x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
უდმურტიაში მამაკაცმა ქალი ვერ "შეაბა",სამაგიეროდ მისი შვილები დახოცა
image24 წლის მამაკაცმა ბავშვები ტყეში შეათრია, მაშინვე მოკლა ბიჭი.ხოლო გოგონა ჯერ შეურაცხყო და შემდეგ მოკლა.






მამაკაცს ბრალად ედება 12 წლის ანდრეის და 11 წლის საშა კასიმოვის სასტიკი მკვლელობა.


მამაკაცმა აღიარა დანაშაული.გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მამაკაცმა ბავშვებს შესთავაზა წაყოლოდნენ მაღაზიაში იმ პირობით, რომ მათ ტკბილეულს უყიდიდა.როდესაც ბავშვები მიხვდნენ, რომ ისინი დამნაშავეს მაღაზიაში კი არა, ტყისკენ მიყავდა, მაშინ მამაკაცი მუქარაზე გადავიდა და მათ მოკვლით დაემუქრა...


ბავშვები, რომლებიც პატარა სოფელ ბელეზინოდან იყვნენ, 27 ოქტომბერს საღამოს დაიკარგნენ.



პოლიციამ გარდაცვლილი ბავშვები ერთი დღე-ღამის შემდეგ იპოვა.ბავშვები გოგონას შარფით იყვნენ გაგუდულები.ამასთან ერთად საშა გაუპატიურებული იყო, ხოლო ანდრეი სასტიკად ნაცემი.


დამნაშავის დადგენა დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ-ს ნიმუშის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელიც ეჭვმიტანილისას დაემთხვა.


ეჭვმიტანილი კი მოკლული ბავშვების დედამ, ლუბოვ კასიმოვმა დაასახელა.მან განაცხადა, რომ ეჭვი აქვს ერთ ნაცნობზე, რომელიც მას დასდევდა, ხშირად აკითხავდა სამსახურში, მამაკაცს მასთან ურთიერთობის აწყობა სურდა, თუმცა ქალი მას უარით ისტუმრებდა.


ქალის ვარაუდი გამართლდა.დამნაშავე მათივე თანასოფლელი იყო..აღსანიშნავია, 31 ოქტომბერს ბავშვების დაკრძალვას მკვლელიც ესწრებოდა.

როგორც ცნობილი გახდა, იგი ამა წლის გაზაფხულზე განთავისუფლა ციხიდან...სოფლელები ამბობენ, გაუპატიურებაზე იჯდაო.image

2
588
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
588
  
2014, 3 ნოემბერი, 16:00
იცოდე, რომ ბოლო დღეებშიმძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება.ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები,უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები,მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება,იქნებიან ცილისმწამებლები,თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები,გამცემები,თავნებები, გაყოყოჩებულები,უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა.-- 2 ტიმოთეს 3:1-5...აი ეს სიტყვები მახსენდედა ყოველტვის ასეთ ამბებზე :(((((((((((((((((((((
2014, 3 ნოემბერი, 15:43
ღმერთო ჩემო..უნდა ჩაქოლონ ეს არამზადა:(
0 1 2