x
image
beko777
უძველესი სასწაულმოქმედი ბრინჯის ნიღაბი

imageცნობილია, რომ ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების საბადოა, რომელიც მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად, შესანიშნავად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე.

ბრინჯი, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა იაპონელ ქალბატონებში, რომლებიც ოჯახურ პირობებში ფქვავდნენ ბრინჯის მარცვალს და მიღებულ ფქვილს სახეზე ისვამდნენ, რათა დაეცვათ კანი მზის სხივების მავნე ქმედებისგან. შემდეგში, ბრინჯმა უფრო ფართო გამოყენება ჰპოვა კოსმეტოლოგიაში, რადგან იგი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც დიდი ხნით უნარჩუნებს კანს სიგლუვეს და ჯანმრთელ იერს, თმას კი ბზინვარეს და აბრეშუმისებრს ხდის.

დროთა განმავლობაში, ბრინჯის ნიღბების ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და უამრავი ქალბატონი ეზიარა მის სასწაულმოქმედ შედეგს.
გთავაზობთ ერთ-ერთ ნიღაბს, რომელიც თავისი ეფექტით აუცილებლად გაგაოცებთ.

მასალად საჭიროა:
* 100 გრ ბრინჯი
* 2 სადილის კოვზი რძე
მომზადება:
მოხარშეთ ბრინჯი დიდი რაოდენობის წყალში, ნახარში გაწურეთ და გააჩერეთ მშრალ და გრილ ადგილას. მოხარშული ბრინჯი გარეცხეთ და დაუმატეთ თბილი რძე, წამოადუღეთ და ურიეთ მანამ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. გააცივეთ და წაისვით სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და კარგად ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით. ნახარშით სამი დღის განმავლობაში ჩამოიბანეთ სახე, ძილის წინ. ნიღაბის გაკეთება რეკომენდირებულია თვეში ორჯერ.




0
1249
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0