x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ყველაზე უცნაური პოლიციის ტრანსპორტი მსოფლიოში
სულ ცოტაოდენი ხნის წინ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ აპირებს უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე რაიონების პოლიციის განყოფილებებისათვის ირმების შეძენას. პოლიციაში ფიქრობენ, რომ ასე უფრო იოლი იქნება იმ დამნაშავეების დაჭერა, რომლებიც ტუნდრაში იმალებიან.

მოდით ვნახოთ, კიდევ რა უცნაურ სატრანსპორტო საშულებებს იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელები.


image


უკანასკნელი ათწლეულის მანილზე დუბაის პოლიციის ავტოპარკი ითვლება ყველაზე ძვირფას საპატრულო ავტოპარკად მსოფლიოში. მათ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების საერთო ფასი 15 მილიონ დოლარს აღწევს. აქაური წესრიგის დამცველების აზრით, მარტო საპატრულო მანქანის გარეგნულმა იერსახემაც კი შიში უნდა მოჰგვაროს წესრიგის დამრღვევებს. სპორტული მანქანის საჭესთან დაჯდომა ბევრი დუბაელი პოლიციელის ოცნებაა, მაგრამ ეს საკმაოდ პრესტიჟულ სამუშაოდ ითვლება, ოფიცრები მკაცრ კონტროლს და შემოწმებას გადიან და 100 რიგითი პოლიციელიდან მხოლოდ ერთს თუ უმართლებს.



image


ავსტრალიელი სამართალდამცავები წყალსაცავებში კონტროლს ჰიდროციკლების საშუალებით ახორციელებენ. აკვაბაიკების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათი საშუალებით შესაძლებელია ნაპირთან ძალიან ახლოს მისვლა იმ დროს, როცა დიდი კატერებით ნაპირიდან მხოლოდ 10-15 მეტრის დაშორებითაა შესაძლებელი მანევრირება.


image


ინგლისში საცხენოსნო პოლიცია საკმაოდ ხშირად გამოიყენება, განსაკუთრებით საფეხბურთო მატჩების და სტადიონებზე გამართული კონცერტების მსვლელობისას წესრიგის დაცვისათვის.


image



ამერიკელ ველოპოლიციელებზე მთელი სერიალია გადაღებული.

ველოსიპედებზე ამხედრებულ სამართალდამცავებს შეხვდებით აგრეთვე ირლანდიაში, იაპონიაში, ჰოლანდიასა და სეიშელის კუნძულებზე.


image


კიდევ უფრო მოხერხებული და იოლად მანევრირებადი ტრანსპორტია გორგოლაჭები. მას საკმაოდ ბევრი ქვეყნის პოლიცია იყენებს, მაგრამ ყველაზე პოპულარული ის საფრანგეთშია.


image


უდაბნოში გადაადგილებისათვის ეგვიპტელი პოლიციელები იყნებენ ერთკუზიან აქლემებს-დრომადერებს.


image


პორტუგალიაში, აშშ-ში, თურქეთში, გერმანიასა და კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული პოლიციელების ტრანსპორტია სიგვეი.


image


ბელორუსიის მილიცია თურმე სატრანსპორტო საშუალებად ტრაქტორსაც კი იყენებს.


image

ტრაქტორების გარდა, ბელორუსიაში (და მსოფლიოს კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში) საპატრულო ტრანსპორტს სკუტერიც წარმოადგენს. მათი მობილურობა ამ სატრანპორტო საშუალებას შეუცვლელს ხდის, მაგალითად, პარკებში გადაადგილების დროს.


image


ჩრდილოეთის ქვეყნებისათვის ირმები არ წარმოადგენს სიახლეს, მათ დიდი ხანია წარმატებით იყენებენ ფინელი პოლიციელები.



image



0
179
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0