x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქცევები, რომლებიც თქვენს პროვინციალიზმს უსვამს ხაზს
უწინ, საერთოდ არ წარმოადგენდა სირთულეს, რომ დიდ ჯგუფად შეკრებილი ხალხიდან დიდგვაროვანი სისხლის წარმომადგენელი გოგონები - უბრალო ოჯახის გოგონებისგან გამოგერჩიათ. მიზეზი ამისა, ძალზედ მარტივი იყო. არსებობდა გარკვეული ეტიკეტის წესები, რომლითაც ზრდიდნენ თაობებს მაღალი წოდების წარმომადგენელი ოჯახები და მათი შვილებიც ზუსტი დაცვით ასრულებდნენ და არ არღვევდნენ ამ წესებს.


image


მაგრამ, თანამედროვე საზოგადოებაში ყველა ეს ასპექტი ბუნდოვანია და ქცევის წესებმაც განიცადა ცვლილება. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება გამოგარჩევთ და წარმოგაჩენთ ნამდვილ ქალბატონად.




1. არასოდეს მიაწოდოთ თქვენი ხელჩანთა მამაკაცს.image



ნამდვილი ქალბატონი არასოდეს დაავალდებულებს მამაკაცს, რომ მისი ხელჩანთა ატაროს, ის თავად გაართმევს თავს ისე, რომ მისგან თავადაც არ შეწუხდება. ჩანთა მიეკუთვნება პირადი ნივთების კატეგორიას, რომელთან შეხებაც ეტიკეტის წესების შესაბამისად, მხოლოდ მეპატრონეს შეუძლია. თუ თქვენ ჩანთას ანდობთ მამაკაცს, ეს საზოგადოებაში გასცემს ფაქტს, რომ მასთან ღრმა ურთიერთობაში ხართ და თქვენთვის ნდობით აღჭურვილი პირია.






2. სკამის საზურგეს არასოდეს მიეყრდნოთ.image


როდესაც ქალბატონი ჯდება მაგიდასთან სავარძელზე (სკამზე), ის აუცილებლად უნდა მოთავსდეს მის ცენტრში ისე, რომ გამართული ზურგით იჯდეს და არ მიეყრდნოს საზურგეს. მსგავსი ჯდომა ცნობილია როგორც "ჰერცოგინია".






3. მაკიაჟის წესების დაცვა.image


მუქი ჩრდილები და წითელი ტუჩსაცხის კომბინაციას ვერასდროს ნახავთ ნამდვილი ქალბატონის სახეზე. ერთიც და მეორეც დასაშვებია, მხოლოდ გარკვეული და შესაბამისი ტონების შემთხვევაში. აუცილებლად ერთი კონკრეტული ვიზუალი უნდა შეირჩეს.






4. პატივი ეცით საკუთარ დროსა და თავს.image


თუ თქვენთან სტუმრები გაფრთხილების გარეშე მოდიან, სრულიად მისაღებია მათ სააბაზანოში ან "ხალათში" დახვდეთ. ასევე, ექსპერტები გვირჩევენ ერთ ხრიკს, რომელსაც ბრიტანელი ქალბატონი იყენებდა ხოლმე: როდესაც დაუპატიჟებელი სტუმარი თქვენი კარის ზღურბლთან გამოჩნდება, ჩაიცვით საგარეო ფეხსაცმელი და დაიხურეთ ქუდი, აიღეთ ქოლგა, თუ გარეთ მისი აუცილებლობაა (ის ქალბატონი ასე იქცეოდა) და თუ კართან სასიამოვნო სტუმრები აღმოჩნდებოდნენ, ამობბდა " აჰ, რა სასიამოვნოა, ამ წამს დავრბუნდი"; ხოლო თუ არასასიამოვნო სტუმარი იყო, მაშინ "უჰ, რა სამწუხაროა, ახლა ვაპირებდი გასვლას".






5. არ იდგეთ დოინჯით.image


გასაგებია, რომ ზოგჯერ ვართ ისეთ სიატუაციაში, რომ არ ვიცით ხელებს რა მოვუხერხოთ და გვიწევს მსგავს პოზიციაში ყოფნა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ქალს დოინჯი, ყველაზე მეტად არ უხდება. უმჯობესია თუ ხელებს ჩამოწევთ ერთად და მუცლის მოპირდაპირედ დაიჭერთ, ასე უფრო დააკმაყოფილებთ ეტიკეტის წესებს და ვიზუალურადაც უფრო ქალური იქნებით.






6. არ მოიხედოთ შეძახილებზე, თუ თქვენ არ მოგმართავენ სახელით.image


კულტურული ქალბატონი არასოდეს მოიხედება ქუჩაში შეძახილზე - "ჰეი"! ეს არის ვულგარული შეძახილი და უცნობი პირის მიმართ მიმართვის უპიროვნო ფორმა, რაც ეტიკეტს სრულიად ეწინააღმდეგება. თუ უცხოსთან მიმართვა გსურთ, უმჯობესია გამოიყენოთ სიტყვები " უკაცრავად", " მაპატიეთ" და ა, შ...






იხილეთ აგრეთვე:



შეცდომები, რომლებსაც ქალები შუახნის ასაკში უშვებენ - არ გაიმეოროთ!image


0
1912
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1912
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0