x
image
lady.ge
ზაფხულის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები

imageსანდლები- ყველაზე მოდური და პრაქტიკული ფეხსაცმელია ზაფხულის პერიოდში. ამასთან ერთად კომფორტული და ლამაზიც. წლევანდელი წელი, სანდლების სტილის მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:


რაც უფრო მაღალი-მით უფრო მოდური- ამ ზაფხულს, მოდურია ატაროთ მაღალძირიანი ე.წ "ტანგეტის" ტიპის ან პლატფორმის ქუსლის მქონე სანდლები. თან რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო მოდური იქნება თქვენი იმიჯი. image


თუმცა დიზაინერები ამ სეზონზე გულს არც დაბალქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულებს დასწყვეტენ და მათთვის რეკომენდაციას, უძირო სანდლებს ე.წ "გლადიატორებს" უწევენ.image
"გლადიატორები"-მსუბუქძირიანი, სხვადასხვა სისქის სარტყელების მქონე სანდალის ტიპია, რომელიც ერთნაირად უხდება როგორც სარაფანს, ისე ჯინსის შარვალს და შორტს.


არანაკლებ მოდური ტრენდია წლევანდელ წელს "გლადიატორების" მაღალქუსლიანი ვარიანტი, რომელიც წვრილ ქუსლსა და ოდნავ წაწვეტებულ ფორმას იძენს. imageფეხზე კი უამრავი წვრილი თასმით მაგრდება. ამასთან, რაც მეტია თასმა მით უფრო მოდურია თქვენი ფეხსაცმელი.



ამას გარდა ზაფხულის მთავარი ტრენდი ეს ფერებით თამაშია, image
აარჩიეთ რაც შეიძლება ფერადი, ხასხასა კოლორიტის მქონე ფეხასცმელები. თამამად ატარეთ ისინი ასეთივე ფერად სამოსთან შეხამებაში. წლევანდელი ზაფხულის პალიტრა განსაკუთრებულ ფერადოვნებას ეფუძნება, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების!

4
10316
24-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
10316
  
2018, 20 აპრილი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 13 ივლისი, 21:19
გლადიატორები მომეწონა:D
2012, 21 აგვისტო, 17:04
მაგარია
2012, 26 მაისი, 19:14
ურბანოგის ფეხსაცმელები ძირითადად იკერება Christian Louboutin და Alexander McQueen მოდელების ანალოგები და დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკის ბაზარზე გლამურულ ქალბატონებსა და გოგონებს შორის.
ფეხსაცმელები ურბანოგის უახლესი კოლექციიდან შეგიძლიათ შეიძინოთ "ახალ კიდობანში", მაღაზია-ბუტიკი N62 "shoes4you". არის ერთეული მოდელები, როგორც უნდა იყოს ბუტიკში!!! ინტერნეტ შეძენისგან განსხვავებით დაზღვეული ხართ არაზუსტი ზომის შეკვეთისაგან!

ასევე ამავე ბუტიკში შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალი ბენსიმონები საუკეთესო ფასად.
0 1 4