x
ეპილეფსია და დეპრესია
image


რა არის დეპრესია?


ცუდი გუნება-განწყობილება ბევრ ჩვენგანს განუცდია და ეს ნორმალურია, რადგან ცხოვრება ყოველთვის პოზიტიური მოვლენებით არაა აღსავსე.
მაგრამ, როდესაც აღნიშნული ცუდი
გუნება-განწყობილება იმდენად

მძლავრი და ხანგრძლივია, რომ
უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის
ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაშინ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს
აქვს დეპრესია.

დეპრესია საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა. იგი ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ჰქონია, ან ექნება ცხოვრებაში.

დეპრესიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:

დეპრესიის ნიშნები ძალიან მრავალფეროვანია. კლასიკურად კი სამი ძირითადი
ნიშანი იკვეთება:

• დაქვეითებული გუნება– განწყობა.

• ასოციაციური პროცესების შენელება, როდესაც ადამიანი აზრების სიმცირეს განიცდის.
მაგალითად, 5 წუთის მანძილზე თუ ჩვეულებრივ ვამბობთ 100 სიტყვას, დეპრესიის
დროს სიტყვების რაოდენობა მცირდება, ხშირად ლაპარაკის სურვილი სართოდ ქრება,
თავში აზრები არ მოდის.

• მოტორული სფერო -მოძრაობების შეფერხება, დეპრესიის დროს ადამიანს სამსახურში,

მეგობრებში, გასართობად და ა.შ. სიარულის სურვილი უქრება. ურჩევნია, მთელი დღის
განმავლობაში ლოგინში იწვეს.


დეპრესიის ყველა ამ ნიშნიდან სხვა ნიუანსებიც იკვეთება. ეს არის სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა. ხშირია, როდესაც ადამიანს, რომელსაც ვარჯიში, თევზაობა, ქსოვა ან სხვა ნებისმიერი საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ დეპრესიის დროს ის ვეღარაფერს განიცდის, არაფერი უხარია.

დეპრესია ფსიქიკურ პრობლემებს შორის ყველაზე საშიში მდგომაროებაა. ყველაზე ხშირად სწორედ დეპრესია ხდება სუიციდის მიზეზი. მსუბუქი დეპრესიის დროს
შესაძლოა არ მოუვიდეს ადამიანს თავში აზრი, რომ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა
და ამიტომ ცხოვრება უნდა დაამთავროს. სუიციდური მცდელობები, რიგ შემთხვევებში,
წარმატებით მთავრდება ხოლმე. დეპრესიის დროს ადამიანი შეშინებულია, სევდიანი, ხანდახან ბრაზიანიც და აქვს ძილის პრობლემები. დეპრესია უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების სოციალურ ურთიერთობებზე და მაქსიმალურად ამცირებს ცხოვებისგან
სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. ასევე, დეპრესიისთვის დამახასიათებელია
სხვადასხვა სახის ტკივილები (ნინო კახიშვილი, „დეპრესია – ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა“, თბილისი - 19.01.2012; ).

რა იწვევს დეპრესიას?

ხშირად დეპრესიის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ნათელია. მაგალითად, ასეთი მიზეზების კატეგორიაში შეიძლება შედიოდეს შემდეგი:

• მძიმე დანაკლისი
• განქორწინება
• ტრავმატული მოვლენა
• სამუშაოს დაკარგვა
• დეპრესიის გამოცდილება ოჯახის ისტორიაში (ანუ, მემკვიდრული ფაქტორი)
• ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობები
• დიეტა
• ალკოჰოლი და ნარკოტიკები
• გულყრები
• ეპილეფსიის მედიკამენტური მკურნალობის გვერდითი ეფექტები და ა.შ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ინდივიდუალურია. მაგალითად, ყველა ადამიანს, რომელიც განიცდის მძიმე დანაკლისს, არ უვითარდება
დეპრესია. დეპრესია უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი
მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ტვინზე, ან ნერვულ სისტემაზე. ეპილეფსია
სწორედ ასეთი მდგომარეობაა, რმელიც გავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე.

დეპრესიის მკურნალობა:

მის მკურნალობაში ყველაზე ხშრად ფარმაკოთერაპია გამოიყენება. 10–დან 7 შემთხვევაში შედეგს წამლით ვიღებთ. ძირითადი მედიკამენტები ანტიდეპრესანტებია,
რომლებიც ტრანკვილიზატორისგან საძილე საშუალებებისგან განსხვავებით, მიჩვევას
არ იწვევს. ასევე, მკურნალობის პროცესში გამოიყენება საუბრებით თერაპია, რმელიც ასევე საკამაოდ ეფექტურია.

არის თუ არა დეპრესია ჩვეულებრივი მოვლენა ეპილეფიის მქონე ადამიანებში?

კვლევების შედეგად დადგინა, რომ ეპილეფსიასთან კომორბიდულად ძალიან ხშირია
დეპრესია. დეპრესიის ესა თუ ის ფორმა აღენიშნება ეპილეფსიის მქონე ყოველ მესამე ადამიანს თავიანთი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. კავშირები, რომლებიც არსებობს დეპრესიასა და ეპილეფსიას შორის, საკმაოდ ბუნდოვანია, ბოლომდე არ არის გარკვეული. თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ დეპრესია იმ ადამიანებში უფრო ხშირია, რომლებსაც აქვთ ეს დაავადება, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელბსაც არ აღენიშნებათ ეპილეფსია. ასევე, ამ კავშირის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზად სახელება
ეპილეფსიასთან არსებული სტიგმა და მისით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები.
არსებობს ეპილეფსიის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. ესენია:


• გულყრების ხანგრძლივობა და სიხშირე

• ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზები, მაგალითად, თავის ტრავმა

• თავად ეპილეფსიის, როგორც დაავადების ქონა და მასთან არსებული სტიგმა

• გულყრებით გამოწვეული შიში

• ეპილეფსიის მედიკამენტური მკურნალობის გვერდითი ეფექტები

• პრობლემები სამსახურში

• პრობლემები ოჯახურ და სოციალურ ურთიერთობებში და ა.შ.


გულყრა და დეპრესია:


ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში დეპრესია დაკავშირებულია გულყრებთან. დეპრესიული გუნება-განწყობილება შესაძლოა განიცდებოდეს გულყრამდე, გულყრის
დროს, ან გულყრის შემდგომ. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს გუნება-განწყობილების მკვეთრ დაქვეითებას, როგორც ეპილეფსიური გულყრის მაუწყებელს.
ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ შუბლის
წილის ეპილეფსია. რაც შეეხება გულყრის შემდგომ განვითარებულ დეპრესიას, ის
შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათით და აღარ იჩინოს თავი 7 ან მეტი დღის
განმავლობაში.
დეპრესია განსაკუთებით ხშირია იმ ადამიანებში, რომელთა გულყრები ვერ


კონტროლდება მედიკამენტური მკურნალობით.


კვლევების შედეგად დადგენილია, რომ დეპრესიას შეუძლია ეპილეფსიის მქონე ადამიანის მდგომარეობის გაუარესება დაავადების გართულების გზით. ეს გამოწვეულია იმით, რომ დეპრესია არღვევს ძილის ჩვეულ პატერნს და ართულებს წამლის დროულად
მიღებას. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა გახდეს გახშირებული გულყრების მიზეზი.


როგორ ვუმკურნალოთ დეპრესიას, რომელიც გამოწვეულია ეპილეფსიით?

ხშირად ძალიან ეფექტურია ფსიქოთერაპია: საუბრებს ფსიქოლოგთან, ან ფსიქიატრთან
მტანჯველი აზრებისა და გრძნობების შესახებ დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ ეპილეფსიის მქონე ადამიანებისათვის. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს მწვავე დეპრესიასთან,
აქ უკვე საჭირო ხდება ანტიდეპრესანტებით მკურნალობა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ვაწყდებით წინააღმდეგობას: ნევროლოგებისა და ნეიროფსიქოლოგების აზრით, არსებობს
იმის საშიშროება, რომ ანტიდეპრესანტებს შეუძლიათ გააძლიერონ გულყრები. ზოგიერთი კვლევა მხარს უჭერს ამ შეხედულებას, თუმცა არსებობს საპირისპირო მონაცემებიც:
ეპილეფსიის მქონე ადამიანები, რომლებიც დეპრესიას მკურნალობენ

ანტიდეპრესანტებით, სულაც არ განიცდიან უფრო ხშირ და მწვავე გულყრებს
(Markus Reuber; „Epilepsy and depression“; „Treatments for depression“; August
2013; ). დადგენილია (Markus Reuber; „Epilepsy and depression“; „Treatments for depression“; August 2013; ), რომ ისეთი ახალი ტიპის ანტიდეპრესანტები, როგორიცაა, მაგალითად - სელექციური
სეროტონინის ინჰიბიტორი (the seleсtive serotonin reuptake inhibitors), სავსებით უსაფრთხოა ეპილეფსიის მქონე თითქმის ყველა პაციენტისთვის. ეს ანტიდეპრესანტები
შეიცავს:
• fluoxetine
(Prozac)

• paroxetine
(Paxil)

• sertraline
(Zoloft)

• citalopram
(Celexa)

• escitalopram
(Lexapro)

აქტიური მონიტორინგი - მკურნალობის აღნიშნული მეთოდი დამახასიათებელია უფრო მსუბუქი დეპრესიისთვის. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს იმას, რომ პაციენტი „იცდის“, ელოდება, სანამ დეპრესიული მდგომარეობა თავისით, მკურნალობის გარეშე გაივლიდეს, რაც, ჩვეულებრივ, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე მსუბუქი დეპრესიის დროს.

კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია - ეს არის ფსიქოლოგიური მკურნალობის ტიპი. დამტკიცებულია, რომ ის ეხმარება ეპილეფსიის მქონე და არ მქონე ადამიანებში

დეპრესიის მკურნალობას. ამ თერაპიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს თვალი
გაუსწორონ და შეცვალონ ნებისმიერი ნეგატიური ფიქრები და გრძნობები. იგი გეხმარება გაუმკლავდე ცხოვრებისეულ გამოწვევებს უკეთ. კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია
ვერ აგვარებს პრობლემებს, მაგრამ გვეხმარება პოზიტიური გზით ვმართოთ ის.

კონსულტირება - ეს არის სხვა სახის ფსიქოლოგიური მკურნალობა, რომელიც გაძლევს შანსს, გაიგო და გადაჭრა ის ყოველდღიური პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ დეპრესია.

ვარჯიში - რეგულარული ვარჯიში შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური განწყობის შემსუბუქებასა და ენერგიის გაზრდაში. ამიტომ ის რეკომენდირებულია დეპრესიის
სამკურნალოდ. ზოგიერთი ექიმი იძლევა რეკომენდაციას რომ პაციენტები დაესწრონ
სპორტული დარბაზების ან ჯანმრთელობის ცენტრების პროგრამებს.


ეპილეფსიის მქონე მოზარდთა პოპულაციაში დეპრესიის არსებობა და შედეგები

დეპრესია ეპილეფსიის ყველაზე ხშირი კომორბიდია. თუმცა, სხვა ფაქტორები დეპრესიის წინასწარმეტყველებასა და გავლენაზე ნაკლებად ცნობილია. ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც ჩაატარეს მენაშმა და მისმა კოლეგებმა (Seth A. Mensah, Janine M. Beavis, Ajay K. Thapar, Mike Kerr; „The presence and clinical implications of depression in a community population of adults with epilepsy“; ), მონაწილეობდნენ ეპილეფსის მქონე საშუალო ხარისხის მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანები. კვლევა ეფუძვნებოდა საზოგადოების საფოსტო გამოკითხვას. დამოკიდებული ცვლადი იყო დეპრესია. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დეპრესია ყველაზე
მეტად დაკავშირებული იყო უმუშევრობასთან, ასევე ცოტა ხნის წინ განცდილ

კრუნჩხვასთან და ეპილეფსიური მედიკამენტების გვერდით ეფექტებთან. დეპრესია

არ უკავშირდებოდა სქესს, მატერიალურ სტატუსს, ან ეპილეფსიური მედიკამენტების

ერთი ან სხვადასხვა სახის მიღებას. ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დეპრესიის
გავრცელება ეპილეფსიაში ბევრად აღემატება მის გავრცელებას ზოგად პოპულაციაში.

დევიდ დუნმა და მისმა კოლეგებმა (DAVID W. DUNN, M.D., JOAN K. AUSTIN, D.N.S., GERTRUDE A. HUSTER, M.H.S. ; „Symptoms of Depression in Adolescents With Epilepsy”; ) ჩაატარეს კიდევ ერთი კვლევა, რომლის შედეგადაც შეგროვდა
12-დან 16წ-მდე ეპილეფსიის მქონე მოზარდთა მონაცემები. სხვა დანარჩენი ცვლადები
სტანდარტიზებული იყო. შედეგების მიხედვით 23% ჰქონდა დეპრესიის

სიმპტომატიკა. დეპრესიის მნიშვნელლოვანი განმაპირობებლი აღმოჩნდა ახალგაზრდების დამოკიდებულება ეპილეფსიის მიმართ, ოჯახთან ურთიერთობით კმაყოფილების
დონე და ასევე კონტროლის ლოკუსი.

ოგუზმა და მისმა კოლეგებმა (Abdulfettah Oguz, Semra Kurul, Eray Dirik, Dokuz
Eylül; „Relationship of Epilepsy-Related Factors to Anxiety and Depression
Scores in Epileptic Children“; ) ჩაატარეს კიდევ ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც
დადგინა, რომ კოგნიტური და ქცევითი დარღვევები უფრო ხშირად გვხვდება ეპილეფსიის მქონე მოზარდებში ვიდრე მათ თანატოლებში. ამ კვლევაში შეფასდა შფოთვა და
დეპრესია ეპილეფსიურ ბავშვებში, რათა შეედარებინათ ჯანმრთელთა საკონტროლო
ჯგუფისთვის და დაედგინათ რამდენად იყო დაკავშირებული ეპილეფიის ფაქტორთან
შფოთვა და დეპრესია. კვლევაში მონაწილეობდა 9-18 წლამდე ეპილეფსიის მქონე

35 მოზარდი და 35 ჯანმრთელი ბავშვი. საკონტროლო და კვლევითი ჯგუფიც დაიყო 2 ასაკობრივ ჯგუფად - 9-11 და 12-18, რათა გამოერიცხათ პუბერტატის ასაკის გავლენა
შფოთვასა და დეპრესიაზე. შფოთვის ქულა მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო
ეპილეფსიის მქონე 9-11 ასაკობრივ ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
ხოლო 12-18 წლის ეპილეფსიის მქონდე მოზარდების ჯგუფში მნიშვნელოვნად
მაღალი იყო როგორც შფოთვის, ასევე დეპრესიის ქულები. ეპილეფსიის სხვა ცვლადები
არ უკავშირდებოდნენ შფოთვასა და დეპრესიას.

პატრიკ კვეინმა და მისმა კოლეგებმა (Patrick Kwan, Evelyn Yu, Howan Leung, Teresa Leon andMarko A. Mychaskiw; „Association of subjective anxiety, depression, and sleep disturbance with quality-of-life ratings in adults with epilepsy“ ; )ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი იყო, დაედგინა თუ რა კავშირია შფოთვას, დეპრესიას, ძილის დარღვევებს, კრუნჩხვებისა და ცხოვრების ხარისხს შორის. შედეგებმა აჩვენეს, რომ ეს ფაქტორები ახდენენ უფრო დიდ გავენას ცხოვრების ხარისხზე, ვიდრე მოკლე ვადიანი კრუნჩხვები. ამიტომ ცხოვრების ხარისხის შეფასებისას ამ ფაქტორების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.



0
223
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გაბედავა
ნათია გაბედავა
223