ქალი და მამაკაცი როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის იდეალები 3000 წლის მანძილზე (+საინტერესო ვიდეო) 2015, 4 თებერვალი, 14:42 არაფერია იმაზე უფრო სუბიექტური, ვიდრე გაგება ქალის სილამაზისა. თითოეულ ადამიანს ხომ თავისებური წარმოდგენა აქვს მის შესახებ, მაგრამ არსებობს საზოგადოდ მიღებული იდეალები ქალის მომხიბვლელობისა, რაც დამახასიათებელია ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთისათვის.
ამ პოსტში მინდა მოგითხროთ, თუ როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის იდეალის გაგება უკანასკნელი 3000 წლის განმავლობაში.
ძველი ეგვიპტე (1290-1069 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე) აი როგორი იყო ქალის სილამაზის ეტალონი ძველ ეგვიპტეში: 1. ტანადი; 2. ვიწრო მხრები; 3. მაღალი წელი; 4. სიმეტრიული სახე. ძველი საბერძნეთი (500-300 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ქალის სილამაზის ეტალონი ძველ საბერძნეთში: 1. მრგვალი ფორმები; 2. სიმსუქნისაკენ მიდრეკილება; 3. თეთრი კანი; 4. ქალი ითვლებოდა "მამაკაცის წარუმატებელ ასლად" ხანების დინასტია (206 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე-220 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით) ქალის სილამაზის ეტალონი ხანების დინასტიაში: 1. წვრილი წელი; 2. მკრთალი კანის ფერი; 3. დიდი თვალები; 4. პატარა ფეხის ტერფი. იტალიური რენესანსის ეპოქა (1400-1700 წლები ჩვენი წელთაღრიცხვით) ქალის სილამაზის იდეალი იტალიური რენესანსის ეპოქის დროს: 1. დიდი მკერდი; 2. მრგვალი მუცელი; 3. სავსე თეძოები; 4. თეთრი კანის ფერი. ვიქტორიანული ინგლისი (1937-1901 წლები) ქალის სილამაზის ეტალონი ვიქტორიანულ ეპოქაში: 1. საშუალო სიდიდის მკერდი; 2. სიმსუქნისაკენ მიდრეკილი სხეული. 3. წვრილი წელი. 1920-იანი წლები ქალი სილამაზის ეტალონი 1920-იან წლებში: 1. ბრტყელი მკერდი; 2. ბიჭური ტანი; 3. ვარცხნილობა "ბობ-კარე". ჰოლივუდის ოქროს ხანა (1930-1950 წლები) ქალის სილამაზის იდეალი ჰოლივუდის ოქროს ხანის დროს: 1. ფუმფულა ფორმები; 2. "ქვიშის საათის" მსგავსი ფიგურა; 3. დიდი მკერდი; 4. წვრილი წელი. 1960-იანი წლები სილამაზის ეტალონი 1960-იანი წლებისათვის: 1. სიგამხდრე; 2. წვრილი გრძელი ფეხები; 3. მოზარდის სხეულის აგებულება. სუპერმოდელების ერა (1980-იანი წლები) სუპერმოდელების ხანის სილამაზის ეტალონი: 1. სპორტული აღნაგობა; 2. მაღალი ტანი; 3. ტანადობის და ფუმფულა ფორმების ჰარმონიული შეხამება. ჰეროინული შიკი (1990-იანი წლები) ქალის სილამაზის ეტალონი ჰეროინული შიკის წლებში: 1. მეტისმეტი სიგამხდრე; 2. ნახევრადგამჭვირვალე კანი; 3. ანდროგენურობა. 2000-იანი წლები ქალის სილამაზის იდეალი 2000-იანი წლებისათვის: 1. ბრტყელი მუცელი; 2. დიდი მკერდი და დუნდულები; 3. ჯანსაღი სიგამხდრე; 4. სივრცე თეძოებს შორის. დასასრულ, მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალის სილამაზის რაიმე იდეალის არსებობის აბსურდულობას, რადგან ის შეუცნობელია და სუბიექტური, ხოლო მისი სტანდარტები უსასრულოდ იცვლებოდა და კვლავაც შეიცვლება წლების და საუკუნეების განმავლობაში. როგორც გენიალური მწერალი ოსკარ უაილდი წერდა: "სილამაზე თავად მაყურებლის თვალებშია". 366 9-ს მოსწონს
|