x
image
worldsport.ge
არგენტინელი ლამაზმანი, რომელიც ფეხბურთს უარყოფს

imageძალიანაც შემცდარხართ თუ გგონიათ, რომ ლათინურ ამერიკაში და მით უმეტეს არგენტინაში, სადაც ფეხბურთის ჭეშმარიტი კულტი არსებობს, ყველა ცნობილი მოდელი ლამაზმანი ფეხბურთის მოყვარულია და ყველას ფეხბურთის საქომაგოდ უძგერს მკერდში გული.
მაგალითად, არგენტინელი ტოპ-მოდელი, პრისცილა კრივოკაპიჩი დაუფარავად ამბობს, რომ ფეხბურთი უბრალოდ არ აინტერესებს და დარწმუნებულია, რომ მისი ბევრი კოლეგა ლამაზმანიც მასსავით ვერ ერკვევა სპორტში. პრისცილას აზრით, ზოგიერთ მოდელს ფეხბურთის ვითომ სიყვარულით პოპულარობის გაზრდა სურთ.
“ჩემთვის სპორტი მხოლოდ სხეულის გაჯანსაღების წყაროა და სპეციალურ ვარჯიშებს მეც ხშირად გავდივარ. თუმცა, რაკი არგენტინელი ვარ, სულაც არ მაქვს იმის განცდა, რომ ფეხბურთი აუცილებლად უნდა მიყვარდეს და ფეხბურთელებთან დაწყებული სასიყვარულო რომანები მქონდეს” – აცხადებს პრისცილა კრივოკაპიჩი.


www.worldsport.ge

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0