x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რის გამო გახდა 5 წლის გოგონა ინტერნეტ სენსაცია?
დამეთანხმებით იმაში, რომ არ არსებობს ადამიანი ოცნება არ გააჩნდეს. ოცნება ხომ ბედნიერების ის ასპექტია, რომელიც ჩვენი სურვილების ყველაზე დადებით მუხტებს აერთიანებს. ყველას ოცნება კი რაღა თქმა უნდა ინდივიდუალურია. რამდენს დაგრჩათ ბავშვობის ოცნება აუხდენელი? ხოლო განსაზღვრულმა ნაწილმა კი მიაღწია ამ ზემო ხსენებულის ზენიტს. რატომღაც ამ ბოლო დროს ბევრის ოცნება პოპულარიზაციას ეხება და ყველანაირი ხერხით ცდილობენ მიაღწიონ აღნიშნულ მიზანს, რაშიც ხელს ფაქტობრივად ინტერნეტი უწყობთ. ერთი სიტყვით კი, ჩემეულა წინსართები რომ აღარ გამიგრძელდეს სტატიის წინ, გადავალ პირდაპირ თემაზე, მინდა გამცნოდ კორეელი Breanna Youn-ის შესახებ, რომელიც მხოლოდ 5 წლისაა და ინტერნეტ ვარსკვლავად აღიარეს.


5 წლის ბრეანას უბრალოდ გაუმართლა და დაიბადა და იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც ბავშვებს შოკოლადსა და სათამაშოზე ოცნება არ უწევთ. ოჯახის ფინანსურმა შესაძლებლობებმა იქონიეს სწორედაც მის პოპულარიზაციაზე დიდი გავლენა, რაც დედის მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს უკავშირდება. გოგონას დედა ამბობს, რომ პატარას აქვს თანდაყოლილი ნიჭი იპოზიროს კამერის წინ და უკომპლექსოდ შეასრულოს ცნობილების სხვადასხვა სიმღერა ჰიტი, ასევე დიდი ქალბატონივით გაპრანჭულმა იღოს სელფი. სწორედ შვილის ეს ვიდეო თუ ფოტომასალა ატვირთა 27 წლის ჟაკლინმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე და ძალიან მალე მოიპოვა 1.150.000 აბონენტის კომენტარი, სადაც იგი იწვევს მასობრივ ისტერიულ სიმპატიასა და აღტაცებას.


imageimageimageimageimageimageimageimageimage

ბრეანამ სითამამითა და ასეთი მიდრეკილებით პოპულარიზაციისკენ, ასევე დიდი სიმპატია დაიმსახურა ცნობილი სელებრითებისგან და უფრო მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე კამერონ დიაზს. გოგონას დუბაიდან ტელეშოუს წამყვანობაც შეთავაზეს. პირადად გასაცნობად იგი მეზობელი ტერიტორიების ახლო აღმოსავლეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მდიდარმა შეიხებმა დაპატიჟეს. რაღა თქმა უნდა ამგზავრეს გოგონა დედ-მამასა და 7 წლის ძმასთან ერთად ბიზნეს კლასის ავიაბილეთებით და მოასვენეს ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში. ბრეანას მოწონს არსებული მდიდრული ცხოვრება და უყვარს პოზირება ისეთი ბრენდული ავტმობილების წინ, როგორიცაა Rolls Royce და Ferrarii.

image
image

ბრეანას მთელმა ოჯახმა მიიღო ისლამი, მიატოვა ზღვის პროდუქტების ექსპორტულ კორეულ ფირმაში მუშაობა და გადავიდა საცხოვრებლად დუბაიში, სადაც ცხოვრობენ არაბეთის მდიდარი ემირების დაფინანსებით და სწავლობენ არაბულ ენას.




5
343
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
343
  
2014, 29 ნოემბერი, 13:40
მართალი ხარ, სამწუხაროდ მხოლოდ გამონაკლისები, როგორც უკვე აღვნიშნე უმცირესობა..
2014, 28 ნოემბერი, 16:50
მესმის თაკო, რომ გამდიდრების შემდეგ განდიდებას ეცემა ადამიანი, მაგრამ არიან გამონაკლისები, ვინც არც გამდიდრების შემდეგ ივიწყებენ გაჭირვებულებს. ვისაც სულით ხორცამდე აქვს გააზრებული, რომ მხოლოდ ჩვენი კეთილი საქმეები გადააგვარჩენს, ის არ განდიდდება. პირადად მე ჩემი ცხოვრების ყველა საფეხურზე იგივე პოზიციაზე ვიყავი და ვიქნები დარწმუნებით ვიტყვი.
2014, 28 ნოემბერი, 16:33
ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ გამდიდრებამდე დარწმუნებული ვარ თქვენსავით ფიქრობს უმეტესობა, თუმცა გამდიდრების შემდგემ სამწუხაროდ უმცირესობა თუ რჩება იგივე აზრზე.
2014, 28 ნოემბერი, 14:53
ჰოო, სამწუხაროდ, სულ მიკვდება გული ასეთ თემებზე. ამიტომ გავამახვილე მაგ სიტყვებზე ყურადღება სტატიის დაწყებამდე. იმიტომ ეძლევათ ერთეულებს ბევრი ფული, რომ გაჭირვებულებს დაეხმარონ და სად ესმით ნეტა... :(
2014, 28 ნოემბერი, 14:51
ზოგს როგორ უმართლებს მართლაც..ზოგ ბავშვს კიდევ პური ენატრება:(
0 1 5