x
image
მანჩო 777
ყველაზე ცნობილი საყვარლები, რომელთა სახელები ისტორიაში შევიდა (პირველი ნაწილი)
ოსკარ უაილდი ამბობდა, რომ ქალი გაჩენილია არა აზროვნებისათვის, არამედ სიყვარულისათვის. ამ მწერალს ბევრ მამაკაცზე გაცილებით უკეთესად ესმოდა სუსტი სქესისა. მართლაც, ბევრი ქალი ისტორიაში შევიდა არა თავისი ჭკუისა და გონების გამო, არამედ განუმეორებელი სილამაზის და ცნობილი მამაკაცების მოხიბვლის წყალობით.

თუმცა ამავე დროს უნდა ავღნიშნოთ, რომ ქალების დიდ ნაწილი, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, სულაც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ მათ გააჩნდათ შარმი, რითაც შეძლეს ცნობილი მამაკაცების მოხიბვლა. სწორედ ამიტომ მათი სახელები ისტორიამ შემოგვინახა.

მოდით გავიხსენოთ ეს ქალბატონები, რომლებიც სახელგანთქმული მამაკაცების ტრფობის საგანს წარმოადგენდენ.


image






ვალერია მესალინა


image


მესალინა ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი ქალი. მიუხედავად თავისი მაღალი სოციალური სტატუსისა ( მესალინა იმპერატორ კლავდიუსის ცოლი იყო), ვალერია ძველ რომში უხამსობისა და გარყვნილების სიმბოლო გახლდათ. მესალინა ცხოვრობდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ ის უფრო აღვირახსნილი იყო, ვიდრე თავად ნერონი. მესალინა ხშირად მიდიოდა ერთ-ერთ საროსკიპოში და მხოლოდ იქ მუშაობით იკლავდა ვნებას. ყველაფერი ეს ხდებოდა სიყვარულით დაბრმავებული ქმრის თვალწინ, რომელიც ვერაფერს ამჩნევდა. ბოლოს მესალინამ ზედმეტი მოინდომა: მან გადაწყვიტა სამეფო ტახტზე თავისი ახალი საყვარელი გაიუს სილიუსი აეყვანა. შეთქმულება მარცხით დასრულდა და მესალინამ 28 წლის ასაკში სიცოცხლე ეშაფოტზე დაასრულა. ამ დროს ის უკვე დაავადებული იყო სიფილისით, ასე რომ ეშაფოტმა ის მხოლოდ და მხოლოდ იხსნა სამარცხვინო და ტანჯვით აღსავსე სიკვდილისაგან.


კლეოპატრა


image


კლეოპატრა ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და გონებაგამჭრიახ ქალად ითვლება ისტორიაში. ის იყო აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პიროვნება ძველ რომში. ამ ქალის გამო უძლიერესი სახელმწიფოები ერთმანეთს ეომებოდნენ. დედოფალთან გატარებული ერთი ღამე ყოველ მის მორიგ მონა-საყვარელს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა მამაკაცი მზად იყო სიცოცხლე დაეთმო ამ ლამაზმანთან გატარებული თუნდაც ერთი ღამისათვის (სხვათაშორის, ამბობენ, რომ ის ლამაზი სულაც არ გახლდათ). ყველა მონა ოცნებობდა, მოეხიბლა დედოფალი ვნებითა და ალერსით და მეორე დილით ეგვიპტის იმპერატორად გაღვიძებოდა, მაგრამ ეს ასე არ ხდებოდა. კლეოპატრა განაგრძობდა საყვარლების სიკვდილით დასჯას. ცნობილია, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც საოცრად იყო დახელოვნებული ორალური სექსის ხელოვნებაში. იქნებ სწორედ ამით მოაჯადოვა მან ანტონიუსი? ვინ იცის...კეისრისათვის კლეოპატრა მორცხვი და ჭკვიანი ქალი იყო, ხოლო ანტონიუსისთვის ვნებიანი და პატივმოყვარე საყვარელი. წყვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მათ გადაწყვიტეს რომის იმპერიას დაპირისპირებოდნენ. სწორედ ამან შეიწირა მათი სიცოცხლე.



ფრინა


image


ეს ბერძენი ჰეტერა კი ისტორიაში შევიდა თავის არნახული სილამაზის წყალობით. ფრინას საარსებო საშუალებას მენატურედ მუშაობა წარმოადგენდა. სწორედ მისი სხეულის მიხედვით ძერწავდნენ ბერძენი ხელოვანები აფროდიტეს ქანდაკებას. ცნობილია, რომ ფრინა ძალიან მორცხვი იყო და სულაც არ სიამოვნებდა შიშველი პოზირება. ის თავის საყვარლებსაც ყოველთვის სრულ სიბნელეში ხვდებოდა. არაერთი რომაელი დიდებული იყო ფრინას საყვარელი. უხამსობის გამო ქალი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ როცა მას სასჯელის აღსრულების წინ ტანსაცმელი შეამოახიეს და ხალხმა მისი სრულყოფილი სხეული დაინახა, ჰეტერა გაამართლეს: მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთ ღვთაებრივ სხეულში არ შეიძლება ბუდობდეს ბოროტი და უხამსი სული.



ტაისი ათინელი


image


ეს ჰეტერა ცნობილი გახდა იმით, რომ თავად ალექსანდრე მაკედონელი მოხიბლა. მიუხედავად იმისა, რომ ის მეძავი იყო, სახელგანთქმული სწორედ თავისი უკარება ხასიათის გამო გახდა. დიდი მხედართმთავრის ყურადღება კი ტაისიმ იმით მიიპყრო, რომ მას არ დანებდა არანაირი ძვირფასეულობის და ფულის სანაცვლოდ. ქალმა განუცხადა იმპერატორს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დანებდებოდა, თუ ალექსანდრე შეძლებდა მისი გულის დაპყრობას. საბოლოო ჯამში, ტაისი ათინელმა მაინც შეძლო დედოფალი გამხდარიყო: ის ცოლად გაყვა ეგვიპტის მეფეს პტოლემეოს I-ს.



შეჰრაზადა


image


ამ ქალმა შეძლო ისტორიაში შესულიყო თავისი სიბრძნისა და ჭკუის წყალობით. რა თქმა უნდა, ის სულთანთან მარტო ზღაპრების მოყოლით როდი იყო დაკავებული. სულთანთან გატარებული მორიგი სასიყვარულო ღამის შემდეგ შეჰრაზადა იწყებდა საინტერესო ამბის მოყოლას და მას ყველაზე საინტერესო ადგილას წყვეტდა. ასე დაიბადა წიგნი "ათასერთი ღამე". სწორედ ეს დრო დასჭირდა შეჰრაზადას, რომ სულთნისათვის საღი აზრი დაებრუნებინა, რათა მას შეეწყვიტა ქალწულების მოკვლა. თუ რა შეემთხვა ამის შემდეგ სულთნის საყვარელ ცოლს-ცნობილი არაა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ის რაღაც უცნობი ინფექციით გარდაიცვალა.



ელიზაბეტ ბატორი


image


ეს ქალი ისტორიაში ცნობილია "სისხლიანი გრაფინიას" მეტსახელით. მას უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო სახელგანთქმული მხატვარი კარავაჯო. ამბობენ, რომ ბატორი მისთვის არამარტო მენატურეს წარმოადგენდა, არამედ მისი მუზა და შთაგონების წყაროც იყო. თანამედროვეების გადმოცემით, ელიზაბეტი ენით აუწერელი სილამაზის ქალი იყო, მას ახალგაზრდა გოგონას სახე სიკვდილამდე ჰქონდა შენარჩუნებული. იმასაც ამბობდნენ, რომ ამ ეფექტს გრაფინიამ ქალწულების სისხლში ბანაობით მიაღწია. სულ მისი ხელით 600- მდე ქალწული იქნა მოკლული, მათ შორის არამარტო გლეხები და მონები, არამედ დიდგვაროვანი ქალიშვილებიც იყვნენ. ბატორიმ მოიგონა უამრავი შემზარავი საწამებელი იარაღი, მათ შორის იყო ლითონის კუბო, რომელსაც ჰქონდა ნემსები. როდესაც წამებულს მასში აწვენდნენ, ეს ნემსები ღრმად შედიოდა სხეულში, რაც იწვევდა სისხლისდენას და ადამიანის ნელ, საშინელი ტანჯვით სიკვდილს. ასე კვდებოდნენ ქალწულები, აძლევდნენ რა თავიანთ უბიწო სისხლს გაუმაძღარ გრაფინიას. მხოლოდ 1611 წელს შეძლეს მისი გასამართლება. ამ დროს ქალი 50 წლის იყო. არსებობს სხვადასხვა ვერსია ბატორის სიკვდილისა. ერთ- ერთი ვერსიით, გამძვინვარებულმა ბრბომ ის უბრალოდ ლინჩის წესით გაასამართლა და ქვებით ჩაქოლა. მეორე ვერსიით, რადგან დიდგვაროვანი ქალბატონი დიდი გავლენით სარგებლობდა, ის სიკვდილით არ დასაჯეს, მხოლოდ ჩასვეს დილეგში, რომ ხალხის თვალისაგან მოშორებული ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ გრაფინია ძალიან მდიდარი იყო, ის თვით მეფეზე შეძლებულად ითვლებოდა იმ პერიოდში. ლეგენდის მიხედვით, მას ცილი დასწამეს ჯადოქრობაში, მეფემ კი იმიტომ გაასამართლა, რომ მისი სიმდიდრე მიეთვისებინა. ისტორიაში ელიზაბეტ ბატორი შევიდა, როგორც ულამაზესი ქალი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. თავად უნგრეთში მას მეორე გრაფ დრაკულას უწოდებდნენ.



მარკიზა დე პომპადური


image


საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XV- ის საყვარელი მარკიზა დე პომპადური ცნობილია არამარტო როგორც დახელოვნებული საყვარელი, არამედ გონებაგამჭრიახი და უჭკვიანესი ქალი. მან დიდი როლი ითამაშა ევროპის პოლიტიკაში. თანამედროვეების გადმოცემით, მარკიზა არნახული ვნებით გამოირჩეოდა, რასაც ნიახურს უკავშირებდნენ. ამბობდნენ, რომ მარკიზა ყოველდღე ღებულობდა ორ ძლიერ აფროზოდიაქს-შოკოლადსა და ნიახურის ნაყენს. საინტერესოა, სწორედ ამის შედეგი იყო თუ არა, მაგრამ ცნობილია, რომ მარკიზას შეეძლო დღეში ათჯერ დაკავებულიყო სიყვარულით. რაც შეეხება მის წარმოშობას, ეს გამოცანად რჩება. სავარაუდოდ, ქალი საკმაოდ დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო და მეფის კარზე სასწაულის წყალობით მოხვდა. მარკიზა სიკვდილამდე დარჩა არამარტო მეფის საყვარლად, აარმედ მის ერთგულ, უახლოეს მეგობრადაც. ეს ფაქტი საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს.



ჟოზეფინა


image


მაშინ, როცა ნაპოლეონი გაიცნო, ქალი უკვე აღარ იყო ახალგაზრდა, ის უკვე 30 წელს იყო გადაცილებული და ორი შვილი ჰყავდა, თუმცა ის გარეგნულად უნაკლოდ გამოიყურებოდა. მკაცრი და ულმობელი ბონაპარტი ჟოზეფინას წინაშე თავს მონად გრძნობდა და მის ყველა სურვილს უსიტყვოდ ასრულებდა. საქმე იმაშია, რომ ჟოზეფინა არამარტო ულამაზესი ქალი და ვნებიანი საყვარელი იყო, არამედ ის მშვენივრად ფლობდა მოსმენის ხელოვნებას. ის მუდამ ამართლებდა თავისი მბრძანებლის ქმედებას, როგორი სასტიკი და უსამართლოც არ უნდა ყოფილიყო ის. ჯილდო კი ასეთი მოთმინებისა იყო ის, რომ ჟოზეფინა იმპერატორის მეუღლე გახდა. მათი გაყრის ერთადერთ მიზანს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენდა: საფრანგეთს უბრალოდ მემკვიდრე სჭირდებოდა.



ინესა არმანდი


image


მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი რევოლუციური ამბების ეპიცენტრში ტრიალებდა, მის როლზე ისტორიკოსები რატომღაც დუმან. საქმე იმაშია, რომ არმანდი თავად ვლადიმერ ლენინის საყვარელი იყო. ინესა ლენინს მისი ცოლის-ნადეჟდა კრუპსკაიას თვალწინ, პარიზში გაეცნო. მათ შორის ისე ახლო ურთიერთობა დამყარდა, რომ თავად კრუპსკაია გადავიდა მეორე პლანზე. ცოლი იძულებული იყო მოეთმინა ლენინისა და არმანდის სასიყვარულო ურთიერთობა რევოლუციის სასიკეთოდ. თავად არმანდი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგული იყო ორი რამის-ლენინის და რევოლუციის. ქალი ქოლერით გარდაიცვალა 1920 წელს. ის საყვარელ ადამიანთან ახლოს-კრემლის კედელთან დაასაფლავეს.



(პირველი ნაწილის დასასრული)

13
1602
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1602
  
2014, 28 ნოემბერი, 0:17
"ცნობილია, რომ მარკიზას შეეძლო დღეში ათჯერ დაკავებულიყო სიყვარულით." - ეს ლუდოვიკო XV-სთან? :))
2014, 26 ნოემბერი, 18:25
მაგას ჩვენ ვერ გავიგებთ ალბათ:)
2014, 26 ნოემბერი, 18:20
შემცოდველმა ერთი შესცოდა და დამბრალებელმა ბევრიო, ასე, რომ ღმერთმა უწყის რას აქვს ადგილი.
2014, 26 ნოემბერი, 18:13
მიკერძოებაში უსამართლოდ დაგვდე ბრალიო-ასე მომწერეს....მეც დავანებე ბრძოლას თავი: საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ნათქვამია
2014, 26 ნოემბერი, 18:11
ადვილი მისახვედრია არის აქტუალური თუ უპირატესობებს აქვს ადგილი, 4 ერთი და იგივე ადამიანის სტატია იდო და თან რომ ვნახე არც ისე ბევრი ნახვა ჰქონდა. რას ვიზამთ, "დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი".
2014, 26 ნოემბერი, 18:08
მივწერე კიდეც საიტს, რატომ დევს კვირაობით ერთი და იგივე სტატია მთავარზე მეთქი და პასუხად მივიღე, აქტუალური თემები დევს მანდო...აქტუალური ყოფილა გასახდომი ტრენაჟორების, 5 დღეა რომ დევს მთავარზე...სურვილიც აღარ მაქვს მ,ივწერო ადმინისტრაციასმ, აზრი არ აქვს და იმიტომ:(
2014, 26 ნოემბერი, 18:05
ხოო მანჩო სამწუხაროდ, ეს დღეები აღარ ვწერდი, რამდენ დროს ვხარჯავ რაიმე საინტერესოს თარგმნისთვის და 3-4 დღეს მთავარზე სულ ერთი და იგივე დევს- ნუცა ბუზალაძემ რატომ დატოვა პროექტი, მარიამ როინიშვილს ვინ უყვარს, ნინი ბადურაშვილი ვინ გაძარცვა, ამოვიდა ყელში ეს შოუ ბიზმნესი მართლა, არავის აინტერესებს ჩვენი ისტორია და დღევანდელი განვითარებული ქვეყნის სტადიები წარსულში როგორ ხდებოდა. დაჩლუნგდა და დაკნინდა თაობა.
2014, 26 ნოემბერი, 17:56
არ მიკვირს...თუ საგანგებოდ არ ეძებე, აქ სტატიას ვერ ნახავ უკვე..თუ ყვითელო პრესას არ ეხება:(
2014, 26 ნოემბერი, 17:55
როგორ გამომრჩენია ეს სტატია :))
2014, 26 ნოემბერი, 14:10
გაიხარე, გენაცვალე... სამწუხაროდ საიტი გვერდზე მოისვრის ხოლმე ასეთ სტატიებს:(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10