x
სიყვარული და დეფიციტის პრინციპი
პარტნიორის არჩევა თამაშს გავს. ალბათ თქვენი ნაცნობისგან,
ან მეგობრისგან გსმენიათ მსგავსი წინადადება:“არ მინდა თამაში“, ან „დავიღალე ამ თამაშით“. ჩვეულებრივ, ისინი მსგავსი განცხადებით იმის თქმას ცდილობენ, რომ მათ სურთ ისეთი ადამიანი იპოვონ, რომელიც დააფასებს მათ იმდენად, რომ მზად იქნება მათთან გულწრფელი ურთიერთობის დაწყებისთვის. სასიყვარულო თამაშისას, ან გნებავთ, ცხოვრებისეული პარტნიორის ძებნისას,
ადამიანები თითქოს თავად სიყვარულზე არიან შეყვარებულები, მათ განუწყვეტლივ უყვარდებათ ისეთები, რომლებისგანაც საპასუხო გრძნობას ვერ იღებენ, ამიტომ ისინი უსაფუძვლოდ იწყებენ იმის მტკიცებას, რომ „ყველა ქალი, ან ყველა კაცი ერთნაირია“ და უგზოუკვლოდ სვამენ კითხვას:“ ნუთუ ამ ქვეყნად სასიამოვნო
ადამიანები აღარ არსებობენ?!“


imageერთხელ და სამუდამოდ, დროა გავაცნობიეროთ, რომ პარტნიორის ძიების პროცესი თავისი ბუნებით ჭეშმარიტად თამაშია და თუკი გსურს რომ გაიმარჯვო, უნდა გესმოდეს როგორ ითამაშო, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ მცდელობაზე დამარცხდები. ამ თამაშში ყველაზე მძიმე მარცხი კი ცალმხრივი გრძნობაა.


ცალმხრივი სიყვარული ყოველთვის წარმოადგენდა ხელოვნების, სიმღერებისა, თუ ფილმების საგანს. საუკუნეების მანძილზე ადამიანები გულისტკივილით მისტირიან იმ გრძნობას, რომელიც საპასუხოდ ვერ მიიღეს და სვამენ კითხვას - „რატომ?!“. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები ფარ-ხმალს არ ყრიან და ყველანაირად ცდილობენ, რომ სიტუაცია გამოასწორონ, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენად ძლიერადაც ისინი ცდილობენ საყვარლის გულის მოგებასა და მისი ყურადღების მიპყრობას, ყოველ ჯერზე იმდენად “ბრწყინვალე”

მარცხს განიცდიან.

თუკი ოდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები, აუცილებლად დაუსვი შენს თავს შეკითხვები: ჩემი სიყვარულის ობიექტი სხვაზე ხომ არაა შეყვარებული? რაიმე ლოგიკური, ან გარეშე ფაქტორი ხომ არ არსებობს, რაც ხელს უშლის მას, რომ სიყვარულზე იმავე გრძნობითვე მიპასუხოს? მსგავსი ხელისშემშლელი ფაქტორების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ: ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამსახურთან, ან სწავლასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.
თუკი ყველა ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითად უპასუხე, მაშინ დროა, საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. კერძოდ, პარტნიორის ძიების პროცესი განტოლებასთან უნდა გავაიგივოთ, რადგან
რეალურად, ეს ასეცაა. არსებობს მათემატიკური ახსნა იმისა, თუ რატომ მარცხდება ამდენი ადამიანი სიყვარულის თამაშში. ეკონომისტებმა ამ ახსნას უწოდეს დეფიციტის პრინციპი. კერძოდ, მათი აზრით :“ როდესაც ნებისმიერი რამ, მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს მატერიალური, თუ არამატერიალური, ერთდროულად არის როგორც სასურველი, ასევე იშვიათი, მაშინ იგი ხდება ღირებული და ყველასათვის სასურველი. აქ აუცილებელია, რომ ეს ორივე პირობა შესრულდეს, რადგან თუკი რაიმე არ არის სასურველი, ან არ არის დეფიციტური, ანუ, თუკი ამ ორიდან ერთ-ერთი მაინც დაირღვა, მაშინ ამ რაღაცას არ ექნება ღირებულება.“

მაშასადამე, თუკი გავითვალისწინებთ დეფიციტის ამ პრინციპს, იმისათვის, რომ სიყვარულის სამყაროში გამოჩნდე, როგორც ღირებული პიროვნება, აუცილებელია, ერთდროულად იყო სასურველიც და იშვიათიც, ამ კერძო შემთხვევაში კი, სასურველია, თუ ტერმინს „იშვიათი“ შევცვლით ტერმინით „ძნელად მოსაპოვებელი“.

განვიხილოთ თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე:

სასურველობა - ეს კომპონენტი უფრო მეტად დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი თავის თავს, ვიდრე იმასთან, თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები. როდესაც ადამიანს სჯერა საკუთარი თავის და აქვს რწმენა იმისა, რომ ისიც შეიძლება იყოს დაფასებული და ღირებული, ეს რწმენა აიძულებს სხვებს, რომ არაქვეცნობიერად დაეთანხმონ და მიიღონ ეს აზრი. როცა ვიღაცას გულწრფელად სჯერა, რომ იგი არის ღირებული ადამიანი, მას ამის დასამტკიცებლად სულაც არ სჭირდება, მაგალითად, ფულის თავმომწონედ მიმოფანტვა, ან რამე მსგავსი. უბრალოდ, ისიც საკმარისია, რომ მას საკუთარი ფასეულობის სჯერა და
ეს რწმენა საშუალებას აძლევს იფიქროს, რომ სხვებსაც მოეწონებათ იგი. როგორც წესი, ეს რწმენა, თუ წინასწარმეტყველება მართლდება ხოლმე. მაშასადამე, იყო სასურველი ძალიან მარტივია. მთავარია, გრწმენოდეს საკუთარი ღირებულების.
იმ ადამიანებს, რომელთაც სჯერათ თავიანთი სასურველობის, არავითარ შემთხვევაში არ შეაქვთ ეჭვი ამ რწმენაში, არც მაშინ, როცა ვიღაც მათ შეტყობინებას არ პასუხობს და არც მაშინ, როცა ისინი საყვარელი ადამიანისგან საპასუხო გრძნობას ვერ ღებულობენ.
ასეთი ადამიანები, ღრმა თავდაჯერებულობის წყალობით სიმშიდეს ინარჩუნებენ მაშინაც კი, როცა სასიყვარულო მარცხს განიცდიან და დიდად არ ღელავენ, რადგან სჯერათ, რომ ირგვლივ ჯერ კიდევ ბევრი პერსპექტივაა. ამის გამო ისინი არ უნდა მივიჩნიოთ, როგორც ცივი და უგრძნობი ადამიანები, მათი სიმშვიდის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ეს ადამიანები სასიყვარულო მარცხს პიროვნულ მარცხთან არ აიგივებენ, პირიქით, მას უყურებენ როგორც ცხოვრებისეულ
გაკვეთილს.
ასეთი თვითდაჯერებული ადამიანები ცალმხრივი სიყვარულის „განტოლებაში“ ყოველთვის სასურველ მხარეს აღმოჩნდებიან
ხოლმე. მაგალითად, როგორც გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი სამუშაოს ძებნის პროცესში უარს ამბობს სხვდასხვა სამსახურზე იმ იმედით, რომ უკეთესსა და მისთვის შესაფერის სამუშაოს იპოვის, ასევე შეუძლია თვითდაჯერებულ ადამიანს რომანტიული პერსპექტივების ძიება. მარტივ სავარჯიშოებს შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ ადამიანს სასურველ პარტნიორად გამოჩენაში. პირველი წესი ასეთია: გჯეროდეს საკუთარი თავის! თუკი ამ წესს ვერ აკმაყოფილებ, მაშინ დროა, საკუთარი თვითშეფასების ამაღლებაზე დაიწყო მუშაობა, მანამ, სანამ არ დარწმუნდები, რომ მიზანს მიაღწიე.

განვიხილოთ ჩარლის მაგალითი. მას რამდენიმე ქალბატონთან ჰქონდა პაემანი და ყოველჯერზე მის თვალში ყველაფერი კარგად მიდიოდა, ამიტომაც ძალიან უკვირდა, რომ მათგან მეორედ მასთან ერთად გასეირნებაც კი არვის სურდა. ამის მიზეზი მარტივია: თავად ჩარლის ბუნებიდან გამომდინარე აღნიშნულ ქალბატონებს სჯეროდათ, რომ „მართალია იგი კარგი ადამიანია, მაგრამ დეპრესიულია“ და მათ ჰქონდათ იმის განცდა, რომ ყოველჯერზე მოუწევდათ მისთვის იმის მტკიცება, რომ იგი არც ისეთი ცუდი იყო, როგორც ამას თავად ამტკიცებდა. მაშასადამე, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად პოზიტიური კუთხით წარმოეჩინა, ჩარლი თავის თავთან მიმართებაში ისეთ კომენტარებს აკეთებდა,
რაც სხვაზე დეპრესიული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ხოლოდ, იმის გამო, რომ მას არ სჯეროდა საკუთარი სასურველობის, ამის არც ქალბატონებს სჯეროდათ. სიტუაციის გამოსასწორებლად
ჩარლიმ და მისმა ფსიქოლოგმა შეიმუშავეს ასეთი გეგმა: ყოველ ჯერზე, როცა იგი საკუთარ თავზე რაიმე ნეგატიურს იტყოდა, მაშინათვე უნდა დაერთო ორი პოზიტიური განმტკიცება. მაგალითად,
როდესაც იტყოდა, რომ „ვარ მსუქანი და ზარმაცი“, იქვე უნდა დაერთო:“ სამაგიეროდ, ვარ მიზანდასახული და მოტივირებული, რომ ყოველდღე გავაუმჯობესო ჩემი თავი.“ რამდენიმე ასეთი
ვარჯიშის შემდეგ, მას უკვე თავად სჯეროდა ამ პოზიტიური განმტკიცებების და მისი პარტნიორის ძიების პროცესიც გამოსწორდა. მან შეძლო, რომ საუთარი სასურველობა ერწმუნა და შედეგად,
სხვებიც დაეჯერებინა ამაში.

დეფიციტის პრინციპი: იშვიათი შემთხვევა

გაიხსენეთ ის დრო, როდესაც ქალსა და მამაკაცს იშვიათად შეეძლოთ ენახათ ერთმანეთი. აკრძალული კავშირები უფრო უმძაფრებდათ გრძნობებს. როდესაც ყველაფერი ადვილად მისაღწევია ნაკლებად ვფიქრობთ მასზე, ნაკლებ მიმზიდველი ჩანს. დეფიციტის პრინციპი უფრო მნიშვნელოვანი ჩანს ქალისთვის. ამას იმითი ხსინიან, რომ როდესაც ქალი ადვილად ხელმისაწვდომია კაცი კარგავს მის მიმართ ინტერესს. მიიჩნევა, რომ ქალები არიან უფრო ემოციურები, ვიდრე კაცები. მაგრამ, ითვლება რომ, ქალმაც და კაცმაც თავი უნდა აარიდონ გრძნობების გამომჟღავნებას ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ემოციების გამოხატვის შემდეგ ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულები, მიჯაჭვულები ხდებიან, რაც დეფიციტის პრინციპს გამორიცხავს.

კვლავ ერთი მაგალითი: ერთ-ერთი პიროვნება თავის მეგობარს, ქეითის ურჩევდა არ დაერეკა ბიჭისთვის, არ მისულიყო მაშინვე, როგორც კი ის შეხვედრას დაუნიშნავდა. მაგრამ მეგობარი არ ითვალისწინებდა მის რჩევას და შედაგად ერთსა და იმავეს იღებდა: ყველა ბიჭი, რომელსაც ხვდებოდა, კარგავდა ინტერესს მის მიმართ. მაგრამ ქეითი მაინც არ ითვალისწინებდა მეგობრის რჩევას. მისი უიღბლობა დამთავრდა, მაშინ როდესაც შეხვდა თავის ახლანდელ შეყვარებულს. იმ პერიოდში, როდესაც ეს ადამიანი გაიცნო, ქეითი დაკავებული იყო თავისი სამუშაოთი და ვერ ახერხებდა მასთან ხშირად შეხვედრას. სწორედ ამან განაპირობა ამ შემთხვევის წარმატბაც. საბოლოო ჯამში, მათ მოახერხეს ურთიერთობის დალაგება “დეფიციტის პრინციპის’’ წყალობით და ახლა შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დეფიციტის პრინციპი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობის საწყის ეტაპზე. შემდგომ უნდა მისცეთ თავს იმის უფლება, რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს.

პაემანის ახალი წესები: შეწყვიტეთ სიყვარულის ძებნა- ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ალბათ უნდა ჩაითვალოს ქალაქური ლეგენდების ერთ-ერთ წარმომადგენელად. დები დოვნერი იყო ბედით უკმაყოფილო, განსაკუთრებით არ უმართლებდა სიყვარულსა და ფულში. მეგობარმა შესთავაზა, რომ ემუშავა ძიძად,
მაგრამ მან განაცხადა, რომ სურდა თვითონ ჰყოლოდა ძიძა. შემდეგ
მან შეიძინა წიგნი რომელსაც ქვია „წესები“, სადაც წერია რჩევები, თუ
როგორ უნდა მოიქცე პარტნიორის ძიებისას. ექვსი თვის შემდეგ ის
დაინიშნა სიმპათიურ და მდიდარ მამაკაცზე, როგორზეც ის მუდამ ოცნებობდა. ის ახლა ბედნიერად ცხოვრობს ქმართან, ორ შვილთან და ძიძასთან ერთად.



არსებობს წესები თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რათა შევინარჩუნოთ პარტნიორთან კარგი ურთიერთობა. მაგრამ ადამიანებს ხშირად წინააღმდეგობის გრძნობა უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით. ალბათ ყველას სმენია „არ აკოცო პირველ შეხვედრაზე“, „დაელოდე, რომ მან პირველმა დაგირეკოს“, „ადვილად არ დანებდე“ და ასე შემდეგ. არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელიც მიჰყვება ასეთ რჩევებს და ითვალისწინებს მათ, მაგრამ ხშირად ჩნდება გრძნობა იმისა, რომ ასეთი ურთიერთობა ყალბია და არაბუნებრივი, ყველას სურს, რომ გულწრფელი იყოს მეორე ნახევართან.

არსებობს წიგნი სახელწოდებით „ახალი საიდუმლოებები პარტნიორის არჩევისას“, რომელშიც წერია ისეთი რჩევები, რომელთა სერიოზულად მიღება ალბათ ცოტა რთულია, რადგან ნაწერი და მისი სტრუქტურა ძალიან მარტივია და განმეორებადი. ნაწერიც ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს მწერალი რჩევებს ყიდის მკითხველზე. ამ წიგნის მიხედვით ქალები არიან მომხიბვლელი, უგუნური და სასოწარკვეთილი არსებები. აქ ასევე მოცემულია რჩევები, იმის შესახებ თუ როგორ უნდა ელაპარაკო მამაკაცს facebook-ზე, twitter-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში. ასევე განსაზღვრულია როგორ უნდა
მოიქცეს ქალი თავისი ასაკიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ ის
18-22 წლამდე ასაკისაა მან უნდა დაიცადოს 30 წუთი და შემდეგ გასცეს პასუხი მამაკაცს, ხოლო თუ ქალი 31 წელს ზემოთაა უნდა დაიცადო 3 საათი. წიგნში ასეთი რჩევების
ჩამონათვალია მოცემული:

1) იყავი განსხვავებული არსება.

2) უნდა გამოიყურებოდე სხვებისგან განსხახებულად.

3) პირველმა არ მიწერო და არ დაელაპარაკო ბიჭს.

4) არ დადგე ან დაჯდე ბიჭის გვერდით პირველი, და არც პირველმა დაიწყო "ფლირტი".


5) მოშორდი მისი facebook-ის გვერდს.


6) არ ნახო და ეკონტაქტო ბიჭს 24 საათის გამავლობაში.

7) არ დაკარგო მეგობრები მხოლოდ იმის გამო, რომ მოგწონს ბიჭი.

8) არ გადაიხადო სადილის ფული.

9) შეწყვიტე ურთიერთობა ბიჭთან, რომელიც ერთხელ მაინც გადადებს შენთან შეხვედრას.

ასეთი სახის წესები და რჩევებია მოცემული წიგნში. სულ 31. ყოველი მათგანი დეტალურადაა ახსნილი. მასში მოცემულია იმდენი დებულება რომლებიც იწყება სიტყვით „არა“, რომ მკითხველს უჩნდება კითხვა საერთოდ რაიმეს გაკეთება შეიძლება თუ არა.
ამ წესებიდან გამომდინარე უნდა იყო პასიური და საწაულის
მოლოდინში, რომ ვინმეს შეუყვარდები. წესებიც ცოტა არ
იყოს მზაკვრულია, ისინი არაბუნებრივია, დეფიციტის პრინციპზეა
დამყარებული: ის რაც ცოტაა, უფრო ღირებულია. ამის მიხედვით
უფრო დასაფასებელია თუ იქნები ძნელად მოსაპოვებელი. ეს წიგნი
მოითხოვს წესების ზუსტად შესრულებას და ქალებისგან ძლიერ თამაშს, რათა მიიღონ სასურველი შედეგი. მაგრამ კითხვა პასუხგაუცემელი რჩება: როგორ შეიძლება ააშენო ნამდვილი ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია სიყალბეზე?

თუკი თქვენ ხართ კარგი მოთამაშე, აზარტული და თუკი თქვენთვის სულერთია, მიზანს რა გზით მიაღწევთ, მაშინ "დეფიციტის პრინციპები" თქვენს განკარგულებაშია!

0
93
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნათია გაბედავა
ნათია გაბედავა
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0