x
image
beko777
15 სასარგებლო რჩევა კანისა და თმებისათვის

მიიწურა ცხელი ზაფხული. მზისგან გარუჯვა, რომელიც თქვენ მიი-ღეთ, საუკეთესო სამკაულია. ჩვენ მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენოთ უბრალო ხერხები იმისათვის, რომ ფერის მოსვლა დიდხანს შეინარჩუნოთ.

image


1. კიტრის ნიღაბი წამიერად ატენიანებს და კვებავს კანს
ეს ნატურალური ნიღაბი შეუნარჩუნებს გარუჯულ კანს ელასტიკურო-ბას. კიტრისგან მოამზადეთ პიურე, სითხე გადაღვარეთ, შეურიეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი. ნიღაბი ფართო ფენად დაიდეთ სახეზე და 20 წუთი დაიტოვეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. თვალის გარშემო აპლიკაციები მშრალი კანის დროს
მაკიაჟის ხელსახოცი დაასველეთ შემთბარი ზეთით (ზეითუნის, ნუ-შის, გოგრის...) და დაიდეთ თვალებს გარშემო 10–15 წუთი. შეიმშ-რალეთ ხელსახოცით.

image3. აღვიდგინოთ რბილი ქუსლები
შვებულების დროს თქვენ ალბათ მოასწარით ქვიშაში ფეხშიშველი სიარული, რამაც განაპირობა ფეხის ქუსლების გაუხეშება. გაიკეთეთ გვირილის აბაზანა ფეხებზე. გამაგრებული ადგილები პემზით დაიმუ-შავეთ და შეიზილეთ დამარბილებელი კრემით.

4. ცხელი ზაფხულის შემდეგ გადამრჩენი სტრატეგია
კანი ცხელი ზაფხულის მზის შემდეგ შრება და არასასიამოვნო ხდება. არ ინერვიულოთ... თაფლი – არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომელიც მრავალ რძემჟავა ან ხილ–ბოსტნეულ პროდუქტებთან ერთად არა მხოლოდ კვებავს გაღიზიანებულ კანს, არამედ ავსებს მას და-მატებითი ტენით, ხდის ნაზს, რბილს, სასიამოვნო ხავერდოვანს.

image5. სპეციალური მოვლა განსაკუთრებულად მშრალი, მგრძნობიარე კანის
ამ შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ პროდუქტი Aჰავა–დან, რომ-ლისთვისაც შეიცავს მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალების აქტიურ კომპლექსს. მინერალური კრემი–ნიღაბი შეიცავს მინერალურ ჭუჭყს, ვიტამინ E–ს, ზეთებს. ის არა მარტო კვებავს, არბილებს და ასწო-რებს კანს, არამედ ზრდის მის ელასტიკურობას, აჩერებს დაბერების პროცესს. გამოიყენება კვირაში 1–2–ჯერ.

6. ასპირინი დაგეხმარებათ აღიდგინოთ თმის ნათელი ფერი
ქლორირებული წყლისგან თმამ მიიღო მომწვანო შეფერილობა? ორი აბი ასპირინი გახსენით 0, 5 ლიტრ წყალში და გადაივლეთ.

7. ნაზი, რბილი კანი დაუზოგავი პილინგის შემდეგ
სავსებით ბუნებრივია, რომ გარუჯვიდან ორი კვირის შემდეგ კან-მა დაიწყოს აქერცვლა. რბილი პილინგი ან ჯაგრისით მასაჟი დაგეხ-მარებათ გაუხეშებული კანის ნაწილების მოცლაში.

8. რბილი ლოსიონები მკაცრად არეგულირებენ ტენის შემცველობას
მზისგან გამომშრალ კანს აბაზანის შემდეგ ესაჭიროება ტანის საცხი ნატურალური ზეთებისა და ვიტამინ E–ს შემცველობით.

image9. ალოე დაგეხმარებათ თქვენი კანის გაუმჯობესებაში
ალოეს ნიღაბი კანის ღრმა ფენებსაც კი კარგად ატენიანებს და აღადგენს. ალოეს წვენი შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიე-რებებს და ფერმენტებს. ეს ნივთიერებები ახდენენ აღმდგენ ეფექტს და ამცირებენ გაღიზიანებას და ამიტომ იდეალური საშუალებაა მზის აბაზანების მიღების შემდეგ კანის მოვლისათვის.

10. ავოკადო აგაცილებთ თმის მტვრევას
ქლორირებული და მარილიანი წყალი, მზე და ქარი უარყოფითად მოქმედებს თმაზე: ავოკადოს შამპუნი მაღალი ცხიმის შემცველობის გამო თმას უბრუნებს სასიცოცხლო ძალას და ლამაზ ბზინვარებას.

11. ნატურალური კოსმეტიკა მაცივრიდან
თქვენი თმა ძალიან გამოშრა, ბოლოები გაუხეშდა. თქვენ გიშვე-ლით ასეთი ნარევი: 3 სადილის კოვზი ნაღები აურიეთ 1 ჩაის კოვზ ხორბლის და ნუშის ზეთთან. წაისვით თმაზე და ჩამოიბანეთ 10 წუ-თის შემდეგ.

12. გულმკერდის არეში რომ არ გქონდეთ ნაოჭები
გულმკერდისა და ყელის არეში კანი ძალიან ნაზია. მზის ინტენ-სიური აბაზანების შემდეგ ამ ადგილებში სწრაფად წარმოიქმნება ნაკეცები. სიმკვრივის აღსადგენად ეფექტური საშუალებაა: ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ და წაისვით გულმკერდის არეში. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ტენიანი პირსახოცით. შეგიძლიათ გამოიყენოთ Bუსტ–Bოოსტ Fირმინგ Gელ ფორ ნეცკ ანდ Bუსტ „ორიფლეიმის“ ფირმი-სგან, რომელიც გაგიუმჯობესებთ ბიუსტის ფორმას. ახდენს გამამაგ-რებელ ეფექტს მკერდისა და ყელის კანზე.

13. როგორ ავიცილოთ სახე პიგმენტური ლაქებისაგან
მეტისმეტად ხანგრძლივი მზის გამოსხივების შემდეგ კანზე შეიძ-ლება გაჩნდეს პიგმენტური ლაქები. ამ დროს თქვენ დაგეხმარებათ მათეთრებელი კრემი „ორიფლეიმის“ ფირმიდან.

image14. ტუჩები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას
ტუჩები მუდამ უნდა დატენიანდეს, იკვებოს. ყველაზე ხელმისაწვ-დომი და ეფექტური საშუალებაა ნუშის, ზეითუნის, სიმინდის, კას-ტორკის ზეთი. ტამპონი დაასველეთ შემთბარ ზეთში და გაიწმინდეთ ტუჩები. 20 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით. შე-გიძლიათ ზეთში შეურიოთ ხენდროს ან ყურძნის წვენი. ეს საშუალება არა მარტო გააძლიერებს ტუჩის ვარდისფერ ფენას, არამედ მისცემს მას ჯანმრთელ ბზინვარებას.

15. კალცის საშუალებით ხელის ფრჩხილების გამაგრება
ზღვის წყალი ან მზე ფრჩხილებს არბილებს. კალციუმის შემცველი ლაქი აღადგენს დამტვრეულ ფრჩხილებს, დაუბრუნებს მას სიმაგრეს და ბზინვარებას.

0
981
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
981
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0