x
image
lady.ge
"მერე რა რომ მსუქანი ვარ" - ეძღვნება ყველა ფუმფულას!


imageმოკლედ, ტვინი წაიღეს ამ მრავალრიცხოვანი დიეტებით, არადა საღამოობით გემრიელი ნამცხვრის და რძიანი ყავის თანხლებით რამე ლამაზი მელოდრამის ყურებას რა ჯობია არა? დილით გაიღვიძებ და სარკეში ჩახედვისას არაფერი მოგწონს შენ თავზე, ფილმის გმირის ლამაზი გარეგნობით შთაგონებულს. არადა, ჩემო ლამაზებო, ყველაფერი ხომ ამ ქვეყნად შეფარდებითია, ვინ აღიარა რომ გამხდარი, ნეკნებჩავარდნილი გოგონები სილამაზის ეტალონები არიან? ვინ დააკანონა რომ ქერა თმა ჯობია შავს ან წაბლისფერს? ვინ მოიგონა რომ ჭორფლიანი ჟღალი ქალები არიან წლევანდელ წელს მოდაში და გიხდება თუ არა, თმა მწითურ ფერზე უნდა გადაიღებო? ეს ყველაფერი საზოგადოების პერიოდული კაპრიზებია, მოდური ტენდენციები მოდიან და მიდიან, ჩვენი ინდივიდუალობა კი რჩება, ამიტომ არ ღირს ჯანმრთელობა შესწიროთ მოდის წუთიერ კაპრიზებს.
imageმერე რა თუ მსუქანი ხართ? მთავარია თქვენ თავთან თანხმობაში იცხოვროთ, image მეოცე საუკუნის შუა ხანებში მსუქანი ქალები იყვნენ მოდაში, ჩემი ბებიების თაობისგან ისიც კი გამიგონია, რომ როგორც დღეს ხალხი პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს, ზედმეტი კილოგრამების "ჩამოსაჭრელად" მაშინ, პირიქით სპეციალურ ვიტამინებს და ნემსებს იკეთებდნენ რომ წონაში მოემატათ და მამაკაცებისთვის სასურველი, მოდური ქალები გამხდარიყვნენ. ახლა ხვდებით თუ რაოდენ აფსურდულია, მომაკვდინებელი დიეტებით დაიზიანოთ ჯანმრთელობა და ნერვები, რომლის სიჯანსაღეც უმთავრესია საიმისოდ, რომ ადამიანმა საკუთარი თავი მიიღოს ისეთი როგორიცაა, მიიღოს უბრალოდ და დატკბეს ცხოვრებით. სტატიას ჩემი ორი უსაყვარლესი ფუმფულას ფოტოებით დავასრულებ- ცნობილი მსახიობი ქუინ ლატიფა და ტელე-წამყვანი, ამერიკის ფავორიტი -ოპრა უინფრი. imageმიბაძეთ მათ, შეიყვარეთ სიცოცხლე და საკუთარი თავი, სილამაზე თქვენი შინაგანიდან უნდა მოდიოდეს!image
image

28
16965
33-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
16965
  
2016, 31 მაისი, 18:19
კაცს ერთი გამხდარი და ერთი მსუქნი უნდა "გეგდოს" საწოლში რა იცი როგორ ხასიათზე იქნები და რომელი მოგინდება :D
2015, 16 ოქტომბერი, 23:51
მე გამხდრები მომწონს მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველას გამხდრები მოსწონს? ზოგს პუტკუნები მოსწონს, რატომ უნდა იყვნენ ადამიანები დიეტაზე ვერ ვხვდები.მთავარი ადამიანობაა და არა ზომ წონა.
2015, 26 აგვისტო, 12:55
мужщины не сабаки за костями не гоняются!!!!
2015, 27 ივლისი, 15:54
ზომიერება საჭიროა ყველაფერში. ძალიან გამხდარი გოგოები არ მომწონს, ხელს, რომ შეახებ და გეშინია არ გადატყდეს. ჭარბი წონა კი მართლაც საშიშია ჯანმრთელობისთვის. ნუ ქვინს რაც შეეხება, მართლა ძალიან მაგარია.
2015, 15 იანვარი, 15:16
თავს გამხდრების ლანძღვით რატო იმშვიდებთ )))
2015, 15 იანვარი, 15:16
მე კაცი ვარ და ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე დიეტასაც ვიცავ და ვაანრჯიშობ კვირაში სამი დღე. მიუხედავათ იმისა რომ ოჯახსაც დიდ ყურადღებას ვუთმობ და სამსახურსაც. ეხლა კი ისეთ გოგონებს ვისაც გონიათ რომ სიმსუქნე "არაფერია ისეთი", მოვუწოდებ - კეთილი ინებეთ და ერთი ადგილი გაანძრიეთ გახდით როგორც გინდათ თორემ მარტო გასუქებულ ბიჭებს თუ მოეწონებით ღიპი რო ქამრის ზემოდან ასკდება და თუ მოგწონთ ეგეთები კი ბატონო მაშინ ჭამეთ ძილის წინ მელოდრამასთან ერთად ნება თქვენია ))
2013, 9 ოქტომბერი, 16:18
გეთანხმები.მთავარია მოწესრიგებული იყო ისეთი როგორიც ხარ...
2013, 16 სექტემბერი, 23:49
რასაც დასანახად ვერ ვიტან ეს ჯაგლაგი ცხენივით ნეკნებ ამოყრილი გოგოშკებია,ან რას გვანან,
2013, 18 აგვისტო, 23:45
გეთანხმები, ვინ თქვა რომ ნეკნებჩავარდნილი გოგონები სილამაზის ეტალონები არიან (გამხდრებო შეურაწყოფად არ მიიღოდდ)) მე თვითონ ფუმფულა ვარ..:( :(მაგრამ რა ვქნა დიეტაზე ვარრ 1 თვეა უკვე მაგრამ არაფერი არ მეტყობა....ბევრს უნდა გახდომა მაგრამ ეს ადვილი არააა....მე ვიცი ერთ გოგონაზეე რომ ზედმეტი დიეტისგან ანორექსია დაემართაა მერეეე კი ძლივს გადაარჩინესს...ამიტომ მეგობრებოოო ჯანმრთელობის ფასი არაფერია
2013, 18 ივნისი, 11:41
დამამშვიდებელი ნიუსია...მთავარი სილამაზე და მოწესრიგებულობაა,ზომიერებაა საჭირო ყველაფერში...ეს სურათზე რომ გოგოა ეს ნამდვილად არარის სილამაზე,ეს ავადმყოფობაა,ქალს მკერდი და თეძო რომ არ აქვს ეს საშინელებაა ჩემი აზრით,ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ნუ გამომეკიდებით:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10