x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ensaïmada" - უგემრიელესი ესპანური ხვეული ფუნთუშები
imageდღეისთვის გთავაზობთ უგემრიელესი ესპანური, უფრო კონკრეტულად მალიორკული ხვეული ფუნთუშების, "ენსაიმადას" ("ensaïmada") რეცეპტს, ციკლიდან "გამოცდილი რეცეპტები". "ენსაიმადა" ესპანურ სამზარეულოში მე-16 საუკუნიდან გვხვდება და მას ძირითადად წვეულებებსა და დღესასწაულებზე აცხობდნენ.


მაშ ასე, მოსამზადებლად დაგვჭირდება:


ცომისთვის:

კვერცხი - 2 ცალი


რძე (ან წყალი) - 250 მლ.

საფუარი - 2 ჩ.კ.

შაქარი - 2/3 ჩ.ჭ.

მარილი – 1/4 ჩ.კ.

ვანილი - 1 ან 2 პაკეტი

ზეთი - 4 ს.კ.

ფქვილი - 700 გ. (ან ცოტა მეტი)


შიგთავსისთვის:

200 გ. გამდნარი კარაქი

გულსართისთვის სურვილის მიხედვით: ჯემი, მოხარშული კრემი, თხილი, ქიშმიში და ა.შ.)


თავზე წასასმელად:

კვერცხის გული: 1

ჩაის ნაყენი: 1 ს.კ.


თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ მარილი, ვანილი, ზეთი და ცოტა ფქვილი, რათა მივიღოთ არაჟნისებური მასა. გავაჩეროთ 10-15 წთ. შემდეგ ჩამავატოთ ათქვეფილი კვერცხი და შაქარი. დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ზელისას უკეთესია თუ ხელს შიგადაშიგ ზეთით დავისველებთ. როცა ცომი ხელს აღარ მიეკრობა, დავახუროთ თავსახური ან გადავაფაროთ ტილო და დავდოთ ამოსასვლელად. ცომი უნდა გაორმაგდეს.


ამოფუებული ცომი გავყოთ 12 ნაწილად (გათვლილია საშუალო ზომის ფუნთუშებზე). თითოეულ ნაწილს მივცეთ მოგრძო ფორმა და გავაბრტყელოთ ძალიან თხლად (დაახლოებით ნახევარი მმ. სისქე). წავუსვათ გამლღვალი კარაქი, შემდეგ კი, თუ გულსართიანი გვინდა, წავუსვათ სასურველი გულსართი, გადავახვიოთ რულეტისებურად და მოვახვიოთ სპირალურად.

დავდოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გავაჩეროთ კიდევ 20 წთ. გამოცხობის წინ თავზე წავუსვათ კვერცხის გულისა და ჩაის ნაყენის ნაზავი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 20 წთ.


გაგრილებულს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.



imageimageimageimage

























image











0
260
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0