x
image
worldsport.ge
კარამბეები ოფიციალურად დაშორდნენ

imageდღეები გადის, წლები ერთმანეთს ენაცვლება, იცვლება დრო და შეხედულებები, მაგრამ ევროპული პრესისათვის მარადიულ თემად რჩება ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის, კრისტიან კარამბესა და მისი მომხიბვლელი აწ უკვე ყოფილი ცოლის, ადრიანა სკლერანიკოვას უცნაური სიყვარულის ისტორია.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ფრანგულმა “ყვითელმა“ ჟურნალმა გაავრცელა ჭორი, რომ თითქოს ეს წყვილი 13 წლიანი თანაცხოვრებისა და დაშორების შემდეგ, ისევ შერიგდა.
ეს ჭორი რომ კრისტიან კარამბემ გაიგო, ერთი ამბავი აუტეხავს - ჟურნალის რედაქციაში მისულა და ყველას დაუმტკიცა, რომ მათი ურთიერთობა აღარასოდეს გაგრძელდება. კი ამბობენ ეს წყვილი მსოფლიოში ყველაზე შეუფერებელი იყოო, მაგრამ სიყვარულს რას გაუგებთ?!...


www.worldsport.ge

0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0