x
image
მანჩო 777
"მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო“ – ფაქტები არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ტრაგიკული დაღუპვის შესახებ
იტალიური მედია ბორან Norman Atlantic –ზე დაღუპული ქართველი სასულიერო პირის-არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გარდაცვალების შესახებ წერს. გამოცემამ repubblica.it გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქის, 25 წლის ირაკლის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ბორან Norman Atlantic-ზე ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა.


image



"როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მე ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი", განაცხადა ირაკლიმ. როგორც ირაკლი ამბობს, მამა ილიას ზუგჩანთა ჰქონდა, რომელშიც ხატები ჰქონდა და მას არასდროს იცილებდა.

მისი თქმით, როდესაც სამაშველო ნავებზე გადადიოდნენ, მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა.
"მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, მისი გემიდან გადმოყვანის დროს, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა", - იხსენებს ირაკლი. მისი თქმით, ვიღაცამ წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდო, მაგრამ ძლიერი ღელვის გამო მამა ილიამ მასთან მიახლოება ვერ შეძლო.
ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალი. არქიმანდრიტ ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. სულ ბორანზე გაჩენილ ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა.



image


არქიმანდრიტი ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.


P.S. ალბათ ბევრ თქვენგანს გაახსენდა წლების წინ მომხდარი მსგავსი შემთხვევა: 1962 წელს რიო-დე-ჟანეიროში საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქართველი გინეკოლოგი იოსებ ჟორდანია მიფრინავდა. თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მაშველი რგოლები მხოლოდ მგზავრების ნაწილს შეხვდა. მაშინ ჟორდანიამ თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო და გადაარჩინა იგი, თვითონ კი დაიღუპა.

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ასეთ ადამიანებს იმქვეყნად!!!





9
663
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
663
  
2015, 3 იანვარი, 17:00
კიდევ კარგი, რომ დღესაც არსებობენ ეგეთი ადამიანები
2015, 3 იანვარი, 16:56
გამახსენდა გურამ რჩეულიშვილი და იოსებ ჟორდანია..ქაღველებს გმირები არ გველევა
2015, 3 იანვარი, 16:20
ეჰ, საშინელი მომენტებისგან არავინ ვართ დაზღვეული. ასე რომ არ იყოს,სამოთხე იქნებოდა... ისე კი გეთანხმები...
2015, 3 იანვარი, 16:18
მ ე ასე ვიტყოდი: ღმერთმა გვაცილოს ასეთი საშინელი მომენტები ცხოვრებაში:(
2015, 3 იანვარი, 16:16
რათქმაუნდა ძნელია და მხოლოდ ღრმა სულიერების მქონე ადამიანს შეუძლია ეს.ვუსურვებდი ჩემს თავს ამ გამბედაობას მსგავს მომენტში...
2015, 3 იანვარი, 16:14
ბევრი ჩვენგანი ფიქრობს ეგრე, მაგრამ ალბათ მაინც ძნელია გადამწყვეტ მომენრში გმირულად მოქცევა:(
2015, 3 იანვარი, 13:54
რადგან მაინც მივდივარ იმ ქვეყნად, ნამდვილად მირჩევნია ასე გმირულად წავიდე. მსგავსი ფაქტები ამაზე მაფიქრებს ყოველთვის იმიტომ, რომ ეს არის ნამდვილი ადამიანობა.
2015, 2 იანვარი, 21:00
ძალიან სამწუხარო ამბავია :(
2015, 2 იანვარი, 20:59
:–( გული მეტკინა
0 1 9