x
image
worldsport.ge
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კოსოვო თავის რიგებში მიიღო

imageსაერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი სრულუფლებიან წევრად სცნო. ამის შესახებ სხვადასხვა უცხოური ინტერნეტპორტალები იუწყებიან.
სეოკ-მა ეს რიგგარეშე 127-ე სესიაზე გადაწყვიტა, რომელიც 8-9 დეკემბერს მონაკოში ჩატარდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში საერთაშორისო ოლიმპიიურმა კომიტეტმა კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი დროებით წევრად სცნო, ხოლო ახლა ყოველივე ოფიციალურად გააფორმა.
კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი 1992 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში 30 სპორტული ფედერაციაა გაერთიანებული, რომელთაგან 6 საერთაშორისო ფედერაციის წევრია.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთისა და კოსოვოს რესპუბლიკა ადმინისტრაციული საზღვრითაა გაყოფილი. დღესდღეობით, კოსოვოს დამოუკიდებლობა 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0