x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
გერმანიაში 27 წლის უკრაინელი ლტოლვილი გოგო მოკლეს
image

7 მარტს ქალაქ ჰოკენჰეიმთან მდინარე რაინის კაშხალზე პოლიციამ აღმოაჩინა 27 წლის უკრაინელი ქალის ცხედარი, რომელიც ლტოლვილთა სახლში ცხოვრობდა. მისი სიკვდილი ძალადობრივი აღმოჩნდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. გარდაცვლილის ახლადდაბადებული ჩვილი და დედა უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.



ამ დროისთვის დადგინდა საქმის გარკვეული დეტალები.



image


პოლიციამ მკვლელობაში ორი ეჭვმიტანილი - 44 წლის მამაკაცი და მისი 43 წლის ცოლი დააკავა. მამაკაცი გერმანელია, ქალი კი რუსეთიდან. ჩვილი გოგონა მათ ჰყავდათ, წერს გამოცემა Bild.


როგორც ჩანს, მათ საგულდაგულოდ დაგეგმეს უკრაინელი ქალის მარგარიტა მ-ს მკვლელობა.


ბოლო თვეებში წყვილი მეზობლებთან და სამუშაოზე კოლეგებთან გამუდმებით საუბრობდნენ, რომ ქალიშვილის დაბადებას ელოდებიან.


მამაკაცი ხორცის მაღაზიაში ყასაბად მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ამაყად გამოაცხადა ქალიშვილის "შეძენის" შესახებ. შემდეგ მან კოლეგებს უთხრა, რომ ბავშვი ჯერჯერობით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა.

image

„წყვილს სამი ვაჟი ჰყავს, ამ კაცმა ჯერ კიდევ დეკემბერში მითხრა, რომ იანვარში გოგონა ეყოლებოდათ. მან ამაყად მაჩვენა ბავშვის ვარდისფერი ქუდი. მე გამიკვირდა, რადგან მის ცოლს ორსულობის არაფერი ეტყობოდა“, - იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი.


”მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ასეთ დანაშაულს. წყვილი ყოველთვის ძალიან თავაზიანი იყო და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა“.-დასძინა მეზობელმა


რაც შეეხება მოკლული 27 წლის მარგარიტას დედას, იგი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

imageფოტოზე: მარგარიტას დედა, რომელსაც დღემდე ეძებენ



როგორც ადგილობრივი მედიით გახდა ცნობილი, მოკლული, შვილთან და დედასთან ერთად, გერმანიაში ხარკოვიდან ჩავიდა და ლტოლვილთა ცენტრში ცხოვრობდა.

0
135
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0