x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
თმის ცვენა
image

თმის ღერის სიცოცხლისუნარიანობა 2-დან 5 წლამდეა, ბუნებივი განახლებისთვის კი ცვლა აუცილებელი პირობაა, ადამიანს დღეში დაახლოებით 80 ღერი თმა სცვივა თუმცა თუ შეამჩნევთ რომ სავარცხელზე დიდი რაოდენობით თმა დარჩა ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ არა გადაუჭრელი, უბრალოდ პირველ რიგში აუცილებელია გახშირებული ცვენის მიზეზი დავადგინოთ.

image

არსებობს დიფუზური თმის ცვენის ტიპი რომლის დროსაც მიზეზები არის უამრავი, ეს შეიძლება იყოს მიკროელემენტების დეფიციტი, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრესფაქტორები, შეიძლება იყოს მედიკამენტოზური თმის ცვენა.


image

თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს გენეტიკაც, ენდოკრინული დაავადებები, არასწორი კვება, სტრესი.ცალკე გამოყოფენ თმის ცვენას მამაკაცებში, ამ შემთხვევაში პროცესი ხშირად გარდატეხის ასაკში ვლინდება და 30 წლის ასაკში უკვე არასასურველ შედეგით, სიმელოტით მთავრდება.მკურნალობის მეთოდი სხვადასხვაა, საწყის ეტაპზე სესაძლოა პრობლემა ქირურგიული ჩარევის გარეშეც გადაჭრათ, მედიკამენტების საშუალებით.

image

ინექციის საშუალებით თმის ფოლიკულის დონეზე შეგვყავს ყველა საჭირო ნივთიერება რაც ჭირდება თმას, ეს არი მიკროელემენტები, ამინომჟავები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, ყველა საჭირო ნივთიერება შეგვყავს უშუალოდ თმის ფოლიკულის დონეზე.

image

ხალხურ მედიცინაში, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებად მუხის ქერქის ნახარში, აბუსალათინის ზეთი, D ვიტამინი და კვერცხის გული მიიჩნევა თუმცა თუ თავზე უკვე გაჩენილია გამელოტებული კერები მედიკოსების აზრით ქირურგიული ჩარევის გარდა შედეგს მკურნალობის ვერცერთი მეთოდი ვერ გამოიღებს.ერთადერთ ეფექტურ მეთოდად რჩება თმის გადანერგვა, გადანერგვის ჩვენებები ასევე არის ნაწიბუროვანი თმის ცვენა, მაგალითად:ხშირად ტრავმის შედეგად ხდება ხოლმე დამწვრობა, შეიძლება იყოს ოპერაციული ჩარევა, ოპერაციის შედეგად გაჩენილი ნაწიბურები, ასევე ტრაქციულ, როდესაც ადამიანი ერთიდაიგივე ვარცხნილობას ხშირად იკეთებს და ამის ადგილას დაცვენის ნიშნები ჩნდება.გადანერგილი თმა ზრდას საშუალოდ 2-3 თვის შემდეგ იწყებს და ჩვეულებრივი, ბუნებრივი ტემპით, თვეში 1 სანტიმეტრამდე იზრდება, ის ორგანული თმისგან არაფრით განსხვავდება და არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას, შეგიძლიათ თავისუფლად დაივარცხნოთ, შეიკრათ და შეიღებოთ კიდეც.მოვლა მასაც ისე სჭირდება როგორც ბუნებრივს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველა პროცედურის და მათ შორის ოპერაციის ჩატარებაც თავიდან მოგიწიოთ.

0
495
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0