x
„ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ძალა დაუპირისპირდება?!
ავტორები: ზურაბ სანაძე

მეგი ქავთარაძე.

image


თანამედროვე მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს, დიდ თუ პატარა სახელმწიფოებს ბევრი პრობლემა აქვს და მათი უმრავლესობა მიისწრაფვის, რათა მშვიდობამ დაისადგუროს და საერთაშორისო არენაზე სტაბილურობა შენარჩუნდეს.თუმცაღა ეს არცთუ ისე მარტივი საქმეა. დღესდღეობით, თავისუფლად შესაძლებელია ითქვას, რომ მშვიდობისმოსურნე სამყაროსთვის ყველაზე მწვავე გამოწვევა არის ტერორიზმი, ხოლო ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულში გამოიკვეთა "ისლამური სახელმწიფო" ანუ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, რომელიც გამოირჩევა სიძლიერითა და სისატიკით. თუმცაღა, გაერო და, არამხოლოდ გაერო, მას მიიჩნევს როგორც ტერორისტულ ორგანიზაციად და არა სახელმწიფოდ.


"ისლამური სახელმწიფო" სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული დაჯგუფებაა ერაყსა და სირიაში. მათ უკვე უკავიათ ერაყისა და სირიის ტერიტორიები და მიზანია შეიერთონ მთელი ლევანტი, ლიბანი პალესტინა, იორდანია, სამხრეთ თურქეთი და სხვა ტერიტორიებიც. მათი გავლენა და პოპულარობა დღითიდღე იზრდება.მათ რიგებშია უკვე უამრავი კარგად გაწვრთნილი, პროფესიონალი მებრძოლი.(NEWS 2015). ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, აგრეთვე, ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა, მათ 11-ზე მეტი ნავთობის საბადო დაიკავეს ერაყსა და

სირიაში.ამ ყველაფრით კი აშშ და, საერთოდ, მსოფლიო შეშფოთებულია.ისინი ნამდვილადარ ელოდნენ მოვლენათა ამგვარ განვითარებას.(RADIOTAVISUFLEBA 2015).

"ისლამური სახელმწიფო" შეტევას ახორციელებდა თურქეთ-სირიის სასაზღვრო ქალაქ ქობანზე. მათ დაიკავეს ასევე ქალაქი მოსული, ფალიჯა და ტიკრიტიც. ისინი წარმოუდგენელი სისასტიკით ეპყრობიან ტყვეებს და ხოცავენ ადამიანებს დაუნდობლად. გაერო "ისლამურ სახელმწიფოს" ადამიანთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.(CBSNEWS 2015). აშშ-მა სპეციალურად კოალიციაც კი შექმნა, რომელშიც, დაახლოებით, 60-მდე ქვეყანაა გაერთიანებული. "CNN"-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა შესთავაზეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ერთობლივი საჰაერო იერიშები განახორციელონ. აშშ ცდილობს გაატაროს პრევენციული ღონისძიებები და ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს არაკანონიერ ქმედებებს შეეწინააღმდეგოს.(CNN 2014).

"ისლამური სახელმწიფო" უკვე გახდა საერთაშორისო სისტემის მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძლიერი აქტორი. ტერორისტული დაჯგუფება ახერხებს საერთაშორისო ურთიერთობები ანარქიაში ჩაძიროს, რაც უფრო ბევრ პრობლემასაც იწვევს. გასული წლის ზაფხულში რადიკალ ისლამისტთა დაჯგუფების ბოევიკებმა ორ ამერიკელს - ჯეიმს გოულის და სტივენ სოტლოფს - თავი მოკვეთეს. აგრეთვე, სექტემბერში სიკვდილით დასაჯეს ბრიტანელი დევიდ ჰეინსი;ფრანგი ერვე გიურდელი და ამერიკელი პიტერ კესიგი კი ჩამოახრჩეს. ამა წლის იანვარში კი გაიტაცეს ორი იაპონელი -ჰარუნა იუკავა და კენძი გოტო იოგო, მათი სიცოცხლის სანაცვლოდ კი გამოსასყიდი, 200 მილიონი დოლარი, მოითხოვეს.(IPN 2015).

ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რომ საჭიროა მოხდეს მკვეთრი რეაგირება. ამიტომაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, კონგრესს სპეციალური შეთავაზებით მიმართა. "ერაყსა და სირიაში აშშ, ჩვენი სამხედრო ძალის ჩათვლით, აფერხებს "ისლამური სახელმწიფოს" მოქმედებებს. ახლო აღმოსავლეთში ახალი სახმელეთო ომის გაღვივების ნაცვლად, ჩვენ ვუძღვებით ფართომასშტაბიან კოალიციას, რომელშიც არაბული სახელმწიფოები არიან გაერთიანებულნი, ამ ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად. მოვუწოდებ კონგრესს, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა ამ მისიაში და მიიღოს რეზოლუცია, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ" - განაცხადა ბარაკ ობამამ. (IPN 2015).

მაშასადამე, უკვე კარგადაა გაანალიზებული თუ რაოდენ დიდ ძალას ფლობს "ისლამური სახელმწიფო" და რომ აუცილებელია მათი შეჩერება. ახლა აშშ-სა და სხვა სახელმწიფოებზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები; რა იქნება მომავალში და რა შედეგს გამოიღებს თუ ახალი ძლიერი ძალა დაუპირისპირდება "ისლამურ სახელმწიფოს".



ბიბლიოგრაფია:

[1] NEWS. 2015. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“.
ინტერნეტი. http://news.ge/764-news-isis=Dc2587 ბოლო ნახვა, 24 იანვარი, 2015.

[2] RADIOTAVISUFLEBA. 2015. „ერაყისა და ლევანტის ისლამური
სახელმწიფო სირიაში ნავთობის უდიდეს საბადოს დაეპატრონა“. ინტერნეტი.

http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo-news/20140703/1001/1001.html?id=25444643 ბოლო ნახვა, 24 იანვარი, 2015.

[3] CBSNEWS. 2015. “ISIS/U.S.” ინტერნეტი.
http://www.cbsnews.com/iraq-crisis/ ბოლო ნახვა, 24 იანვარი, 2015.

[4] CNN. “ISIS FAST FACTS”. ინტერნეტი. http://edition.cnn.com/2014/08/08/world/isis-fast-facts/ ბოლო ნახვა, 24 იანვარი,
2015.

[5] IPN. 2015. „ბარაკ ობამამ კონგრესს მოუწოდა „ისლამური
სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე რეზოლუცია მიიღოს“. ინტერნეტი. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/313664-baraq-obamam-kongress-moutsoda-qislamuri-sakhelmtsifosq-tsinaaghmdeg-dzalis-gamoyenebaze-rezolucia-miighos.html?ar=A ბოლო ნახვა, 24 იანვარი, 2015.















0
140
შეფასება არ არის
ავტორი:ზურაბ სანაძე
ზურაბ სანაძე
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0