x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან
image როგორც ცნობილია ქართველ და ოს ხალხს უძველესი დროიდან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ.ჩრდილოეთით მცხოვრებ ოსებთან ნორმალური ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩრდილოეთის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ასევე საქართველო ხშირად იყენებდა ოსთა დაქირავებულ რაზმებს სამხედრო მიზნებისათვის.ბრძოლაში მონაწილეობას ოსებისათვის მოჰქონდა-საჩუქარი, ნადავლი და ასევე ქირა.

I-IX საუკუნეების მანძილზე შეიძლება მხოლოდ ქართველებისა და ალანების ურთიერთობის შესახებ საუბარი და არა ოს-ქართველებისაზე.ალანთა უშუალო გაიგივება ოსებთან მართებული არ იქნება.

ქართველ და ოს ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს უწყობდა დინასტიური ქორწინებები.ეს ტენდენცია განსაკუთრებით გახშირდა XI-XII საუკუნეებში.მაგალითად, გიორგი I-ს (1014-1027)ცოლად ჰყავდა ოსი ქალი ალდე, ბაგრატ IV (1027-1072) დაქორწინებული იყო ოსთა მეფის ასულზე -შორენაზე.დემეტრეს და ოსეთში იყო გათხოვილი.დემეტრემ თავის ვაჟს გიორგი III ოსი ბურდუხანი შერთო.აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი იყო "ოვსთ მეფე ტომი ბაგრატიონთა".

რა იზიდავდათ ოსებს საქართველოში?


პასუხი მარტივია საქართველოს ეკონომიკური და კულტურული განვითარება.როგორც ცნობილია სწორედ საქართველოსა და ბიზანტიის შეწევნით მოხდა ოსების გაქრისტიანება VI-X საუკუნეებში.

ყველაზე ღრმა ურთიერთობა ოსეთთან შიდა ქართლს ჰქონდა, რადგან მტკვარი ისტორიულ ქართლს ყოფდა სამ ნაწილად-ზემო, შიდა და ქვემო ქართლად.გეოგრაფიული ფაქტორებით კი საქართველოს კუთხეებიდან ყველაზე ახლოს ოსეთთან შიდა ქართლი იყო.

საქართველოსა და ოსეთს შორის ურთიერთობა მეტწილად ნორმალური იყო, მაგრამ როცა მათ ურთიერთობაში ერეოდა მესამე ძალა, მათ შორის ურთიერთობა დაძაბულ ხასიათს იძენდა.ასე მაგალითად XIII საუკუნეში მაშინ როცა ორ მონღოლურ სამფლობელოს-"ილხანთა საყაენოსა" და "ოქროს ურდოს" შორის დაპირისპირება მძვინვარებდა შიდა ქართლის მიდამოებში იდგნენ დარუბანდის გზით აქ შემოსული ოსებისაგან შემდგარი სამხედრო რაზმები, რომლებიც მაშინ ილხანთა ბრძანებით მოქმედებდნენ.

როცა ქართველ და ოს ხალხზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ მათი შემოჭრა საქართველოში და გორის დაკავება.1295 წელს როცა ქართლში უმეფობის პერიოდი იყო და ქვეყანას მხოლოდ ერისთავი და აზნაურები მართავდნენ ჟამთააღმწერელის სიტყვით პირველად იწყეს ოსებმა აოხრება, ხოცვა და რბევა ქართლისა.მათ დაიკავეს ქალაქი გორი და იქიდან წასვლას არ აპირებდნენ.მათ მიმართ გადამწყვეტი ომები აწარმოა გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ, რომელმაც ისინი სამ წლიანი დაუღალავი ბრძოლის შემდგომ განდებნა გორიდან.

ოსთა გადმოსახლებას ჯერ კიდევ XIII-XIV საუკუნეში ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც მონღოლებმა და თურქმანებმა დაარბიეს ჩრდილო კავკასია გადარჩენილთა ერთი ნაწილი ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან რაიონს შეეხიზნა, სადაც მათი არსებობის პირობები ხელსაყრელი არ იყო.ამიტომ ბუნებრივია რომ მოსახლეობა ილტვოდა საქართველოსაკენ, რომლის სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების დონე გაცილებით უფრო მაღალი იყო.სარჩო-საბადებლის მაძებარი ოსები, ქართული სოფლებისაკენ მოემართებოდნენ და აქ ხან ხიზნებად და ხანაც ძალით სახლდებოდნენ.

ოსები უმეტესად სახლდებოდნენ დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობაში.

რაც შეეხება გვიანშუასაუკუნეებს, ამ პერიოდში ოსები უკვე თავად ქართველი თავადებისა და მეფეეების ინიციატივით სახლდებიან შიდა ქართლში.ამით ქართველი მეფე-მთავრები ორ პრობლემას წყვიტავდნენ პირველი ეს არის დემოგრაფიული პრობლემა, თანაც ოსები საქართველოში გადმოსახლებისთანავე ქრისტიანდებოდნენ, ზოგი მათგანი უკვე ქრისტიანიც იყო.მეორე კი ესაა ეკონომიკური პრობლემა.არსებობს 1794 წლის წიგნი, რომელშიც ერეკლე მეორე ვიღაც ოსს თუჯუკო კუდუხაშვილს უბოძებს მაღალ თანამდებობებს, რადგან მან ოსები გადმოასახლა და დაასახლა ქართულ მიწა-წყალზე.

1918 წლის 4 იანვარს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც საქართველოს ეროვნულ საბჭოს აცნობა, რომ ამიერიდან სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არსებულ ყველა საკითხზე სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოსათვის უნდა მიემართა. 1918 წლის მარტში სამხრეთ ოსეთში აჯანყდნენ ოსები.ეს აჯანყება საქართველოს სახალხო გვარდიამ ჩაახჩო.ამ აჯანყებით ქართულმა საზოგადოებამ იგრძნო ოსებისაგან მოსალოდნელი საფრთხე თუმცა ამას უკვე ვეღარაფერ უშველიდა.

1922 წლის 22 აპრილიდან ჩნდება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში მან ამ სტატუსით იარსება 1990 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.

რა თქმა უნდა ოსების პატარ პატარა გამოსვლები კიდევ დიდ ხანს გრძელდებოდა, საბოლოოდ კი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მათ მიაღწიეს იმას, რასაც ამდენი ხანი ცდილობენ.ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ არის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, საქართველოს ტერიტორიაზე.საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს რეგიონის დამოუკიდებლობას და იგი დე იურე მიიჩნევა საქართველოს რეგიონის შიდა ქართლის ნაწილად.

ეს იყო მოკლე ისტორია იმისა, თუ როგორ მოვიდნენ და ჩასახლდნენ ოსები საქართველოში და როგორ მოიპოვეს თანდათანობით ძალაუფლება შიდა ქართლში ე.წ სამხრეთ ოსეთში.

4
916
7-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა ევანისელი
გვანცა ევანისელი
916
  
2014, 30 დეკემბერი, 15:04
ეგ არის.
2014, 30 დეკემბერი, 10:45
უღრმესი მადლობა
2014, 30 დეკემბერი, 0:32
კარგი სტატიაა გვანცა
2014, 29 დეკემბერი, 14:24
:) კარგია
0 1 4