x
ესტონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო მეტად გაღრმავდება და გააქტიურდება
image








სტატიის ავტორი: ზურაბ სანაძე


საქართველო მიისწრაფვის ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ და საერთაშორისო სისტემაში თავს იმკვიდრებს. ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს როგორც ევროკავშირის წევრ, ისე არაწევრ სახელმწიფოებთან. საქართველო უფრო მეტად აღრმავებს ურთიერთობებს, ამყარებს ახალ-ახალ კავშირებს სხვადასხვა ქვეყნებთან და ცდილობს შეიძინოს პარტნიორები.

ამა წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი კოლეგა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - ტაავი რიივასი ერთმანეთს შეხვდნენ და პრესკონფერენციაც გამართეს. ამ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რიგის სამიტზე ესტონეთის მხარდაჭერა და საქართველო-ესტონეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავება-გააქტიურება და უფრო ნაყოფიერად მუშაობა ამ მხრივ.(TABULA 2015).


ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის უკვე წარმატებით განხორციელდა შესანიშნავი პროექტი კულტურის სფეროში, "რომელიც არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არსებობს მჭიდრო და ნაყოფიერი თანა-მშრომლობა".(REPORTIORI 2015). მომავალში კი პრემიერ-მინისტრების განცხადებით, კავშირები უფრო მნიშვნელოვანწილად გაღრმავდება.

გამართულ ბიზნეს-ფორუმზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ტაავი რიივასიმ, რამდენიმე საკითხზე გააკეთა აქცენტი და ხელი მოაწერა, აგრეთვე, ხელშეკრულებას "მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზვიდების შესახებ".(RUSTAVI2 2015).

ესტონეთი არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და მოხარულია ურთიერთობების გაღრმავების მხრივ. ამ ორ სახელმწიფოს შორის ბიზნეს კავშირები თანდათან უფრო მე-ტად გააქტიურდება. ასევე, ტაავი რიივასიმ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ "ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას". "ეჭვგარეშე ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს"- განაცხადა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.(TABULA
2015).

ტაავი რიივასი მოუწოდეს ქართველებს სავაჭრო ბაზრის მრავალფეროვნების გაზრდისკენაც და ის მოხარულია, რომ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები არიან ესტონეთში. საქართველოსა და ესტონეთის მთავრობის მეთაურები იმედოვნებენ, რომ მომავალში უფრო მეტ პროექტს განახორციელებენ ერთად და მეგობრული კავშირის გაღრმავებით წარმატებებსაც მიაღწევენ. "ესტონეთი ჩვენი მეგობარია" - აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრები, აგრეთვე, ერთად დაესწრნენ კინოფილმ "ნატვრის ხის" გაციფრულებულ ვერსიას კინოთეატრ "ამირანში".(RUSTAVI2
2015).






ბიბლიოგრაფია:

[1] TABULA.2015. „საქართველოსა და ესტონეთის პრემიერმინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს“. ინტერნეტი.
http://www.tabula.ge/ge/story/91573-saqartvelosa-da-estonetis-premierministrebma-preskonferencia-gamartes
ბოლო ნახვა, 3 თებერვალი, 2015.

[2] REPORTIORI. 2015. „ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო
და ესტონეთი ერთობლივი ძალისხმევით არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებას შევძლებთ“. ინტერნეტი.
http://reportiori.ge/?menuid=2&id=50910&lang=1
ბოლო ნახვა, 3 თებერვალი, 2015.

[3] RUSTAVI2.2015. „სავსებით შესაძლებელია სავიზო რეჟიმი გაუქმდეს- ესტონეთი პრემიერ-მინისტრი“.
ინტრენეტი. http://rustavi2.com/ka/news/7297
ბოლო ნახვა, 3 თებერვალი, 2015.



0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ზურაბ სანაძე
ზურაბ სანაძე
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0