x
image
worldsport.ge
ლუკ შოუ რონალდუს თვეში 7 000 გირვანქას უხდის

imageპორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მოდელიცაა, ქველმოქმედიც და ახლახანს გამოჩნდა, რომ ბინასაც აქირავებს.
მადეირელ ვარსკვლავს ჩეშაირის მხარეში 3.85 მილიონ გირვაქად შეფასებული სასახლე აქვს. რონალდუ 2009 წლიდან მადრიდში ცხოვრობს და როგორც გაირკვა, ინგლისში თავისი სახლი “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველს ლუკ შოუს მიაქირავა და თვეში 7 000 გირვანქას იღებს.
19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი “მანჩესტერმა” 31.5 მილიონ გირვანქას სანაცვლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელა და ახალგაზრდა ინგლისელი კვირაში 100 000 გირვანქას იღებს. შესაბამისად, შოუ ყველანაირი ფუფუნებით აღსავსე სასახლეში სიამტკბილობით ცხოვრობს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0