ჩექმები თავის აქტუალურობას, არც ზაფხულის სეზონის დადაგომისას კარგავს, მაღალყელიანი ან კოჭამდე სიგრძის საზაფხულო მოდელები, წლევანდელ წელსაც წარმატებით შეგვიძლია ვატაროთ სხვადასხვა სტილის სამოსზე, დაწყებული მოკლე კაბებით, დამთავრებული ჯინსის შორტებითა და "ბოიფრენდ-ჯინსებით" ზაფხულის ჩექმა ყველანაირი სტილის სამოსს უხდება. შეარჩიეთ სასურვლი ფერის და მოდელის მქონე ეგზემპლიარი და თამამად შეუხამეთ იგი საკუთარ სამოსს. ზაფხულის ჩექმები, სელებრითებს შორისაც უზომოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, პოდიუმებზე კი მოდელემა მსგავსი ტიპის ჩემა თხელ წინდებზე ჩაცმული წარმოადგინეს, რაც ძალზე საინტერესო კომბინაციას ქმნის ჩექმის ამოჭრილ დეტალებთან ერთად. ზაფხულის ჩექმის ორგვარი ვარიანტი არსებობს, ერთი მაღალი ქუსლით, მეორე კი შედარებით დახურული და დაბალძირიანი.
თუ კონკრეტულად რომელ მოდელს აირჩევთ ეს რა თქმა უნდა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა დაბალძირიანი მოდელის არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ისინი ძალიან უხდება ჯინსის ან ნაჭრის მოკლე შორტებს.