x
მეტი
  • 19.09.2017
  • სტატია:69428
  • ვიდეო:321927
  • სურათი:422929
მოამზადეთ შაურმა სახლში. სამი უგემრიელესი რეცეპტი

image
სამსახურიდან დაღლილი მოხვედით და სახლში მშიერი მამაკაცები გელოდებიან, რომლებიც რამე გემრიელს გთხოვენ, თანაც 5 წუთში. გამოსავალი არსებობს. არა, არ მოგესმათ, თანაც ყველას მოეწონება.

გთავაზობთ სახლში დამზადებული გემრიელი და ორიგინალური შაურმის სამ რეცეპტს:

შაურმა ძეხვით

თქვენ დაგჭირდებათ: 2 ცალი ლავაში, რამდენიმე ცალი კიტრი და პომიდორი, 150 გ. სტაფილო, ძეხვი 300 გ, 4-5 ცალი კომბოსტოს ფურცელი, 150 გ. ყველი, "კეჩუპი", მაიონეზი და მწვანილი გემოვნებით.

მომზადება:

1. ძეხვი დავჭრათ პატარა კუბებად.

2. სტაფილოსა და ყველის გარდა ყველაფერი დავაქუცმაცოთ წვრილად.

3.ლავაშზე დავყაროთ ძეხვი, მოვაყაროთ დაქუცმაცებული პროდუქტი, დავახეხოთ სტაფილო და და ყველი.

4. გადავახვიოთ ლავაში და რამდენიმე წუთი გავაცხელოთ. უმჯობესია ტოსტერში. შეიძლება ტაფაზეც.


ძეხვის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ სოსისიც.


შაურმა ქათმის ხორცით:

ქათმის ხორცი 350 გ, მაიონეზი, კეჩუპი, მწვანილი გემოვნების მიხედვით, კომბოსტო 250 გ, 1 თავი ხახვი, კიტრი, პომიდორი, ლავაში.

ცოტაოდენ ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, (5-7 წთ), ქათმის მკერდი კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ ხელსახოცით, წვრილად დავჭრათ და დავაყაროთ მოშუშულ ხახვს. ჩავხრაკოთ მასთან ერთად. ცალკე მსუბუქად (ძალიან არ მოგვივიდეს) ჩავშუშოთ კომბოსტო, შევურიოთ მაიონეზი. ლავაშზე წავუსვათ კეჩუპი, დავალაგოთ მოხრაკული ხორცი, ზემოდან ჩაშუშული კომბოსტო, კიტრი და პომიდორი და მწვანილი. გადავახვიოთ და შევაცხელოთ.


შაურმა სახელად "თითებს ჩაიკვნეტთ":


თქვენ დაგჭირდებათ: დამწნილებული ხახვი, რომელიც შაურმას პიკანტურ გემოს აძლევს, ლავაში, ხორცი 400 გ, კომბოსტო 5 ფოთოლი, ხახვის მწნილი 1 თავი, კიტრი და პომიდორი 200 გ, ბულგარული წიწაკა 150 გ, ოხრახუში, ძმარი, სუნელები გემოვნებით, ორი კბილი ნიორი, ზეთი 50 გ.


დავჭყლიტოთ ნიორი, დავუმატოთ არაჟანი, სუნელები და მწვანილი. ავურიოთ. ცალკე ჩავამწნილოთ დაჭრილი ხახვი ძმარში და სუნელებში10-15 წუთით. ხორცი შევწვათ ზეთში, დავაქუცმაცოთ ბოსტნეული. გავშალოთ ლავაში, წავუსვათ ნივრიანი სოუსი, დავადოთ ხორცი, შემდეგ ხახვი და ბოსტნეული. გავახვოოთ და შევწვათ.

გემრიელად მიირთვით.



უახლესი საკვები რომელიც გურმანებს ძალიან მოსწონთ


თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა


როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)

0
959
1-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0