x
image
beko777
კითხვა-პასუხი კოსმეტოლოგთან
image- შეიძლება თუ არა თვალის მაკიაჟის მოცილება სახის გამწმენდი საშუალებით? - თათია
- არავითარ შემთხვევაში! სახის გამწმენდი რძე თავისი მჟავა-ტუტოვანი PH შემადგენლობით არ შეესაბამება საცრემლე სითხეს. გარდა ამისა, თვალების ირგვლივ კანი ძალზე თხელია და მგრძნობიარე თუნდაც უმცირესი დაჭიმვებისადმი. თვალების ირგვლივ კოსმეტიკის მოსაცილებლად მხოლოდ სპეციალური საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული. უმჯობესია იხმაროთ ზეთშემცველი ტამპონები, რომლებიც იოლად აცილებენ წყალმედეგ ტუშს.
image- მრგვალი სახის ოვალი მაქვს. როგორ ჯობია „რუმიანას“ წასმა? - ნინო, 19 წლის
- სახის ვიზუალურად დასაგრძელებლად და შესავიწროებლად ე.წ. „რუმიანა“ უშუალოდ ღაწვებს ქვემოთ უნდა წაიცხოთ და რბილად გაითხაპნოთ ყურის შუაგულისკენ. თუ ისინი ოდნავ გადაკვეთენ ორივე მხარიდან ქვედა ყბის კიდეებს, გაცილებით გამოხატული ეფექტი ექნება.
- რა სხვაობაა სწრაფად შრობად ლაქებსა და ჩვეულებრივებს შორის?
- ასეთი ლაქები მართლაც ძალიან მალე შრება და მაშინვე შეგიძლიათ სხვა საქმეებს შეუდგეთ. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ფენა წაისვათ მეორე დღეს კი განაახლოთ იგი. ჩვეულებრივი ლაქი გაცილებით დიდხანს შრება, სამაგიეროდ სხვა უპირატესობით გამოირჩევა – იგი გაცილებით უკეთ და დიდხანს ძლებს.

image- რა კრიტერიუმებით უნდა ავირჩიოთ წამწამების ტუში? ლელა, თბილისი
- პირველ რიგში, ტუში ახალი უნდა იყოს, თორემ იგი შეიძლება იფშვნებოდეს და ძნელად მოახერხებთ წამწამებზე გასმას. რაც შეეხება ფერს, ტუში შეიძლება იყოს არა მარტო შავი, არამედ ყავისფერი, მონაცრისფრო, ლურჯი, მწვანე, იისფერი – შესაძლებელია ერთ-ერთი ელფერი უკეთ მოიხდინოთ რომელიმე კოსტიუმთან ან ვარცხნილობასთან შეხამებაში.


image- გავიგე ლაზერის ტექნოლოგია კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენებაო. რა მხრივ შეიძლება ეს მოხდეს? - მარინა, 30 წლის
- თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ფოკუსირებული ლაზერის სხივი სულ უფრო მეტ გამოყენებას ჰპოვებს გარეგნობის მცირე ნაკლოვანებების კორექციაში. ლალისფერი ლაზერი ძირითადად პიგმენტური ლაქების და ნაწიბურების არმქონე ტატუირების ზოგიერთი სახეობის მოსაცილებლად გამოიყენება. არგონული ლაზერი იხმარება ვარიკოზულად გაფართოებული ვენების მკურნალობაში, სისხლძარღვოვანი წარმოშობის თანდაყოლილი ხალებისა და კაპილარული ვარსკვლავების მოშორებაში.


image- მბზინავი თვალის ჩრდილების წასმას რამე საიდუმლო აქვს? ჩემი დაქალი მეუბნება, რომ საკმაოდ ვულგარულად გამოვიყურები, როცა ასეთ ჩრდილებს ვისვამ. - ანიკო
- ვიზაჟისტები ღრუბლოვანი აპლიკატორით ჩრდილის წასმის შემდეგ ქუთუთოზე ნაზად აყოლებენ თითის ბალიშს. ორმაგი ზეწოლა გვეხმარება უფრო თანაბარზომიერად გადავანაწილოთ კანის ზედაპირზე პერლამუტრის ნაწილაკები და ისინი უკეთ ირეკლავენ სინათლეს. თუ ამგვარი ჩრდილების წასმის დროს დაუდევრობას გამოიჩენთ, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს მართლაც ვულგარულად ან უგემოვნობად ჩაგეთვალოთ და შეიძლება უსიამოვნობებსაც გადააწყდეთ.


image- ახლახან ერთ კოსმეტოლოგს ვუყურებდი, რომელმაც რაღაც პროდუქტებში „ბორჯომი“ ჩაასხა. მას არ აუხსნია, რისთვის გააკეთა ეს. მაინტერესებს რა საჭიროა ეს კომპონენტი? ხათუნა
- მინერალური წყალი კოსმეტიკურ პროდუქტებზე მასტაბილიზებელ და დამამშვიდებელ ზეგავლენას ახდენს. თუ თქვენ ანთებებისკენ მიდრეკილი ზემგრძნობიარე კანი გაქვთ, ჩანთით შეგიძლიათ ატაროთ „ბორჯომის“ ან სხვა ნამდვილი მინერალური წყლის პატარა ბოთლი. მისით დრო და დრო გაიწმინდეთ სახე და რამდენიმე წამში იგრძნობთ, რომ კანმა დაისვენა და განახლდა. მაგრამ არ დაუშვათ კანის ზედაპირიდან წყლის აორთქლება – ეს გაუწყლოებას იწვევს. სახე მაშინვე კოსმეტიკური ხელსახოცით შეიმშრალეთ.



image- დიდხანს ინახება, თუ არა შეფუთული სუნამო? - ლიკა, 23 წლის
- თუ სუნამო არ არის იაფფასიანი ფალსიფიკაცია, იგი კონცენტრირებულია და საფირმო ყუთშია შეფუთული, განუსაზღვრელი ვადით ინახება. მაგრამ თუ ერთხელ მაინც გახსნით მას, გამოიყენეთ დაუზოგავად და გახსოვდეთ: სუნამო თავის ნამდვილ თვისებებს მხოლოდ კანზე წასმის შემდეგ ავლენს. დაცლის შემდეგ ნუ იჩქარებთ დაცარიელებული მინის გადაგდებას: გახსნილ მდგომარეობაში თეთრეულის თაროზე შემოდეთ და თქვენი საყვარელი არომატით გაიჟღინთება ტუალეტის ყოველი დეტალი.


image- ერთ-ერთი სალონის სარეკლამო ფირნიშზე წავიკითხე წამწამების დახვევის შესახებ. ეს რა, მართლა კეთდება, თუ რაღაც შესატყუებელი ფანდია? - ჟუჟუნა
- არავითარი ფანდი. ეს ახალი მეთოდი წამწამებს ლამაზ მოხაზულობას სძენს. კოსმეტოლოგი წამწამებზე სპეციალურ გელს უსვამს და ბეწვების მოდელირებას გორგოლაჭის ფორმის პატარა ღრუბლით ახდენს. მთელი პროცედურა დაახლოებით ათ-თხუთმეტ წუთს გრძელდება, მაგრამ „დახვეული“ რვიდან ათ კვირამდე ძლებს.

0
453
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0