუდგა რეზი

-შენ რა მეტი საქმე არ გაქვს?

-რუსა რა ხდება ეს ვინ არის ჩაერია ნინი..

-ხუმრობთ? თქვენ რა ჩემზე მართლა არაფერი იცით თუ მაშაყირებთ?

რუსა არ გცხვენია მეგობარს არ უნდა გააცნო შენი შეყვარებული?

-რუს რას ამბობს?

-კარგი რა ნინ იდიოტია ..წავედით...

-ვინ არის ეს გოგო ძმაო?

-გუშინ გავიცანი..

-მერე გუშინ გაცნობილ გოგოს შეყვარებულს ეძახი?

-მალე გახდება...

-ისე ხომ არ დაგავიწყდა რამდენი წლის ხარ?დიდად არ გწყალობს ვატყობ..
-არა 22 ის...შეუყვარდები..

-მე ვფიქრობდი რომ გავიზარდეთ...რომ არ გითხრა ვერ მოვისვენებ სი... ხარ..

გაინტერესებთ მერე რა მოხდა?

მოკლედ გეტყვით, ერთი თვის მანძილზე რეზი რუსას აჩრდილად იქცა სადაც რუსა იყო რეზიც ზუსტად იქ ჩნდებოდა მაგრამ რუსასთან მაინც ვერაფერს გახდა..ამ ფაქტით უკვე ძალიან შეწუხდნენ რუსას და ასევე რეზის მეგობრებიც...

ერთ ერთი შეხვედრის დროს ნინიმ რეზის თავისი ნომერი მისცა რუსასგან მალულად...

საღამოს რეზიმ ნინის დაურეკა...

-საღამომშვიდობის

-საღამომშვიდობის, აბა როგორ ხარ?

-რავი არც ისე კარგად..თავად?

-დაღლილი ვარ ძალიან...

-ბოდიში არ მინდოდა შემეწუხებიე.

-რა იდიოტი ხარ თქვენით ვარ დაღლილი...არ გინდა რუსას ნომერი მოგცე?...

-არა არ მინდა...მინდა რომ ეხლა შემახვედრო..

-კარგი...სად?

-გამოგიგზავნი მისამართს მესიჯად..

-კარგი დაგელოდები...

-ნინ რატომ მეხმარები?

-რავიცი მომწონხარ, ხომ იცი ხელოვანი ხალხი ცოტას ვურევთ....რატომღაც მგონია რომ რუსა შენთან კარგად იქნება...


-სწორად გონია...

ნინიმ რუსას გაურა და იმ ბარში წავიდნენ სადაც რეზი მეგობართან ერთად ელოდათ..

ადგილი მართლაც საუცხოვო იყო ...

-გამარჯობათ გოგოებო რა ლამაზად გამოიყურებით...შემოგიერთდეთ შეიძლება?

-არა..

-კი დაჯექით რეზი...

-ნინი რას აკეთებ?ეხლა ამას არსებას უთხარი წავიდეს თუ არადა მე წავალ..

-იცით რა ეხლა ორივემ მოკეტეთ, დავიღალეთ უკვე თქვენით...

რას ვსვავთ?

-ამასთან ერთად არაფერს...

-რატომ გეშინია დათვრები და ადამიანიანურად მოიქცევი...

-ნინი წამო ჩვენ ბართან მივიდეთ და დავლიოთ, ვაცადოთ ამათ დაჭამონ ერთმანეთი...

-სიამოვნებით...

-ნინი დარჩი თორემ მე წავალ..

-კარგი ერთად ვსვავთ ...

ნიკამ სასმელი შეუკვეთა და ოთხივე სვავდა ურთიერთობები ოდნავ დათბა მაგრამ რუსა მაინც არ ელაპარაკებოდა რეზის...

- რუსა ეხლა შენი ჯერია წადი და სასმელი აირჩიე...

რუსა ბარისკენ წავიდა ის იყო სასმელი უნდა ეღო და მაგიდასთან დაბრუნებულიყო რომ ძველი მეგობარი შეხვდა და საუბარი გააბა მასთან...

-იცით რა კარგი იდია დამებადა, ეხლა მე და ნინი წავალთ და თქვენ ან ადამიანურად შეძლებთ ლაპარაკს ან დახოცავთ ერთმანეთს და ჩვენც დავისვენებთ და თვენც...

-მე მომწონს ეგ იდია..იცოდე შეძელი და ურთიერთობა დაათბე თორემ რუსა თუ გადავურჩი მოგკლავ...

ტელეფონს დავტოვებ და უთხარი რომ სასეირნოდ გავედით მერე ვეტყვი რომ მოგაკითხეთ მაგრამ აღარ დამხვდით ბარშითქო...

-ეს გოგო მომწონს რეზი...

-არ გირჩევ საშიში ვარ..

-არ ვარ მშიშარა..

-სად არიან ნიკა და ნინი?

-მე მელაპარაკები?

-სხვას ვის ხედავ?

-ა, გარეთ გავიდნენ სასეირნოდ...

-კარგი დაურეკე და უთხარი რომ სახლში მივდივართ..

-ვერ დაურეკავთ...ნინის აქ დარჩა ტელეფონი ნიკას კი არ აქვს...

-კარგი მაშინ მე წავალ და შენ დაელოდე მაგათ..

-წადი...

მივდივარ რუსა ბარიდან გავიდა...რეზიმ ნივთები აიღო და და რუსას გაყვა...

-ნინის ტელეფონს არ წაუღებ?

- შენ დაელოდე დაბრუნდებიან...

-არ დაბრუნდებიან...ნიკას დაურეკე და უთხარი რომ სახლში წაეყვანა ნინი..

-რა?ტელეფონი არ აქვსო..მატყუარა

-რა გინდა ვერ ვხვდები ასე რატომ მექცევი?

-რა იყო სად დაკარგე შენი თავდაჯერებულობა?აბა მე, შენი მარადიული სიყვარულიო თუ როგორ იყო გამახსენე...

-ხო ეგრე გითხარი ზუსტად, და ეხლა ვნანობ არ მეგონა თუ ასეთი ეგოისტი იყავი...კარგი თავს ვხრი მაჯობე, ოღონდ მერე არ ინანო...

-არ ვაპირებ..

-დაჯექი ნინის დავპირდი რომ სახლში მიგიყვანდი...
-თავადაც წავალ...

-გეყოფა, უკვე ნერვებს მიშლი დაჯექი...ჩათვალე რომ ტაქსის მძღოლი ვარ..ხვალიდან მაინც ვეღარ მნახავ...

-როგორ ვინერვიულებ...

რუსა მანქანაში თითქმის ძალით ჩასვა ... რეზი გიჟივით მოდიოდა რუსას ეშინოდა მაგრამ არ უნდოდა რეზის შეეტყო...

ტელეფონის ზარმა ორივენი გამოაფხიზლა ...

-გისმენ ლეო..

-სად ხარ რუსა?

-რა ხმა გაქვს კარგად ხარ?

-არა ცუდად ვარ, ლილეს მშობიარობა დაეწყო მარტო ვარ ჩემები დღეს ბათუმში იყვნენ ქორწილში და იქ დარჩენ წესით ჯერ ადრე იყო...არ ვიცი რა ვქნა?

-კარგი დაწყნარდი 15 წუთში მანდ ვიქნები...

-გთხოვ მალე მოდი ნინისაც დაურეკე თქვენ მაინც გაამხნევეთ ლილე..

-მოვალთ მარტო არ დატოვო ჩემს მოსვლამდე...

-მშვიდობა?

-ჩემი მეგობარს მშობიარობა დეწყო...ღმერთო ყველაფერი კარგად დამთავდეს..

-ყველაფერი კარგად იქნება ...

-არც ისე იოლად არის საქმე, ძალიან მეშინია...

იქ უნდა მივიდე...წამიყვან?

-რათქმაუნდა...

-მადლობა...

მოსაცდელში მხოლოდ ლევანი იდგა ძმაკაცებთან ერთად..

-ლეო რახდება?

-არ ვიცი..არაფერს მეუბნებიან არც შიგნით მიშვებენ...საქმე კარგად ვერ უნდა იყოს ...მათ რომ რამე დაემართოთ...ჩემებს დაურეკე და მოდიან

-კარგი დაწყნარდი, მე ავალ..გავიგებ რა ხდება

-რუსა ხო ყველაფერი კარგად იქნება?

-კარგად...ძალიან ლამაზი გოგო გეყოლება...

ბლოკში ავედი ექიმმა მდგომარეობა რომ ამიხსნა გონს დამიბნელდა, ბავშვის და ლილეს მდგომარეობა ძალიან მძინე იყო...მეუღლე უნდა ვნახო თუ ბავშვი არ დაიბადება ნახევარ საათში მომიწევს ოპერაცია გავაკეთო სამწუხაროდ ქალის სიცოცხლეს ვერ შევაგდებ სასწორზე...

მერე ყველაფერი აირია, ლევანი გიჟს გავდა ბიჭები აკავებდნენ

-რუსა შენც იცოდი?ეს როგორ დამიმალა რატომ არ მითხრა რომ მისთვის არ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა?

-დაწყნარდი გთხოვ, ყველაფერი კარგად იქნება, მან ეს შენი სიყვარულის გამო გააკეთა...

-მე ხომ ის მიყვარს, მინდა გვერდით მყავდეს ცოცხალი და ჯამრთელი...

-ლილეს დაფეხმძიმების ერთი პროცენტი სასწაული უნდა მომხდარიყო და ეს სასწაული მოხდა, ღმერთი კიდევ ერთ სასწაულს მოახდენს თქვენი სიყვარულისთვითვის და ლილე ლამაზ გოგონას გაჩუქებს..

..რუსამ თვალი მოკრა რეზის თუ როგორ ესაუბრებოდა ექიმს მერე ტელეფონზე დარეკ


-რეზი...

-გისმენ რუსა?

-რას ამბობენ დაურეკეს პროფესორს ვისზეც იყო საუბარი...

-კი მე დაურეკე და ათ წუთში აქ იქნება...

-შენ მას იცნობ?

-ვის მამაჩემს?უნდა ვიცნობდე სავარაუდოდ...

-მადლობა...ლილესთან ავალ იქნებ შემიშვან...

პროფესორი ათ წუთში ბლოკში იყო უკვე...

იყო ერთი უმძიმესი საათი რომელიც საუკუნეს უდრიდა რომელსაც ერთი ბედნიერი წამი მოყვა...

პატარას ტირილი და ექიმის სიტყვები "სასწაულით გადავრჩით..გილოცავთ"


მერე ლილეს ტკივილნარევი ბედნიერი სახე და მის მკერდზე მიწოლილი პატარა არსება..

რუსა კარგახანს იდგა ასე გაშეშებული ქანდაკებასავით მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო უცებ ფოტო გადაიღო და ოთახიდან გიჟივით გავარდა..კიბეები ჩაირბინა და ფოიეში გავარდა...

ფოიეში მხოლოდ ლევანი და რეზი იყვნენ ლევანი ძირს დამჯდარიყო თავი ხელებში ჩაერგო...

"ლევან"

რუსას ხმაზე ლევანი დამდუღრულივით წამოხტა ფეხზე..

-როგორ არის?

-როგორ არიან უნდა გეკითხა ჩემო საყვარელოოოო...ნახე რა ლამაზი გოგო გყავს...

რუსამ ტელეფონი ცხვირწინ მიუტანა ლევანს...

-ჩემი გოგო დაიბადა...მამა გავხდი...

-ხო მამა გახდი...სასწაული მოხდა.თქვენი სიყვარულისთვის...

-ლილე როგორ არის?

-ორივე კარგადაა...მოდი უნდა ჩაგეხუტო....და მოგილოცო..

უფრო სწორედ დამიჭირეთ თორე ეხლა სიხარულისგან გული ....

სიტყვის თქმა ვერ დამტავრა რუსამ ისე გაშხლართა ფოიეში...რეზი წამში მასთან გაჩნდა ხელში აიყვანილი აარბენია კიბეები ექთნები გარს შემოეხვიენ...

რუსა გონს რომ მოვიდა პირველი რაც დაინახა მის ფეხებთან მჯდომი რეზი იყო...სწორედ მაშინ შერცხვა პირველად მისი საქციელის...

-კარგად ხარ?სუსტი გული გქონია...

რეზის არ გამოპარვია რუსას მზერა..

-ისიც კი მიკვირს მანამდე რატომ არ შემიწუხდა გული...

-მე უკვე აღარც მეგონა გული თუ გქონდა...

ოთახში ნინი და ლევანი შემოვიდა...

-რუს როგორ ხარ?

-კარგად...შენ მერე დაგელაპარაკები...

-კარგი ...ეხლა კი წადი სახლში ლილესთან მე დავრჩები..

-არა მეც ვიქნები...

-ფერი აღარ გადევს წადი მოწესრიგდი და ხვალ მოდი დღეს ლილესთან მაინც არ შეგიშვებენ...

-შენ ლილეზე მეტად გჭირდება გამხნევება ეხლა

-კარგი ნინი აქ არის ჩემი და და დედაჩემიც ჩამოვიდნენ თუ რამე დაჭირდება ლილეს მიხედავენ...

-ადექი, მეგობრებს დაუჯერე სახლში მიგიყვან...

-აბა კარგად ძმაო..ბედნიერ მამობას გისურვებ..

-მადლობა გვერდში დგომისთვის..

-ეგ რა სალაპარაკოა..ყველა ასე მოიქცეოდა...

-რუსა..მისამართს მეტყვი?

რეზიმ რუსასკენ მიიხედა ნერვიულობით და წამლებით გაბრუებულს ბავშვივით ჩაძინებოდა...უყურებდა მძინარეს და გრძნობდა რომ ეს გოგო რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო უკვე უყვარდა..სწორედ ამ დროს რუსას ტელეფონმა დარეკა და რუსამაც გაიღვიძა..

-ხო ლეო?ხომ მშვიდობაა?

-კი.დედაჩემმა შემჭამა ლილეს მშობლებს დაურეკეო

-დაურეკოთ, იმედია შვილიშვილი მაინც მოულბობს გულს...

-მეშინია რომ არ მოვიდნენ ლილეს კიდევ ერთხელ ეტკინება გული..

-კარგი რამეს მოვიფიქრებ..

-სად ვართ?ჩამძინებია...

-შემეცოდე გასაღვიძებლად...არ ვიცოდი სად მიმეყვანე და ვსეირნობ...

-გაგეღვიძებიე...

-რა ხდება? ლილეს მშობლები რატომ არ ელაპარაკებიან...

-არ აპატიეს ლევანს რომ გაყვა...წლების წინ ლილე და ლევანი ავარიაში მოხვდენ ლილე ერთი წელი ლოგინიდან არ ამდგარა..დედამისი კი ყველაფერს ლევანს აბრალებდა და ლევანს უჩივლა...რადგან ლევანი ნასვამი მართავდა მანქანას ციხე არ აცდებოდა ლილემ დედ-მამას დაპირდა რომ თუ არ უჩივლებდნე ლევანს სამუდამოდ დაივიწყებდა..

მაგრამ ლილემ პირობა ვერ შეასრულა ოთხი წლის მერე ისევ შეხვდენ ჩემთან ერთმანეთს შემთხვევით და იმ დღესვე გაიპარენ...

მის შემდეგ მშობლებმა დაივიწყეს ლილეს არსებობა...

-სამწუხაროა ..მაგრამ მთავარია რომ ეხლა ბედნიერები არიან...

-გამიჩერე ცოტახანს...

რუსა მანქანიდან გადმოვიდა ..რეზი კარგახანს მანქანაში ელოდა მერე ისიც გადავიდა მანქანიდან..

რუსა ზურგით იდგა მაგრამ ის მიხვდა რომ ტიროდა

-რუსა..შეგცივდება...

-ჩემი მეგობარი დედა გახდა რომელსაც ექიმებმა დაორსულება აუკრძალეს რადგანაც მხოლოდ ერთი პროცენტი ქონდა გადარჩენის ...

მან ეს მისი სიყვარულისთვის გააკეთა...მე ეს ვიცოდი და ხელი ვერ შეუშალე მას რო რამე მოსვლოდა ....

-კარგი რუსა დაწყნარდი ეს მისი არჩევანი იყო შენ არ გქონდა უფლება მისთვის დედობის ბედნიერება წაგერთმია...მთავარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა...

რეზი რუსას მიუახლოვდა, მისკენ მოაბრუნა თვალეზე ცრემლი მოწმინდა და გულში მაგრად ჩაიკრა..აღარასდროს აღარ იტირო...

რუსამ რეზის მკლავებში თავი დაცულად იგრძნო...იგრძნო რომ სურდა ასე ყოფილიყო სამუდამოდ...

-იცი, მეც მინდა რომ ლილესავით ძლიერი ვიყო..

-ნამდვილად შესაშურია მათი სიყვარული...ბედნიერეი ვიქნებოდი თუ შენც ასე ძლიერად გეყვარებოდი...

რუსას აღარაფერი უთქვამს თავი რეზის მკლავებიდან გაინთავისუფლა და მანქანისკენ წავიდა საჭესს მიუჯდა...

-რას აკეთებ?იმედია მართვის მოწმობა გაქვს...

-დაჯექი თავად მიხვდები..

უხმოდ მიდიოდნენ მერე რუსამ ერთ სახლთან გააჩერა მანქანა...

მანქანიდან გადმოვიდა, ეზოში შევარდა და კარზე ზარს გაბმულად რეკავდა მანამ სანამ კარი არ გაიღო..რეზიც მას მიყვა..კარს იქეთ საშუალო ასაკის ქალი იდგა რეზი მიხვდა რომ ეს ქალი სწორედ ლილეს დედა იყო..

-შენ აქ რა გინდა?

-იქნებ ის გეკითხა რატომ მოვედი...

-არ მაინტერესებს..წადი სანამ ჩემი ქმარი ამდგარა...

-ადგეს ორივემ ერთად მომისმინეთ..

რუსა ოთახში შევიდა...

"მოსალოცად მოვედი ბატონო გურამ ბაბუა გახდით...

დღეს თქვენი ერთადერთი შვილი კინაღამ ხელებში ჩამაკვდა...მიშველე დედაო იძახდა თქვენ კი სად იყავით ამ დროს? მშვიდად გეძინათ?...შვილის გულისთვის თავს წირავდა თუმცა ვერ ვხვდები მაგალითს ვისგან იღებდა..საკუთარი დედა ხომ მისთვის არაფერი შეუწირია ..?ეხლა თუ გული ისევ შეგრჩენიათ ჩაიცვით და თქვენ შვილთან წადით თორემ მთელი ცხოვრება ინანებთ... გახადეთ მისი ბედნიერება სრულყოფილი..."

რუსა ოთახიდან გიჟივით გამოვარდა და მანქანაში ჩაჯდა..

რეზიმ მაგიდიდან რუსას ჩანთა და ტელეფონი აიღო ის იყო კარებში უნდა გამოსულიყო რომ გაშეეშებულ ცოლქმარს მიუბრუნდა...ტელეფონში სურათი მოძებნა ...

"ნახეთ ეს თქვენი შვილი და შვილიშვილია ნუ დაკარგავთ მათ"


ამასობაში გათენდა კიდეც...


რუსას სახლთანაც მიაღწიეს...

-წავედი, მადლობა ყველაფრისთვის...

-მშვიდობით რუსა?...

-მშვიდობით?არაა!

-შევხვდებით?

-შევხვდებით...

რუსას ემოციებით დაღლილს მკვდარივით ჩაეძინა და საღამომდე ეძინა...

მერე ადგა მომემზადა და სავადმყოფოში წავიდა...ლილე უკვე პალატაში დახვდა გადაყვანილი ოთახში ნინი და ლევანი იყვნენ....

ოთახში ექთანი შემოვიდა...

-ლილე საყვარელო ეს ყვავილები შენთვის მოიტანეს..

-მადლობა საყვარელო...ლეო შენ შეუკვეეთე?

-არააა...

-მოიცა.ბარათიც ახლავს რუსამ ბარათი აიღო და კითხვა დაიწყო...

"ბედნიერ დედობას გისურვებ...რეზი"

-ვინ რეზი?დაიბნა ლილე..

-ხო ეს რუსას რეზია, სხვათაშორის გუშინ ისიც საკმაოდ ვანერვიულეთ ჯერ შენ და მერე რუსამ რომ გონება დაკარგა გიჟს გავდა...

-ლევან მოკეტე...

-მე მომეწონა კარგი ბიჭია...

კარი გაიღო და ყველანი გაშეშდენ...

-დედა...მამა...

-ჩვენ გავალთ, თქვენ ისაუბრეთ..ძლივს ამოილუღლურა ლევანმა...

-არა დარჩი ამიერიდან მინდა სამივეს მხოლოდ ერთად გხედავდეთ...

ნინი და რუსა პალატიდან გამოიპარენ...

-აჯობებს სახლში წავიდეთ...

-ნამდვილად...

-რუსა რახდება?

-რაზე მეუბნები..

-შენზე და რეზიზე?

-არვიცი..რატომ ექცევი ეგრე არაადამიანურად...

-მეშინოდა...

-გეშინოდა?

-ხომ მეშინოდა არ შემყვარებოდა..-მაგაში რა არის ცუდი?

-როცა პირველად შევხვდი მაშინ დამეჩემა მე, შენი მარადიული სიყვარული ვიქნებიო...

-ეხლა აღარ გეშინია..

-უკვე შიშს აზრი არ აქვს....

-გიყვარს...რა მაგარიააააა

-კარგი ჩუმად სირცხვილია ყველა ჩვენ გვიყურებს...

-ყველა არ ვიცი მაგრამ ერთი კი ნამდვილად შენ გიყურებს....ნინიმ ეზოში მდგარი რეზი დაანახა...

-როგორ ხართ გოგოებოოო...

-კარგად...მე წავედი მარტო დაგტოვებთ..

-სად მიდიხარ ნინ?

-სახლში რეზი..

-დაჯე გაგიყვან...

-არა ნინი მიიყვანა სახლში...

-მაჭანკლობას შეეშვი, ჯერ შენ დაგტოვებთ სახლში...

ნინი სახლში მიიყვანეს...

-ჩვენ რა ვქნათ?

-არვიცი...

-დღეს სახლში რომ არ მიგიყვანო შეამჩნევენ შენ არ ყოფნას?

-თუ ვიტყვი რომ ნინისთან ვრჩები ალბათ ვერა...

სად მივდივართ?

-შენს გვერდით ყველგან კარგად ვიქნები...

-მე, შენი მარადიული სიყვარული?

-მე კი შენი მარადიული სიყვარული...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი ...




59
260
39-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
260
  
2014, 18 დეკემბერი, 0:17
აბა რააა:)
2014, 18 დეკემბერი, 0:02
:–* შენ წერე ამათ ნუ უყურებ
2014, 18 დეკემბერი, 0:00
გაიხარეეე:)წერონ დისლაიქები შურიანები არიან და გასკდენ ბარემ და დაისვენებენ
2014, 17 დეკემბერი, 23:57
მეც :)
2014, 17 დეკემბერი, 23:53
დაწეროს და მე ლაიქით შეუფასებ :)
2014, 16 დეკემბერი, 0:40
ვის არ მოწონს ერთი თვითონ დაწეროს აბა უკეთესი =@
2014, 15 დეკემბერი, 19:28
^–^
2014, 15 დეკემბერი, 19:25
ვიდრე არასდროსოოო:) გაიიხარე ჩემო ლამაზო
2014, 15 დეკემბერი, 19:23
სჯობს გვიან
2014, 15 დეკემბერი, 19:23
არ შემოვდიოდი რა რა მექნა :'(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10