x
შიზოფრენიის მკურნალობა და გამოსავალი

აბსტრაქტი


ნაშრომში განხილულია შიზოფრენიის მკურნალობის როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული, ანუ ალტერნატიული
მეთოდები. როგორც მოგეხსენებათ, შიზოფრენია, ესაა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა. მას ენდოგენური ბუნების დაავადებებს მიაკუთვნებენ. მიჩნეულია, რომ მის განვითარებაში წამყვანი როლი მემკვიდრეობას მიუძღვის. აქედან გამომდინარე, შიზოფრენიის მკურნალობა შეუძლებელია
მხოლოდ ფსიქოთერაპიული მეთოდებისა, თუ პაციენტის გარემო პირობებში გარკვეული ცვილებების შეტანით. სწორედ ამიტომ, იგი მოითხოვს ხანგრძლივ, ქრონიკულ მკურნალობას, რომლის
ქვაკუთხედი დღესაც მედიკამენტური საშუალებებია. ამასთან ერთად, გამოიყენება მკურნალობის ისეთი ტრადიციული მეთოდებიც, როგორებიცაა: ელექტროკრუნჩხვითი თერაპია და ფსიქოსოციალური
მიდგომა. ასევე, ფართოდ იყენებენ მკურნალობის ალტერნტიულ საშუალებებსაც, კერძოდ: D ვიტამინის, გლიცინისა და თევზის ქონის გამოყენება, პაციენტისთვის სპეციფიკური დიეტის დანიშვნა და სხვა. ნაშრომში აღნიშნულია შიზოფრენიის მკურნალობის მეთოდებში კროს-კულტურული ვარიაციები. ასევე, განხილულია მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდითი ეფექტები, მოვლენები და მოცემულია რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა
პაციენტმა, რათა შესაძლებელი გახდეს ამ დარღვევის სრული კონტროლი.





შიზოფრენიის მკურნალობის ტრადიციული და არატრადიციული
მეთოდები, მკურნალობის კროს-კულტურული ვარიაციები და გამოსავალი.


მკურნალობის ტრადიციული მეთოდები (სამედიცინო მიდგომა)

კონკრეტულად შიზოფრენიისთვის სამკურნალოდ, (როგორც,
მაგალითად, დიაბეტისთვის) მედიკამენტები ჯერ არ შეუქმნიათ,
წამალი ჯერ არ გამოუგონებიათ, ამიტომ, მისი საბოლოოდ განკურნების საკითხი ჯერ სამომავლო პერსპექტივაა. თუმცა, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებით სავსებით შესაძლებელია მისი სიმპტომების კონტროლი. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ შიზოფრენიის სიმპტომების განმეორების საფრთხე 90%-მდე იზრდება, თუკი ავადმყოფობის მკურნალობა არ
ხდება დროულად, მისი გამოვლენიდან ერთი წლის განმავლობაში. ხოლო, რემისიის შემდეგ სიმპტომების განახლების შემობრუნების ალბათობა 30%-მდე კლებულობს სწორი და დროული მკურნალობის შეთხვევაში. დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის სწორი მეთოდის დანიშვნა აუცილებელია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს : დავარეგულიროთ მწვავე ფსიქოზური სიმპტომები, მაქსიმალურად შევამციროდ სიმპტომების განმეორების ალბათობა და ჰოსპიტალიზაციის პერიოდი. ასევე, შიზოფრენიით
დაავადებულ ადამიანთა, დაახლოებით, 50% -ს აქვს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომ, აუცილებელია, დიაგნოზი დროულად დაისვას და პაციენტმა შეწყვიტოს მათი მოხმარება. შიზოფრენიის გამოვლენის პირველ პერიოდში ავადმყოფისთვის ძლიერ დამახასიათებელია სუიციდური
აზრები. თუმცა, საბედნიეროდ, ამგვავრი ტენდენცია განკურნებადია
და ამიტომ, აუცილებელია პროფესიონალის დროული ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შედეგები. შიზოფრენიის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევა (ან სწორი მკურნალობა) საშუალებას აძლევს ავადმყოფს, რომ ავადმყოფობამ დამანგრეველად არ იმოქმედოს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სოციალურ ურთიერთობებზე და ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაზე. როგორც წესი, შიზოფრენია მძიმე ტვირთად ექცევათ ხოლმე ამ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ამ დარღვევის მკურნალობის ადრეული ეტაპი მოიცავს ოჯახურ თერაპიებს, რომელიც ამცირებს სტრესს და განხეთქილების დონეს ოჯახის წევრებს შორის.

ის, თუ როდის მოხდა დიაგნოზის დასმა და მიიღო თუ არა, პაციენტმა სწორი მკურნალობა, გავლენას ახდენს ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების ინტენსივობაზე. ხოლო იმის მიხედვით, თუ რა სიმწვავით და რა სიხშირით ვლიენდებიან ეს სიმპტომები, გამოყოფენ პაციენტთა სამ ტიპს: 1) პაციენტები, რომლებთანაც დარღვევა შედარებით სტაბილური და მშვიდი სახით ვითარდება - ისინი მედიკამენტებს დანიშნულების მიხედვით იღებენ. მათთან სიმპტომები შედარებით სუსტადაა გამოხატული და მწვავე პერიოდი, დაახლოებით, 2-3 - ჯერ მეორდება 45 წლამდე. 2) პაციენტები, რომელთა ფსიქიკური აშლილობა საშუალო სიმწვავით ხასიათდება, თუმცა ინარჩუნებს სტაბილურობას - ისინი მედიკამენტებს,
ჩვეულებრივ, დანიშნულების მიხედვით იღებენ, თუმცა აქვთ დარღვევებიც. მათ 45 წლამდე აღენიშნებათ სიმპტომების გამეორების
3-ზე მეტი შემთხვევები, შემთხვევა, განსაკუთრებით, სტრესული სიტუაციების დროს. ასევე, მათთან ეს განმეორებული სიმპტომები გარკვეული ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. 3) პაციენტები, რომლებთანაც შიზოფრენია არასტაბილურად და მწვავედ ვითარდება - ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ისინი არ მისდევენ მკურნალობის კურსს და მედიკამენტებს დანიშნულების მიხედვით
არ იღებენ. მათთან სიმპტომების განმეორება ძალიან ხშირად ხდება და სტაბილური პერიოდიც, შესაბამისად, ძალიან მცირეა: სიმპტომების გამოვლენის ერთი პერიოდიდან განახლების მეორე პერიოდამდე. აქედან გამომდინარე, ავადმყოფს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემები ექმნება და ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს სხვების დახმარებას.

ნებისმიერ სტადიაზე შიზოფრენიის მკურნალობის ქვაკუთხედს წარმოადგენს ტრადიციული მედიკამენტებიური საშუალებები: ტრადიციული ანტიფსიქოზური საშუალებები, ატიპიური ანტიფსიქოზური (Atypical antipsychotics) მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები და გუნება-განწყობის სტაბილიზატორები (ნორმოთიმიკები).
ანტიფსიქოზური საშუალებები 1950-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენება და წარმოადგენს იმ ძირითად ნარკოტიკულ საშუალებას, რომელსაც მიმართავენ შიზოფრენიის მკურნალობისთვის. იგი ამცირებს ილუზიებს, ჰალუცინაციებს და ხელს უწყობს ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას. ანტიფსიქოზურ საშუალებებს ყოფენ ორ ძირითად ტიპად: ტრადიციულ და ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებად. მათი დანიშვნა ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს პიროვნება მკურნალობაზე და როგორია მისი გვერდითი ეფექტები. ძირითად ტრადიციულ ანტიფსიქოზურ საშუალებებს მიეკუთვნება : ლორპომაზინი (chlorpromazine) და ჰალოპერიდოლი (haloperidol). ეს მედიკამენტური საშუალებები ბლოკავენ დოფპამინ- 2-ის მოქმედებას. ითვლება, რომ დოფპამინ- 2 ეხმარება ადამიანს მოტორული და კოგნიტური ფუნქციონირებისა ქცევის, ფიქრისა
და მეხსიერების გაუმჯობესებაში. თუმცა, ამ ნეიროგადამცემის მოქმედება ჰიპერაქტიულია ყველა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ტვინში, რაც განაპირობებს პათოლოგიურ ცვლილებებს.


ქლორპომაზინი სუსტი ნარკოტიკული საშუალებაა და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელია - თორაზინი (Thorazine), რომლის გამოყენებაც იწვევს შემდეგი სახის გვერდით ეფექტებს :
ყაბზობას, პირის სიმშრალეს, თავბრუსხვევას, წონასწორობის დაკარგვას, ქრონიკულ დაღლილობას და ა.შ.. რაც შეეხება ჰალოპერიდოლს, იგი შედარებით უფრო ძლიერი ნარკოტიკული
საშუალებაა. მას მიეკუთვნება ჰალდოლი და პროლიქსინი
(Haldol and Prolixin), რომლებიც იწვევენ ნეირო-კუნთურ გვერდით ეფეტქებს : კუნთურ სპაზმებს და წონასწორობის დაკარგვას. ამ დროს, დიდია ალბათობა, რომ ადამიანს დაემართებაოს დისკინეზია (dyskinesia) - დაავადება, როდესაც ადამიანი ვერ აკონტროლებს მოძრაობას და აღენიშნება უნებლიე მოძრაობები, რომელიც მოტორული კონტროლის დაკარგვითა და უნებლიე მოძრაობებით
ხასიათდება . ანტიფსიქოზური საშუალებები წარმატებით გამოიყენება შიზოფრენიის ისეთი პოზიტიური სიმპტომების მკურნალობისას, როგორებიცაა: ილუზიები, ჰალუცინაციები და დეზორგანიზებული მეტყველება. თუმცა, ისინი ასეთივე ეფექტური
არაა ამ დარღვევის ნეგატიურ სიმპტომების მკურნალობისას,
მაგალითად: ემოციების კონტროლისაა და ნებისყოფის ნაკლებობას.
ატიპური ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, კლოზაპინი ( clozapine), ნარკოტიკთა კლასის შედარებით ახალი წევრები არიან. ისინი ფართოდ გამოიყენება შიზოფრენიის მკურნალობისას და მათი ძირითადი ღირებულება ისაა, რომ : 1) ისინი ეფექტურად მოქმედებენ ფსიქიკური აშლილობის როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ სიმპტომებზე. 2) ვინაიდან ისინი დოფპამინ- 2-ის რეცეპტორებზე მცირე ზეწოლას ახდენენ, არ იწვევენ ისეთ მწვავე გვერდით ეფექტებს, როგორიცაა - დისკინეზია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების უარყოფითი მხარეც. ეს მედიკამენტები იწვევს ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორებიცაა : ტრადიციული ანტიფსიქოზური საშუალებებისთვის დამახასიათებელი პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძლიერი მოდუნება და ასევე, სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის საგრძნობლად შემცირება, რის გამოც, აუცილებელია სისხლის პერიოდული შემოწმება. ამგვარი გვერდითი ეფექტები ზოგჯერ ძლიერ პრობლემად გადაექცევა ხოლმე პაციენტს, რის გამოც იგი უარს ამბობს მედიკამენტებით მკურნალობაზე და შედეგად ვიღებთ სიმპტომების ხშირ განმეორებებს. ასეთი არასასურველი შედეგის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, პაციენტმა
რჩევისთვის ექიმს მიმართოს, რომელმაც შესაძლოა მას პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა შესთავაზოს: 1) დაიცადოს, სანამ გვერდითი ეფექტები თავისით გაივლიდეს, 2) წამლის
დოზა შეამციროს, 3) გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ სხვა წამლის დამატება, ან 4) საწყისი წამლების ჩანაცვლება სხვა, უფრო ხშირად კი, ატიპური ანტიფსიქოზური საშუალებებით.
აუცილებელია, რომ პაციენტებმა მედიკამენტებით მკურნალობას თავი არ დაანებონ, მაშინაც კი, როდესაც ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების გამოვლინება აღიკვეთება. ეს ეხება შიზოფრენიის პირველ სტადიაზე მყოფ პაციენტებსაც. ასევე, წამლების
დოზის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიმპტომების აღკვეთიდან 12, ან 24 თვე გავა.

რაც შეეხება ელექტროშოკით მკურნალობას, ამ მეთოდმა დროთა განმავლობაში გარკვეულწილად იცვალა სახე, მაგრამ მნიშვნელობა არ დაუკარგავს. მაგალითად, საფრანგეთში მას იყენებენ შეკავების (სტუპორის), დეპრესიის დროს. ჩვენ ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას დღესდღეობით მოკლებულნი ვართ – საქართველოში არსებული ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის აპარატურა
მოძველებულია.

აქვე ორიოდე სიტყვით უნდა აღვნიშნოთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში შიზოფრენიასთან მიმართებში. გთავაზობთ, ნაწყვეტს ფსიქიატრ დავით ზურაბიშვილის ინტერვიუდან: „ავადმყოფთა განსაზღვრულ კონტინგენტს სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, თუმცა მათი დიდი ნაწილი სარგებლობს ამბულატორიული დახმარებით სპეციალიზებულ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერულ ქსელში, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქში ფუნქციონირებს, და ეს იმიტომ, რომ არსებობს პრეპარატები, რომელთა მეშვეობითაც თუ გამოჯანსაღება არა, მდგომარეობის გაუმჯობესება მაინც შესაძლებელია. ასე რომ, საავადმყოფოში შედარებით ნაკლებ ადამიანს უხდება დაწოლა. მან, ვისაც წამლის სისტემატური მიღება სჭირდება, მაგრამ შეუძლია იყოს ოჯახში, ჩაერთოს შრომით საქმიანობაში, არ უქმნის საფრთხეს საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს, უმჯობესია, მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში განაგრძოს. საზოგადოდ, პაციენტი საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობისთვის თავსდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იმ ავადმყოფთა იზოლირებასაც გულისხმობს, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდნენ სხვებს ან საკუთარ თავს. ასეთი რამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
დეპრესიების დროს. ჩვენში ჯერ კიდევ არის ძველი პრაქტიკა – ხშირად ავადმყოფმა არც კი იცის, რა სპეციალიზაციის ექიმთან მიდის. ეს შეცდომაა. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ ფსიქიატრთან არის მიღებაზე. განსაზღვრულ ეტაპზე ისიც უნდა შეიტყოს, რა სჭირს და მიხვდეს, რომ მკურნალობა აუცილებელია...“ ( მარი ზაზაშვილის სტატია - „ფსიქიკური დარღვევები, გაურკვეველი განწყობა.“).



ფსიქოსოციალური მიდგომა

შიზოფრენიის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა წამყვანია, მაგრამ არა ერთადერთი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენება, დაწყებული ზოგადი ფსიქოთერაპიით, რაც პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნას და ექიმთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
პაციენტებს უწევთ, გაუმკლავდნენ დაავადებას და ამით გამოწვეულ შიშებს, სოციალურ იზოლაციასა და სტიგმას, ამიტომ მათ სჭირდებათ სხვების მხარდაჭერა. ამ მიზნით, შიზოფრენიის მკურნალობისას გამოიყენება ფსიქოსოციალური მიდგომა, რომლის ძირითადი შემადგენელი ელემენტებია შემდეგი:

1) პაციენტისა და ოჯახის ინფორმირება - თავად პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ ყველფერი ამ დაავადების და მისი მკურნალობის შესახებ, რომ შესძლონ შიზოფრენიის სიმპტომების
კონტროლი.

2) ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება - აუცილებელია, რომ მკურნალობისა და მომავალი ცხოვრებისეული
მიზნების დასახვისას გადაწყვეტილებები თერაპევტმა, პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა ერთობლივად მიიღონ.

3) მკურნალობისა და სიმპტომების კონტროლი - მუდმივი დაკვირვებით შესაძლებლობა გვაქვს, დავადგინოთ პაციენტი მედიკამენტებს დანიშნულების შესაბამისად იღებს თუ არა და ასევე,
გამოვავლინოთ სიმპტომების განმეორების ადრეული ნიშნები, რითაც მათი თავიდან აცილების საშუალება გვეძლევა. სიმპტომების გამოვლენის სიხშირისა და მკურნალობის გვერდითი ეფექტების
აღწერა და პერიოდული შემოწმება აუცილებელია, რათა დადგინდეს, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს პაციენტის მკურნალობა. აღნიშნული დაკვირვებები შეიძლება თავად პაციენტმა
აწარმოოს სპეციფიკური დღიურის საშუალებით, ან შესაძლოა, მას
დაენიშნოს ზედამხედველი.

4) ტრენინგი და დახმარება ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისთვის - შიზოფრენიით დაავადებულთა უმრავლესობას სურს, იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ, მათ ეხმარებიან ისწავლონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საკითხებს, მაგალითად: სოციალურ აქტივობებს, ფინანსურ საკითხებს, პირად ჰიგიენასა და ა.შ; არსებობს სპეციალური სააგენტოები, მაგალითად, როგორიცაა - Assertive community treatment (ACT). ეს სააგენტოები ამ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს უნიშნავენ
სპეციალურ ზედამხედველებს, რომლებიც მათთან სახლში მიდიან და ეხმარებიან ნებისმიერი პრობლემის მოგვავრებაში. ასე რომ, ზოგ
ქვეყანაში, სადაც მსგავსი პროგრამები არსებობს, შიზოფრენიით დაავადებულები რეაბილიტაციას გადიან სახლში და არა საავადმყოფოებში.
5) მხარდაჭერის თერაპია - ეს თერაპია პაციენტებს უზრუნველყოფს ემოციური მხარდაჭერით, განუმტკიცებს მათ ჯანსაღი ქცევის ფორმებს, ეხმარება, შედარებით უმტკივნეულოდ მიიღონ თავიანთი ავადმყოფობა და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი
შესაძლებლობები. ეს თერაპია ტარდება ან ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად. ჯგუფური თერაპიის უპირატესობა ის არის, რომ იგი პაციენტს მეგობრების შეძენაში ეხმარება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: მხარდაჭერის თერაპია, პაციენტისა და ოჯახის ინფორმირება და ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება სოციოკულტურული თეორიის მიმდევრების პრიორიტეტებია. რაც შეეხება კოგნიტურ-ბიჰევიორისტულ მიდგომას, მისი წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ საჭირო უნარ-ჩვევებისა და ატიტუდების ჩამოყალიბებასა და გავარჯიშებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია პაციენტებისათვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებით.

მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები.

შიზოფრენიის მკურნლობის მედიკამენტოზური და სხვა ტრადიციული მეთოდების გარდა, არსებობს მკურნალობის ალტერნატიული, არატრადიციული მეთოდებიც, რომლებიც შეიძლება ეფექტური
იყოს ამ დაავადების მკურნალობისას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ალტერნატიული მიდგომები ვერ ჩაანაცვლებენ კვალიფიციური ფსიქიატრების რჩევებსა და მათ მიერ დანიშნულ მკურნალობის
მეთოდებს. ისინი უნდა განვიხილოთ, როგორც ტრადიციული მეთოდების დამატება, რომლებიც შიზოფრენიის სიმპტომების კონტროლის ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის. ეს ალტერნატიული
საშუალებებია:


ვიტამინი “D” - ითვლება, რომ ეს ვიტამინი აუმჯობესებს იმუნური
სისტემის ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, ექიმები ამ ვიტამინს ხშირად უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ, მაგალითად, დეპრესია. ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომელებთაც ფსიქიკური აშლილობები აქვთ, “D” ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნებათ. ამიტომ, ფსიქიატრებიც პაციენტებს ხშირად
უნიშნავენ ხოლმე ამ ვიტამინს და თანაც აღნიშნავენ, რომ : „ვნებით არ ავნებს, მაგრამ შეიძლება სარგებელი მოიტანოსო“. თუმცა, დამტკიცებული არ არის, რომ შიზოფრენიით დაავადებულთათვის ამ ვიტამინის დანიშვნა რაიმე ღირებული შედეგის მომტანი იყოს.


თევზის ცხიმი - თევზის ქონი ცხიმოვანი მჟავა, ომეგა- 3- ის ბუნებრივი წყაროა. ამიტომ, იგი ხშირად გამოიყენება შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტების მკურნალობისას. თევზის ცხიმი შეიცავს ვიტამინ С – სა და ვიტამინ E - ს, რომლებიც ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია,
ამიტომ იგი გამოიყენება მედიკამენტებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად.

გლიცინი - ეს არის ერთგვარი ცილოვანი ბლოკი, რომელსაც შეუძლია არაპირდაპირ გააუმჯობესოს შიზოფრენიის სიმპტომების მკურნალობის ეფექტურობა. იგი გამოიყენება ანტიფსიქოზურ

საშუალებებთან ერთად და აუმჯობესებს თავის ტვინის იმ სპეციფიკური რეცეპტორების ფუნქიონირებას, რომელთა პათოლოგიაც ასოცირდება შიზოფრენიასთან.

სპეციალური დიეტის დანიშვნა - მკურნალობის ალტერნატიული მეთოდებიდან ერთ-ერთია ჯანსაღი დიეტა, რომელიც მოიცავს: თევზეულობას, ბოსტნეულობას, ახალ ხილსა და მარცვლეულობას.



კროს-კულტურული ვარიაციები შიზოფრენიის მკურნალობაში.

მიუხედავად იმისა, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა სიმპტომები და ზოგადად, ამ დარღვევის მიმდინარეობა თითქმის ყველგან ერთი და იგივეა, სხვადასხვა კულტურაში პაციენტებს სხვადასხვა ტიპისა
და დოზის მედიკამენტებს უნიშნავენ. კულტურულად განსხვავებულია, ასევე, მკურნალობის სხვა მეთოდებიც.

კრეიენბულმა (Kreyenbuhl etc, 2003 ) და მისმა კოლეგებმა 2003 წელს ჩაატარეს გამოკვლევა. მათ იკვლიეს განსხვავება ა.შ.შ.-ში მცხოვრები კავკასიელი და აფროამერიკელი პაციენტების მედიკამენტოზურ მკურნალობაში. კვლევაში მონაწილეობდა 344 პაციენტი, რომელებთაც ჰქონდათ დასმული შიზოფრენიის, ან შიზოაფექტური აშლილობის ( schizoaffective disorder ) დიაგნოზი. მონაცემები შეგროვდა ამ პაციენტებზე დაკვირვებითა და მათ შესახებ არსებული სამედიცინო ჩანაწერების ანალიზით. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ არსებობდა დიდი განსხვავება კავკასიელი ამერიკელებისა და აფროამერიკელი პაციენტების მკურნალობის მეთოდებში. კერძოდ, აფროამერიკელ პაციენტებს სამჯერ უფრო ხშირად უნიშნავდნენ ანტიფსიქოზური მედიკამენტების ინექციას, ვიდრე - კავკასიელ ამერიკელებს. ხოლო, მკურნალობის ახალ მეთოდებსა და ახალ მედიკამენტებს კავკასიელ პაციენტებს უფრო ხშირად უნიშნავდნენ, ვიდრე - აფროამერიკელებს. მაგალითად, კავკასიელ პაციენტებს 6-ჯერ უფრო ხშირად უნიშნავდნენ კლოზაპინს (clozapine), ანტიფსიქოზური ნარკოტიკული საშუალებების უახლეს მედიკამენტს, ვიდრე - აფროამერიკელ პაციენტებს. ამის მიზეზად დასახელებული იყო ის, რომ აფროამერიკელი პაციენტები განსხვავებულ სიმპტომებს ავლენდნენ, ვიდრე კავკასიელი პაციენტები, რაც იწვევდა განსხვავებას მათი მკურნალობის მეთოდებში. სამწუხაროდ, ეს არ იყო რეალური მიზეზი. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ როგორც აფრიკელი, ასევე, კავკასიელი ამერიკელები ერთნაირი სიმპტომებითა და მედიკამენტოზური მკურნალობისას მკურნალობის შედეგად

მსგავსი გვერდითი ეფექტებით ხასიათებოდნენ. კრეიენბულმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რასიზმი თამაშობდეს დიდ როლს ა.შ.შ.-ს ფსიქიატრიულ პრაქტიკაში და ეს იწვევდეს გულგრილ
დამოკიდებულებას შიზოფრენიით დაავადებული აფროამერიკელი პაციენტებისადმი.
კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა ინდოეთში, რითიც რომლის შედეგებითაც დამტკიცდა, რომ კულტურა ნამდვილად ახდენს გავლენას ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობაზე.
კერძოდ, მკურნალობის იძულებითი დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ წამლების მიღებაზე, ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამ მოვლენაზე სხვადასხვა კულტურაში
სხვადასხვა შეხედულება აქვთ. ინდოეთში ჩატარდა შიზოფრენიით დაავადებულთა ოჯახების გამოკითხვა და დადგინდა, რომ ის პაციენტები, რომლებიც უარს ამბობდნენ წამლების მიღებაზე, მათი
ოჯახის წევრების თანხმობითა და სურვილით გადაჰყავდათ საავადმყოფოებში და იძულებით უნიშნავდნენ მკურნალობას. როგორც მოგეხსენებათ, ინდოეთი კოლექტივისტური ქვეყანაა და კოლექტივისტურ კულტურებში ავადმყოფის მოვლაში ოჯახს დიდი
როლი აკისრია. აქედან გამომდინარე, ინდოეთში მკურნალობის იძულებითი დანიშვნა პაციენტის ოჯახის წევრების მიერ მორალური თვალსაზრისით განიხილებოდა, როგორც ვალდებულება ავადმყოფი
წევრის მიმართ. ამის საპირისპიროდ, ინდივიდუალურ კულტურებში, როგორიცაა, მაგალითად, დასავლური კულტურა, მკურნალობის ამგვარი ძალადობრივი მეთოდები მიუღებლად და პაციენტისადმი ძალადობრივ აქტად ითვლება.

დასკვნა

მაშასადამე, შიზოფრენიის საბოლოოდ განკურნება ჯერ-ჯერობით
შეუძლებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მისი სიმპტომების კონტროლი, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, რომ ფსიქიკურმა აშლილობამ ხელი არ შეუშალოს ყოველდღიურ სოციალურ
ცხოვრებასა და სოციალურ აქტივობაშიში. სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია მკურნალობის ტრადიციული მეთოდებით, რომელიც მოიცავს: მედიკამენტებით მკურნალობას, ფსიქოსოციალულრ
მიდგომასა და ელექტროკრუნჩხვით თერაპიას. არსებობს, მკურნალობის არატრადიციული მეთოდებიც, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ტრადიციულის დამხმარედ გამოიყენება. შიზოფრენიით
დაავადებულთა მკურნალობა საქართველოშიც ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნებში, თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან აპარატურის უქონლობის გამო, არ იყენებენ ელექტროკრუნჩხვით თერაპიას.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დარღვევის სიმპტომები ყველა ადამიანისთვის ერთნაირია, არსებობს კულტურული ვარიაციები მკურნალობის მეთოდებში და ეს სხვაობა საკმაოდ შესამჩნევია, რაც
ხშირად ნეგატიურად აისახება თავად პაციენტზე. ამის დამადასტურებელია კრეიენბულის მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ შიზოფრენიით დაავადებული აფროამერიკელების მკურნალობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა რასიზმი და შავკანიანების მიმართ არსებული ცრურწმენები.

0
809
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გაბედავა
ნათია გაბედავა
809
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0