x
image
worldsport.ge
კრიშტიანუ რონალდუ თავისმა დამ გააბრაზა

imageკრიშტიანუ რონალდუს და, კატია რონალდუ, რა თქმა უნდა, თავისი ძმით ნამეტანი ამაყობს და ძმის თამაშის სანახავად ლისაბონიდან მადრიდშიც ხშირად დადის ხილმე. თუმცა, ამასწინათ კატიამ თავისი ძმა თურმე ძალიან გააბრაზა.
კარლო ანჩელოტის შეგირდის გულისწყრომა თურმე იმან გამოიწვია, რომ რონალდუს დაიკოს ძმის პოპულარობის ხარჯზე ცოტა ფულის გაკეთება მოუნდომებია და ერთ-ერთ პორტუგალიურ ჟურნალს რონალდუს ბალღობის ფოტოსურათები გვარიან თანხად მიჰყიდა.
როგორც ჩანს, კრიშტიანუს ძალიან არ სურდა ზემოთაღნიშნული ფოტოების გამოქვეყნება (რატომ არ სურს - სამწუხაროდ არაა ცნობილი) და ჟურნალიდან ფოტოები რონალდუს აგენტს უკანვე გამოუსყიდია. კრიშტიანუ კი თავის დაიკოს თურმე ეჩხუბა და გაუნაწყენდა. ისე, მართლაც საინტერესოა, განა ისეთ რა უნდა იყოს ამ ფოტოებზე ასახული, რისი გამომზეურებაც რონალდუს ძალიან არ სურს?!...


www.worldpsort.ge

4
3051
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3051
  
2013, 20 დეკემბერი, 22:12
ძმა მილონერი ჰყავს და ფოტოებს ჰყიდის :DD რა გაუჭირდა ასეთი
2013, 13 დეკემბერი, 0:24
ისეტ სტილში გიწერია თიტქოს 3 წლის ბავშვს ზღაპარს უყვები-"თურმე ამან თქვაო,იმან თქვაო:)))))))))))))))))))))))))
2013, 12 დეკემბერი, 16:40
ქართველს ჰგავს, და თან ,,ნათია,, უნდა ერქვას:)))))
0 1 4