x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ისტორიული პიროვნებები
ამ ცოტაოდენი ხნის წინათ მეცნიერებმა საზოგადოებას წარუდგინეს თავიანთი შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ტუტანხამონი. ძნელია მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეესაბამება ეს წარმოსახვითი გარეგნობა ეგვიპტელი ფარაონის ნამდვილ სახეს, მაგრამ მაინც საინტერესოა თვალის შევლება, თუ როგორები იყვნენ ცნობილი ისტორიული პიროვნებები. მოდით, ერთად გადავხედოთ მეცნიერების მიერ შედგენილ სავარაუდო ფოტოებს ამა თუ იმ ცნობილი ისტორიული პიროვნებისა, რომლებიც საუკუნეების და ათასწლეულების წინაც კი ცხოვრობდნენ.


შესაძლოა, ასე გამოიყურებოდა ნეფერტიტი - ეგვიპტის ფარაონის ტუტანჰამონის დედა


image


2003 წელს ეგვიპტოლოგმა ჯოან ფლეტჩერმა მოახდინა მუმიის KV35YL-ის იდენტიფიცირება და დაადგინა, რომ ეს იყო მუმია სახელგანთქმული ნეფერტიტისა - ეგვიპტის ფარაონ ეხნატონის მთავარი მეუღლისა. სწორედ მაშინ მოხდა მუმიის გარეგნული სახის რეკონსტრუქცია. 2010 წელს ჩატარებულმა დნმ - ანალიზმა აჩვენა, რომ მუმია არა ნეფერტიტს, არამედ ეხნატონის სხვა ცოლს ეკუთვნოდა, რომელიც იმავდროულად მისი დაც იყო. თუმცა მეცნიერების დიდი ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ მუმია ნეფერტიტისაა.





ბრიტანელმა მეცნიერებმა ვირტუალური აუტოპსიის დახმარებით აღადგინეს აგრეთვე ტუტანჰამონის სახე. აი ასეთი იყო ის რეალურ ცხოვრებაში


image


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტუტანჰამონი იტანჯებოდა გენეტიკური დაავადებებითა და მალარიით, რამაც გამოიწვია მისი ადრეულ ასაკში სიკვდილი - ტუტანჰამონი 19 წლისა გარდაიცვალა. დასავლეთ ევროპაში მცხოვრები მამაკაცების უმეტესობა ეგვიპტელი ფარაონების შთამომავალია-ასე თვლიან მეცნიერები. საერთო წინაპარი ძველი ეგვიპტელებისა და ევროპელებისა კი ცხოვრობდა კავკასიაში 9500 წლის წინ.




მოციქული პავლე - უდიდესი პიროვნება მსოფლიო ისტორიისა, ახალი აღქმის ერთ-ერთი ავტორი და ქრისტიანობის ერთ -ერთი ფუძემდებელი, შესაძლოა ასეთ სახეს ატარებდა


image


წმინდა პავლე ცხოვრობდა ჩვენი წელთაღრიცხვით 5-67 წლებში. მან დააარსა უამრავი ქრისტიანული საზოგადოება მცირე აზიისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიებზე. 2009 წელს ისტორიაში პირველად მოხდა მეცნიერული გამოკვლევა სარკოფაგისა, რომელიც მდებარეობდა რომის სან-პაოლო-ფუორი-ლე მურის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ. სარკოფაგში აღმოჩენილი იქნა ძვლების ფრაგმენტები, რომლებიც დამოუკიდებლად გამოიკვლია 14-მა სხვადასხვა მეცნიერმა, რომელთაც არაფერი არ იცოდნენ ძვლების ადგილმდებარეობის შესახებ. ყველა ექსპერტი დამოუკიდებლად მივიდა იმ აზრამდე, რომ ძვლები ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა I - II საუკუნეებში. ეს ამტკიცებს გავრცელებულ ლეგენდას იმის შესახებ, რომ სარკოფაგში მოციქულ პავლეს ნეშტი იმყოფებოდა.



მეფე რიჩარდ III, შესაძლებელია, ასე გამოყურებოდა


image


რიჩარდ III- ინგლისის სამეფო სახლის პლანტაგენეტების შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი, ქვეყანას მართავდა 1483-1485 წლებში. სულ ცოტაოდენი ხნის წინ დადგინდა, რომ რიჩარდ III დაიღუპა ბრძოლის ველზე, დაკარგა რა საბრძოლო მუზარადი. სიკვდილის წინ მან მიიღო 11 ჭროლობა, აქედან 9 თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ჭრილობების არქონა მკლავებზე მიუთითებს იმაზე, რომ სიკვდილის დროს მეფეს აბჯარი ემოსა. რიჩარდ მესამე მოკლული იქნა ბოსფორტის ბრძოლაში, როცა გვირგვინისათვის ებრძოდა ჰენრიხ ტიუდორს, მომავალში მეფე ჰენრიხ VII-ეს.



შუა საუკუნეების ცნობილი მეცნიერის, ჰელიოცენტრიის ფუძემდებლის ნიკოლაი კოპერნიკის ნეშტის ფრაგმენტები აღმოჩენილ იქნა 2005 წელს პოლონეთში, ფრომბორკის ტაძარში. ვარშავის კრიმინალისტიკის ცენტრალურ ლაბორატორიაში კი მოახდინეს სახის კომპიუტერული რეკონსტრუქცია


image


2010 წელს თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის მიერ მინიჭებული იქნა სახელები ახალაღმოჩენილი ქიმიური ელემენტებისა. მათ შესაბამისად უწოდეს: რენტგენიუმი, დარმშტატიუმი და კოპერნიკიუმი. მენდელეევის პერიოდულ სისტემაში მათი რიგობრივი ნომრებია 110, 111, 112. 112-ე ელემენტს სახელწოდება Copernicium მიანიჭეს დიდი მეცნიერის ნიკოლაი კოპერნიკის საპატივცემულოდ.





2009 წელს შოტლანდიელმა ანთროპოლოგმა კეროლაინ უილკინსონმა რეკონსტრუქცია გაუკეთა XVIII საუკუნის დიდი კომპოზიტორის იოან სებასტიან ბახის გარეგნობას


image


ბახის გვამის ექსჰუმაცია მოხდა 1886 წელს, ხოლო 1908 წელს მოქანდაკეებმა პირველად სცადეს მისი სახის აღდგენა, ხელმღძვანელობდნენ რა დიდი კომპოზოტორის ცნობილი პორტრეტებით.



ინგლისელი დრამატურგის და პოეტის უილიამ შექსპირის სახის რეკონსქტრუცია განხორცილებელი იქნა ნიღბის საშუალებით, რომელიც მისი სახიდან აიღეს მისი სიკვდილისთანავე


image



2007 წელს იტალიის ქალაქ ბოლონიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა რეკონსტრუქცია გაუკეთეს XIII - XIV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები დიდი იტალიელი პოეტის და მოაზროვნის დანტე ალეგიერის პორტრეტს


image



ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დანტე ალეგიერი იტანჯებოდა ნარკოლეპსიით-ნერვული სისტემის დაავადებით, რომელიც ადამიანში იწვევს ძილიანობასა და უნებლიე ჩაძინების რეციდივებს. ეს დასკვნა ეფუძნება იმას, რომ "ღვთაებრივ კომედიაში" დანტე დიდი სიზუსტით აღწერს ნარკოლეპსიის შეტევების სიმპტომებს.




შესაძლებელია, სწორედ ასე გამოიყურებოდა ჰენრიხ IV, საფრანგეთის მეფე და ჰუგენოტების ლიდერი, რომელიც ფანატიკოსმა კათლიკემ მოკლა 1610 წელს


image


2010 წელს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ჰანრიხ IV-ის მუმიფიცირებული თავის ქალა ზუსტად ნამდვილია და მას ეკუთვნის.




2004 წელს რეკონსტრუირებული იქნა დედოფალ კლეოპატრას უმცროსი დის და მისი მსხვერპლის არსინი IV-ის გარეგნული სახე. მისი სახე აღდგენილი იქნა თავის ქალიდან აღებული ზომების მიხედვით. ეს თავის ქალა მეორე მსოფლიო ომის წლებში დაიკარგა


image


არსინი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 41 წელს დაიღუპა. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ფლავიას გადმოცემით, ის ანტონიუსმა და კლეოპტარამ სიკვდილით დასაჯეს, რადგან ეგვიპტის დედოფალი თავის დაში მოშურნეს და კონკურენტს ხედავდა.



წმინდა ნიკოლოზის გარეგნული სახე რეკონსტრუირებული იქნა იტალიელი ანატომიის პროფესორის მონაცემების მიხედვით, რომელიც მან მოიპოვა 1950 წელს ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკის რესტავრირების დროს


image


ქრისტიანობაში წმინდა ნიკოლოზი ითვლება სასწაულმოქმედად და ბავშვების, მეზღვაურებისა და ვაჭრების მფარველად.

0
1005
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1005
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0