x
image
worldsport.ge
ჯაბა მუმლაძემ ოქროს წერტილი დასვა

imageსაქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ჯაბა მუმლაძემ პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში დღეს დასრულებულ “ევროპის თასზე” 5 შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე მოიგო და ჩემპიონი გახდა.
ოქროს გზას მუმლაძე უნგრელი აკოშ იოს იუკოთი ძლევით შეუყვა. ბელარუსი ალეჰ ჰრუნტონი ვაზარით ჩამოიშორა, რუსეთის ნაკრების წევრ ალექსანდრ გოკოევსა და გერმანელ ლუკას როლვეგს იპონ-იპონ გასცდა. ფინალში კი მორიგი წმინდა გამარჯვება მოიპოვა რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრთან ტამერლან ბაშაევთან.
დღესვე პოლონურ ტატამზე ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდის კიდევ 4 წევრი გავიდა და ოთხივე სამეულს მიღმა დარჩა. ყველაზე ახლოს მიზანთან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები: გიორგი გველესიანი და დავით რამაზაშვილი იყვნენ. ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილებს დასჯერდნენ. ზურაბ ლომიძე (73 კგ) და ბაქარ კუხიანიძე (+90 კგ) კი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.
დღესვე საქმეში საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი ხატია ჯანაშვილიც (63 კგ) ჩაერთო და “ევროპის თასი” მე-9 ადგილით დაასრულა.
შეგახსენებთ, პოლონური “ევროპის თასი” გუშინ დაიწყო და შეჯიბრების პირველ დღეს 8 ქართველიდან (5 ვაჟი, 3 გოგონა) კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) შეძლო – 6 შეხვედრიდან 5-ში იმარჯვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
56
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
56
  
2013, 20 მაისი, 0:52
ისე გირჩევთ რომ თქვენს საიტზე შეცვალოთ დიზაინი. ვერ ხედავთ, რომ ხალხი იმდენად აღარ შემოდის უკვე. კომენტარების რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო. ხალხი უკვე სპორტალ. გე-ზე გადავიდა. ყველაფერი რეკლამების გამო კი არ უნდა შეცვალოთ, უპირველესად მომხმარაბელზე უნდა იფიქროთ
0 1 1