x
image
მამუკა123
–რას ყვება 16 წლის მეძავი ინგა

საქართველოში არასრულწლოვანთა პროსტიტუცია იზრდება. არასრულწლოვანი მეძავების დიდი ნაწილი კლიენტებს საკუთარ სხეულს სოციალური ქსელების საშუალებით სთავაზობს.
როგორც ერთ-ერთი 16 წლის მეძავი ინგა ყვება პარტნიორს ძირითადად ინტიმ-ჩატში ნახულობს.
''საროსკიპოში არ ვმუშაობ და არც ვაპირებ. იქ რა მინდა?! იქ რომ ვიმუშაო, სხვებს წილი უნდა მივცე და ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი. ყველას ვეუბნები, რომ 20-21 წლის ვარ. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. პრინციპში, ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, რომც გაიგონ ასაკი, ეს მაინც არაფერს შეცვლის’’, -ყვება 16 წლის ინგა.
ინგა ამბობს, რომ ის უკვე 2 წელია ამ საქმითაა დაკავებული და ოჯახში მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იციან.
''ჩემი მშობლები იკლავენ თავს ჩემი კონტროლით. თუ ღამე კლიენტთან ვარ, მაშინ ბუნებრივია, კითხულობენ ხოლმე ჩემს ამბავს და ვეუბნები, რომ დაქალთან ვრჩები. როგორც წესი, იჯერებენ ხოლმე, მაგრამ ერთხელ მამაჩემს ეჭვი შეეპარა და იძულებული გავხდი, უარი მეთქვა კლიენტზე და სახლში მივსულიყავი. რაც შეეხება ანაზღაურებას, ფასზე ჩატშივე ვუთანხმდები. 50-100 ლარი. ბუნებრივია, 100 ლარიდან ვიწყებ და თუ აწყობთ, ხომ კარგი, თუ არადა, ვუკლებ. ოჯახში ვატყუებ, ტოტალიზატორს ვთამაშობ-მეთქი, რადგან ფული სულ მაქვს. . ზოგჯერ ისეთი კლიენტი შემხვედრია, რომ მეტიც უჩუქებია. რამდენიმესთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა, ყოფილა შემთხვევა სექსის გარეშეც მოუციათ ფული. ყველანაირი ტიპის კლიენტები მყავს, ძირითადად 30 წლამდე მამაკაცები, რომლებსაც იმის თავი არ აქვთ, ქალი შეაბან და ჩატში ერთობიან ვირტუალური ფანტაზიებით. ერთი კლიენტი მყავს, რომელიც 60 წლისაა. ლამის ჩემი ტოლი შვილიშვილები ჰყავს. ის მართლა კარგი კაცია, სიმართლე გითხრათ, სექსი იშვიათად გვაქვს, მაგრამ როცა ვნახულობ, გულუხვად მაჯილდოვებს ხოლმე. სხვანაირი ტიპია, ქართველ კაცებს არ ჰგავს. 2 წელია ამ საქმით "ვერთობი" და იმაზე კარგად ვიცი, როგორია ქართველი კაცი ვიდრე, ბევრმა 40 წლის ქალმა. უხეშები ხართ ქართველი კაცები. მეძავი მარტო ის ჰგონიათ, რომ სექსი ჰქონდეს. არცერთი კაცი არ ხედავს მეძავში ქალს. სექსის მერე ისე მიაგდებთ ქალს, თითქოს ჩვარი იყოს, ასე მარტო მეძავთან კი არა, ცოლთანაც იქცევით'', - ყვება ამბები.ge-სთან 16 წლის გოგონა.
როგორც ინგა ამბობს, მომავალში ის გათხოვებას და ოჯახის შექმნას აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქმიანობას ისევ დაუბრუნდეს.
''გავთხოვდები, სულ ასე ხომ არ ვივლი? ვნახავ ვინმე კაცს და შევქმნი ოჯახს. არ ვეტყვი, რომ მეძავობით ვშოულობდი ფულს. დღეს ქალიშვილობის დაკარგვის გამო აღარ ამბობენ გოგოზე უარს. თან რამე ისეთ ტყუილს ვეტყვი, რის გამოც დავკარგე ქალიშვილობა (თან ქართველი კაცის მოტყუებაზე იოლი არაფერია), რომ ეჭვიც არ გაუჩნდება. იმედია აღარ მომიწევს მეძავობით ფულის შოვნა, მაგრამ თუ ფული არ მექნება, არ გამოვრიცხავ, ერთი-ორჯერ ისევ გავიხედო წარსულისკენ'', - ამბობს ინგა.imageimage

0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0