x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მიტოვებული ძველი სახლი ბნელი და იდუმალი წარსულით
ნახევრადდანგრეული სახლები, რომლებიც მრავლადაა მიმობნეული დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, შიშსა და ძრწოლას იწვევს ადამიანში, მაგრამ ასეთი ადგილები ბევრ თავგადასვლების და იდუმალი ამბების მოყვარულს იზიდავს თავისკენ.

ჩამონგრეული კედლები, რომლებზეც კარგად ჩანს გრაფიტის კვალი, დამტვრეული ავეჯის ნარჩენები, ცარიელი, ჩაბნელებული ფანჯრები და ყოფილი პატრონების მიმობნეული, ობმოკიდებული ნივთები გასაოცარი ენერგეტიკის მატარებელია და თქვენ წარმოდგინეთ, ეს ყველაფერი ფოტოგენურადაც კი გამოიყურება. ამიტომაა, რომ ასეთ ადგილებს ფოტოგრაფები და მისტიკის მოყვარულები ხშირად სტუმრობენ.


image


ამ პოსტში მინდა სწორედ ერთ-ერთ ასეთ სახლზე მოგითხროთ, რომელსაც Villa de Vecchi -ს ან კიდევ "მოჩვენებებიან სახლს" უწოდებენ. ეს ძველი სახლი მდებარეობს იტალიის მთებში, კომოს ტბასთან ახლოს და საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთ-ერთ იდუმალ და უცნაურ ადგილად ითვლება.



image


სახლის ისტორია იწყება 1850 წელს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ადგილობრივმა გრაფმა ფელიქს დე ვეჩიმ გადაწყვიტა თავისი ოჯახისათვის მყუდრო ბინა აეშენებინა. მან დაიქირავა ცნობილი არქიტექტორი ალესანდრო სიდორი, რომლის პროექტითაც აშენდა კიდეც ბაროკოს სტილის ეს სახლი.


image


აშენებისთანავე Villa de Vecchi-მ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მის სტუმრებსა და მნახველებზე. მისი ჭერი და კედლები დამშვენებული იყო ნატიფი ფრესკებით, უზარმაზარ მისაღებ ოთახში იდგა ლამაზი როიალი, ხოლო დახვეწილი ორნამენტებით დამშვენებული ბუხარი მხიარულად გიზგიზებდა და სახლს ათბობდა.

სახლის გარშემო ულამაზესი პარკი გააშენეს, სადაც მშვენიერი შადრევანი იდგა, რომელიც მთიდან დაშვებული წყლით მარაგდებოდა. ერთი სიტყვით, ეს იყო მდიდრული სახლი, რომელიც სტუმრებს აოცებდა თავის სილამაზითა და დახვეწილობით.


image


სამწუხაროდ, ამ სახლის შემდგომი ისტორია მეტად სამწუხაროა და შემზარავი: მის პატრონებს აქ არ ეწერათ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება. ერთხელ ნადირობიდან დაბრუნებულ გრაფს ცოლი მხეცურად მოკლული დაუხვდა, ხოლო მისი ქალიშვილი საერთოდ გაქრა სახლიდან და მისი კვალი ვერავინ იპოვა. სასოწარკვეთილი მამა მას რამოდენიმე თვე უშედეგოდ ეძებდა ახლომდებარე ტყეში, მაგრამ უშედეგოდ. მწუხარებისაგან შეშლილმა გრაფმა 46 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


image


ეს ტრაგედია 1862 წელს მოხდა. ამის შემდეგ გრაფ ფელის დე ვეჩის სახლი მისი ძმის საკუთრებაში გადავიდა, თუმცა მანაც ვერ გაიხარა ამ სახლში და ამ ამბიდან ცოტაოდენი ხნის შემდეგ ახალგაზრდა გრაფი ტყეში მკვდარი იპოვეს.

ამის შემდეგ სახლში არავის აღარ უცხოვრია, იქ მხოლოდ მოჩვენებები დასახლდნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ გრაფის მოჩვენება ღამღამობით დახეტიალობს სახლის დარბაზებში და დამწუხრებული დაეძებს დაკარგულ შვილს.

ამჟამად სახლი ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაშია და შიშის ზარს სცემს მნახველებს თავისი იდუმალებით, ტრაგიკული ისტორიითა და ღამეული კოშმარებით.


image

3
386
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
386
  
2020, 29 აპრილი, 4:52
აურამაგარიადგილიაა
2014, 31 ოქტომბერი, 19:06
არც მე..აქ შესვლას არ ვისურვებდი:(
2014, 31 ოქტომბერი, 18:23
:( საწყლები, არ მიყვარს მიყრუებული ადგილები მე უფრო ხმაურიანი მირჩევნია რაც არ უნდა იყოს
0 1 3