x
image
ვიზა კოხაძე
მიხეილ სააკაშვილი: - "ჩემი ქვეყანა საქართველოა, ჩვენ ყველანი იქ უნდა დავბრუნდეთ და საქართველოში რეფორმები გავაგრძელოთ"

imageროგორც ჩანს, " მოსწრებული ენის პატრონი" აღარც ხუმრობს და ერთ - ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერში " სიზმრად ქცეულ" საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს და არა მარტო თავის დაბრუნებაზე, ის საქართველოს მომავალს სრული გუნდის ქვეყანაში დაბრუნებით აპირებს.ჟურნალისტის შეკითხვებს თავის ჩვეულ ამპლუაში უპასუხა ექსპრეზიდენტმა და საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა.შეკითხვას, დათანხმდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ - " დასაწყისისთვის საჭიროა, ეს თანამდებობა მას შესთავაზონ.თუმცა მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ მე და ჩემი გუნდი რაღაც ფორმით მასში მონაწილეობის მიღებას მაინც შევძლებთ".

როგორც წყარო წერს, სააკაშვილს ყოფილ თანაგუნდელებთან ( მხედველობაში ჰყავდა ქართველებისგან შემდგარი გუნდი ) ერთად უკვე რამდენიმე კვირაა პოლიტიკური კონსულტაციები აქვთ სხვადასხვა წრეებთან და ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და საპარლამენტო ფრაქციებთან მუშაობენ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობდა სააკაშვილი სამომავლოდ? - " ...ჩემი ქვეყანა საქართველოა, ჩვენ ყველანი იქ უნდა დავბრუნდეთ და საქართველოში რეფორმები გავაგრძელოთ. არც ერთი ჩვენთაგანი დიდხანს არ უნდა დარჩეს უკრაინაში. უკრაინა უკრაინელებმა უნდა ააშენონ, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ რაშიც შეგვიძლია, მაქსიმალურად დავეხმარებით... მე და ჩემი ქართული გუნდი მზად ვართ, რომ ამ საქმით დავკავდეთ მანამ, სანამ მეგობარ უკრაინელებს დასჭირდებათ. ღმერთმა არ ქნას, რომ ისე წავიდეს საქმე, როგოც ჩვენ გვინდა. ჩვენ დღეს ყველანი უკრაინელები ვართ" - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

პ.ს. საინტერესოა რას გულისხმობდა სააკაშვილი მის ბოლო ფრაზაში, სადაც ის ღმერთს იხსენიებს?image

2
186
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
186
  
2015, 11 თებერვალი, 21:14
რას აწვალებენ ამ ადამიანს? ამის ცოდვა ამის გამგიჟებელს -ფიქრობს საშუალო ადამიანი.
2015, 6 თებერვალი, 13:30
ჩამოდი მიშა ჯერ უნდა დაკითხონ. :)))
0 1 2