x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:101004
  • ვიდეო:346279
  • სურათი:464508
როგორ მოვამზადოთ განსაკუთრებული სააღდგომო პასკა - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები გამოცდილი კონდიტერისგან
image


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ოჯახებში სადღესასწაულო მზადება, სამზარეულოებში კი, ტრადიციული ფუსფუსი იწყება.
დიასახლისების ნაწილს, დატვირთული დღის რეჟიმისა და მოუცლელობის მიუხედავად, ურჩევნია სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი - პასკა თავად მოამზადოს და კვერცხებიც თავად შეღებოს.


იმისათვის, რომ დიასახლისებს სურვილი და მონდომება წყალში არ ჩაეყაროთ და პასკა ძალიან გემრიელი გამოუვიდეთ, გადავწყვიტეთ, რჩევები იტალიური ბრენდის "ჩი გუსტა!"-ს კონდიტერისთვის გვეკითხა. მირანდა ხაჩიძე პირად რეცეპტს გაგიმხელთ, გირჩევთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ პასკის მზადებისას, გაგანდობთ როგორ უნდა მოიქცეთ ცომის მოზელვისას და რა უნდა გაითვალისწინოთ ცხობის პროცესში.


- პირველ რიგში, რა უნდა იცოდეს, რა უნდა გაითვალისწინოს მზარეულმა, პასკის ცხობის დაწყებისას?



- გასათვალისწინებელია მზარეულს უნდოდეს, რომ პასკა გემრიელი გამოუვიდეს. გულით უნდა გააკეთოს, თუ გულით გააკეთებს, გემრიელი გამოუვა. მნიშვნელოვანია დაიცვას ინგრედიენტები, გასათვალისწინებელია თანმიმდევრობა, ნებისყოფა. უნდა დაელოდოთ გაფუებას, ჯობია, საფუარი ბევრი არ უქნათ, რადგან გემოზე მაინც მოქმედებს. როდესაც ცომი ამოვა, უმჯობესია სამჯერ ჩაზილოთ. აფუებამდე ცომი კარგად უნდა მოიზილოს. ზელვის პროცესი მთავარია.


- ზოგ პროდუქტს რბილი, ზოგს კი, მაგარი ცომი სჭირდება. როგორი უნდა იყოს პასკის ცომი?


- პასკის ცომი საშუალო უნდა იყოს, არ უნდა იყოს რბილი. ზელვას რომ იწყებ ყველაფერი ხელზე გეკრობა, პროცესში ნელ-ნელა გშორდება ხელებიდან. ცომი უნდა ზილოთ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც ნებისყოფა გეყოფათ, უკეთესი გამოვა. კარგი იქნება ნახევარი საათის განმავლობაში ხელში დამუშავებული ცომი.


-რა დანამატები უხდება პასკას? ზოგი ქიშმიშით, ზოგი კი, ცუკატებით აკეთებს.


- საჭიროა სამი ინგრედიენტი - დარიჩინი, ილი და მიხაკი. სხვა დანარჩენი, იმპროვიზაციის საკითხია. პირადად მე, ქიშმიში არ მიყვარს და არ ვუმატებ, სამაგიეროდ, ვუკეთებ ბევრ ცუკატს. შაქარს ვაკლებ, რადგან ვცდილობ ზევიდან მინანქარი გავუკეთო, ან შაქრის ფხვნილი მოვაყარო.


- რა შეცდომებს უშვებენ მზარეულები ყველაზე ხშირად პასკის ცხობისას?


- ცომი ყველა ვარიანტში აფუვდება, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ზოგჯერ მზარულებს ნებისყოფა არ ყოფნით. რაც უფრო დიდ ხანს მოზილავთ, უფრო კარგი გამოდის. ამაშია საქმე. გიყვარს, ეფერები, ელოლიავები. გაფუებასაც და ზელვასაც უნდა დაელოდო. თუ სისქე დააკლდება, წყალს ვუმატებთ.


- ცხობას რამდენი დრო სჭირდება?


- გააჩნია, რა ზომის ფორმაში ჩადებთ ცომს. რაც უფრო პატარაა ფორმა, მით მალე ცხვება. პატარა ფორმებს დაახლოებით, ნახევარი საათი ეყოფა ცხობისთვის. საუკეთესოა ქვის ღუმელში გამოცხობა, სახლის პირობებში გაზის ღუმელში, შესაძლებელია ელექტრო ღუმელის გამოყენებაც. ცომი ფორმაში ნახევარზე ნაკლები უნდა ჩაასხათ. ესეც ხშირად ეშლებათ. ფორმაში გაფუების შემდეგ, ცომი კიდევ უნდა გააჩეროთ. ოთახის ტემპერატურაზე ისევ ველოდებით გაფუებას. ცომი ფორმის ნახევარს რომ აცდება, წინასწარ გახურებულ ღუმელში შედგამთ. ფორმა ღუმელში უნდა შეივსოს.


- მოდით, ჩვენს მკითხველს ინგრეტიენტების ზუსტი რაოდენობა შევთავაზოთ, მაგალითად, 4-5 სულიანი ოჯახისთვის გამოვაცხოთ პასკა.


განაგრძეთ კითხვა



1
395
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
395
  
11 აპრილი, 17:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1